ტყის ხანძრების კლასიფიკაცია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ტყის ხანძრების კლასიფიკაცია

ტყის შემადგენლობისა და წვის ხასიათზე დამოკიდებულების მიხედვით ტყის ხანძრებს ყოფენ:
1. დაბლარი (რომელიც ვრცელდება მცენარეების ქვედა იარუსზე). იწვის ტყის საგები და მცირე ნაზარდები, ხოლო ხეები უვნებელი რჩება;
2. მაღლარი (რომელიც ვრცელდება მცენარეების მაღალ იარუსზე). იწვის მთელი ტყე;
3. ნიადაგური ანუ მიწისქვეშა. იწვის ნიადაგი
ინტენსივობის მიხედვით ტყის ხანძრები იყოფა:
1. სუსტი;
2. საშუალო;
3. მძლავრი
წვის ინტენსივობა დამოკიდებულია წვადი მასალების მარაგზე და მდგომარეობაზე, ადგილმდებარეობის ქანობზე, დღეღამის დროის მონაკვეთზე და განსაკუთრებულად ქარის
ძალაზე.
ცეცხლის გავრცელების სიჩქარის მიხედვით დაბლარი და მაღლარი ხანძრები იყოფა:
1. მდგრადი;
2. სწრაფი (გაქცევადი)
სუსტი დაბლარი ხანძრის გავრცელების სიჩქარე არ აღემატება 1 მ/წთ-ს; ძლიერის - 3 მ/წთ- ზე მეტს.
სუსტ მაღლარ ხანძარს გააჩნია სიჩქარე 3 მ/წთ-მდე; საშუალოს - 100 მ/წთ, ხოლო ძლიერს 100 მ/წთ-ზე მეტი.
სუსტი დაბლარი ხანძრის სიმაღლეა 0.5 მ-მდე, საშუალოსი - 1.5 მ-მდე, ძლიერის 1.5 მ-ზე მეტი.
სუსტ ნიადაგური (მიწისქვეშა) ხანძრად ითვლება ის ხანძარი, რომელის ამოწვის სიღრმე არ აღემატება 25 სმ-ს, საშუალოდ - რომელსაც 25-დან 50 სმ-მდე, ძლიერად, რომელის ამოწვის სიღრმე 50 სმ-ს აღემატება.
830
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.