ხანძრის ჩაქრობის მექანიკური საშუალებები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» ხანძრის ჩაქრობის მექანიკური საშუალებები

ხანძრის ჩაქრობის მექანიკური საშუალებები

ხანძრის ჩაქრობის მექანიკური საშუალებებია:
- სახანძრო ავტომობილები;
- ავტოცისტერნა;
- მოტოტუმბო (პომპა)
სახანძრო მანქანებს განარჩევენ დანიშნულების მიხედვით:
- ძირითადი სახანძრო მანქანების - დანიშნულებაა ხანძრის ადგილამდე პირადი შემადგენლობის მიყვანა და საქრობი ნივთიერებების მიტანა (ავტოცისტერნები,
ავტოტუმბო, აეროდრომის ავტოტუმბო, ტუმბო-სახელოიანი (ქაფის, ფხვნილის და აირწყლის ქრობის, მოტოპომპების);
- სპეციალური სახანძრო მანქანების - დანიშნულებაა ხანძარზე სპეციალური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა (ავტოკიბეები, სახელოების მანქანები, ავტოამწეები, კავშირგაბმულობის და განათების მანქანები, საშტაბო, წყალდაცვითი);
- დამხმარე სახანძრო ავტომობილების - დანიშნულებაა ხანძარზე გამოყენებული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (ასეთი სამუშაოებისათვის გამოიყენება საერთო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები; ავტობუსები, ბენზინგასამართი მანქანები, ტექსარემონტო მანქანები, ევაკუატორები და ა. შ)

არის შემთხვევები, როდესაც სახანძრო მანქანა ვერ ახერხებს ხანძრის ადგილამდე მისვლას.
თუ ხანძრი არ არის მასშტაბური და ამავე დროს ახლოს გვაქვს წყლის წყარო, მათი გამოყენება არ არის ხელსაყრელი (ეფექტური). ასეთ შემთხვევებში ძალიან მოსახერხებელია გადასატანი ტუმბოების გამოყენება. მათ ასევე მოტოტუბმოსაც უწოდებენ და შედის ძირითადი ავტომობილების კომპლექტაციაში ან შეიძლება ობიექტს ჰქონდეს ერთეული ტექნიკის სახით.
სახანძრო მოტოტუმბო (პომპა) - გამოიყენება ხანძრების და წვის კერების ჩასაქრობად, წყალსატევებიდან (ხანძრის ადგილამდე მისაწოდებლად) და დატბორილი ადგილებიდან (წყალდიდობის შემთხვევაში) წყლის ამოსატუბად, სხვადასხვა აგრეგატების და მექანიკური კვანძების გასარეცხად და სარწყავად.
ზოგიერთი პომპის შესრულება საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას ზღვის მარილიანი წყალის ასაღებად.
მოტოტუმბოების კომპლექტაციაში შედის:
- სახანძრო ლულები;
- შემწოვი სახელოები ბადით;
- გამდენი სახელოები;
- აკუმულატორი;
- დამმუხტავი მოწყობილობა;
- მცველების კომპლექტაცია;
- ანთების სანთლები;
- შალითა ანდა გარსაცმი;
- გამოყენების ინსტრუქცია;
1225
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.