ხანძარი წყლის ტრანსპორტზე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი წყლის ტრანსპორტზე


ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით გემები იყოფაშემდეგ ჯგუფებად:
- სამგზავრო;
- საბარგო-სამგზავრო;
- საბარგო;
- სამხედრო;
- სახანძრო
საბარგო გემები თავის მხრივ იყოფა:
- მშრალი ბარგის;
- საწვავის გადამზიდი (ტანკერი);
- თევზსაჭერი (სეინერი)
სახანძრო გემი მიეკუთვნება სპეციალიზებულ გემთა ტიპს, რომელსაც გააჩნიათ რამოდენიმე ბრანდპოიტი (ლაფეტის ლულები) და მძლავრი ტუმბოები.
მისი დანიშნულებაა ხანძრების ჩაქრობა გემებსა და მცურავ ობიექტებზე, მშრალ დოკებზე, სანაპირო ობიექტებზე ხანძრის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში სანაპირო სახანძრო
გათვლებისადმი დახმარება.

გემის ძირითადი უბნებია: ტრიუმი, სამანქანო განყოფილება და გემბანზე ნაშენი.
ტრიუმებს ლითონის ტიხრებით ყოფენ ნაკვეთურებად. სამანქანო განყოფილება თავსდება სპეციალურ ნაკვეთურში დამოუკიდებელი გარეთ გამოსასვლელით. საცხოვრებელი და
სამსახურებრივი სათავსები განთავსებულია, როგორც კორპუსში, ისე გემბანის თავზე ნაშენებში.
მათ მოსაწყობად გამოიყენება მრავალ ფეროვანი წვადი სამშენებლო მასალები;
ხომალდებზე ხანძრები წარმოშობა გემის ადმინისტრაციის გულგრილობის და ცეცხლთან დაუდევარი მოპყრობის გამო.
ხანძარი უმეტესად ხდება ნავსდგურებზე ყოფნისას, ვიდრე გაშლილ ზღვაში;

წყლის ტრანსპორტზე ხანძრის წარმოშობის და გავრცელების მიზეზებია:
- საიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალების წვადობა;
- საქვაბესა და სამანქანო განყოფილებაში და მათ მომიჯნავე საცავებში თხევადი საწვავის არსებობა;
- ტვირთის სახეობისა და თვისებებიდან გამომდინარე მათი არასწორად დალაგება - დასაწყობება;
- სიფრთხილის სათანადო ღონისძიებების უგულებელყოფა;
- ელექტრული მეურნრობის გაუმართაობა;
- განძრახ წაკიდება;
ხანძრის აღკვეთის პრევენციის მიზნით:
- არ მივიღოთ ისეთი ტვირთი, რომელთა თვისება სახანძრო თვალსზრისით უცნობია.
მკაცრად დავიცვათ დატვირთვის, დალაგების და ცეცხლსაშიში და თვითწვადობისადმი მოდრეკილი ტვირთების შენახვის წესები;
- მუდმივად მზადყოფნაში და გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს ხანძრის ქრობის საშუალებები;
- უნდა ჩატარდეს შესაბამისი წრთვნები გემის ეკიპაჟისთვის და მგზავრებს დაურიგდეთ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქციები, რაც ხელს შეუწყობს ხანძრის თავიდან აცილებას
და ჩაქრობას;
- აიკრძალოს სიგარეტის მოწევა ტრიუმებსა, სატვირთო ლუქებსა და გემბანზე;ყურადღება მიექცეს ცეცხლსაშიში სარემონტი სამუშაოების ჩატარებისას სამუშაო ადგილს, როგორც
მუშაობის ისე მუშაობის შემდეგ;
- ღამის პეროდში სამგზავრო ხომალდებზე მეთვალყურეობა დაუწესდეს სართო სარგებლობის სათავსოებს (ტუალეტი, სიგარეტის მოსაწევ ადგილს და ა.შ.);
- მეთვალყურეობა დაწესდეს გემზე ამოსულ საეჭვო პირებზე, განსაკუთრებით უცხოეთის პორტებში;ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში გემსადგომიდან გემი გადაყავთ უსაფრთხო
ადგილას;

მიუხედავად იმისა, რომ მცურავი საშუალებების ირგვლივ წყლის დიდიდ რაოდენობაა, გაცილებით რთულია ხანძრის ქრობა ხომალდებზე, ვიდრე ხმელეთზე მყოფ ობიექტებზე.
გემზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მოქმედებები ასეთია:
- გამოვიდეთ კაიუტიდან და გავემართოთ გემბანზე სამაშველო ნავებისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს საბუთებისა და ფულის აღება. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, ოღონდ
პანიკის გარეშე. მოვძებნოთ სამაშველო ჟილეტი ან რგოლი;
- თუ კაიუტიდან გასასვლელი დაბლოკილია ცეცხლის ალით ან ხშირი კვამლით, მჭიდროდ ჩაკეთეთ კარი და ჩაამსხვრიეთ ილუმინატორის მინა. თუ ილუმინატორიდან
გადაძრომაც არ ხერხდება, მაშინ შემოიხვიეთ თავი სველი ნაჭრით ან პირსახოცით და შეეცადეთ გაიაროთ ცეცხლის ზოლში;
- სამაშველო ნავებთან პირველ რიგში მიუშვით ბავშვები, ქალები და დაზარალებულები.

თუ სამაშველო ნავში ვერ მოხვდით, მაშინ მოძებნეთ სამაშველო ჟილეტი ან რგოლი და გადახტით ბორტიდან წყალში. თუ ცურვა იცით გაცურეთ გემის საპირისპიროდ. თუ
ნაპირი შორსაა, ნუ დახარჯავთ ენერგის და დაელოდეთ მაშველებს.
863
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.