ხანძრის განვითარება და ფაზები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძრის განვითარება და ფაზები


ხანძრის განვითარება - გულისხმობს წვის ზონის გაზრდას ან ხანძარსასშიში ფაქტორების გავლენის ზრდის ალბათობას.
ხანძარსაწინააღმდეგო დანაყოფების ადგილზე მოსვლამდე ხანძრის ქრობისათვის გატარებულმა ღონისძიებებმა რომ არ გამოიწვიოს მოხალისეთა შორის დიდი მსხვერპლი,
აუცილებელია, რომ პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ხანძრის ქრობას, მინიმალურ ცოდნას ფლობდეს ხანძრის განვითარების დინამიკის შესახებ.

საერთო სქემაში ხანძრის განვითარება შეიძლება დაიყოს სამ ფაზად:

- I ფაზა - საწყისი სტადია (10 წუთი). ხდება ცეცხლის გადასვლა ხანძარში (1-3 წუთი) და წვის ზონის გაზრდა (5-6 წუთი). პირველ ფაზაში იწყება ხანძრის ხაზობრივი გავრცელება წვად ნივთიერებებზე და მასალებზე. წვა მიმდინარეობს კვამლის დიდი ოდენობის გამოყოფით, რაც ართულებს ხანძრის კერის ადგილის გამოვლენას. სათავსოში საშუალო მოცულობითი ტემპერატურა იზრდება 2000C-მდე და გავრცელების ხაზობრივი სიჩქარე აღწევს 15მ/წთ.
სათავსოში ჰაერის ნაკადის მოდინება თავიდან იზრდება, შემდეგ იწყებს კლებას. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სათავსოში დამატებითი ჰაერის ნაკადის შემოდინების შეწყვეტა. არ არის რეკომენდირებული ფანჯრების და კარების გაღება. ხშირ შემთხვევაში საკმარისი ჰერმეტიულობის შექმნით ხანძარი იწყებს თვითგანელებას. უნდა გამოვძახოთ
ხანძარსაწინააღმდეგო დანაყოფები, ხოლო მათ მოსვლამდე შეგვიძლია გამოვიყენოთ ქრობის პირველადი საშუალებები (უხეში შალის ნაჭრები, ცეცხლმაქრები, წყლის მარაგი, ქვიშა და ა.შ.);
- II ფაზა - ეს არის ხანძრის მოცულობითი განვითარების სტადია. მეორე სტადიაში მიმდინარეობს აქტიური პროცესები, სათავსოს შიგნით ტემპერატურა აღწევს 3000C-ს. ცეცხლის
ალი ავსებს სათავსოს მთელ მოცულობას და ხანძრის გავრცელება ხდება უკვე არა ზედაპირულად, არამედ დისტანციურად საჰაერო ნაკადების გარღვევით. ხანძრის
წარმოშობიდან 15-20 წუთის შემდეგ იწყება შემინვების რღვევა, რაც იწვევს ჰაერის ნაკადის შემოდინებას და მკვეთრად იზრდება ხანძრის გავრცელების სიჩქარე. სითბოცვლის ტემპი მატულობს 500C/წთ-მდე და სათავსოს ტემპერატურა აღწევს 800-9000C-ს. ასეთ დროს ქრობის პირველადი საშუალებების გამოყენება არა თუ არაეფექტურია, არამედ საშიშიცაა. ამიტომ ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყონებლივ უნდა გამოიძახოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და იზრუნოს ელ. ენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტახე.

- III ფაზა - ეს არის ხანძრის განელებისა და ქრობის სტადია. მესამე ფაზის დროს მიმდინეობს მთლიანად დაწვის და დანახშირების პროსცესი ან მეორენაირად შეიძლება ითქვას
,,ჩუმი წვა“, იმიტომ, რომ აქ წვის ღია ნიშნები (ალი, კვამლი, ტემპერატურა) არ შეიმჩნევა. ამ დროს იწყება დაზვერვითი სამუშაოები დარჩენილი ხანძრის კერების აღმოჩენისათვის და მათი ბოლომდე ლიკვიდაციისათვის. სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებამდე უნდა იქნას მოძიებული სათავსოებში დარჩენილი ადამიანები და ის მატერიალური ფასეულობები, რაც ხანძარს გადაურჩა და შემუშავდეს მათი ევაკუაციის მეთოდები.
დაზვერვითი სამუშაოების დროს ხანძრის ხელახალი წარმოშობის აღსაკვეთად საჭირო ხდება ცალკეული კონსტრუქციის გაშლა და წყლის დიდი რაოდენობით დასხმა, რომლის
დროსაც მოსალოდნელია ჩამონგრევები. ეს ძალიან საპუსიხისმგებლო ეტაპია და უნდა შეასრულონ მხოლოდ პროფესიონალმა მუშაკებმა. ხანძრის განვითარების ფაზებიდან გამომდინარე მიღებულია ხანძრის ჩაქრობისათვის სამუშაების ორი პერიოდი:
1. ლოკალიზაციის პერიოდი, რომლის დროსაც ხდება ხანძრის გავრცელების შეზღუდვა და გარკვეულ საზღვრებში მოქცევა;
2. ლიკვიდაციის პერიოდი, რომლის დროსაც ხდება ხანძრის კერების მთლიანად მოსპობა დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ:
ობიექტების (საგანმანათლებლო დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, საწარმოები და. შ.) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პასუხისმგებელი პირების გარკვეულობა აღნიშნულ საკითხებში, დიდად ეხმარება შესაბამის სამსახურს საგანგებო სიტუაციების (ჩვენს შემთხვევაში ხანძრის) წარმატებით ლიკვიდაციაში, რაც გულისხმობს ნაკლებ დროში საშიშროებების აღკვეთას ( ადამიანების და მატერიალური ფასეულობების
გადარჩენა).
925
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.