სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისათვის


მუხლი 27. ძირითადი წარმოების ობიექტები
1. მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შენობებში საკვების დასამზადებლად (ვაკუუმ-ტუმბოებისა და თბოგენერატორების გამოყენებით, ცეცხლზე შეთბობით) განკუთვნილი, აგრეთვე მიშენებული ან ჩაშენებული უხეში საკვების მარაგის შესანახი სათავსები უნდა გამოეყოს ცხოველებისა და ფრინველებისათვის განკუთვნილი სათავსებისაგან ხანძარსაწინააღმდეგო კედლებით და გადახურვებით. აღნიშნულ სათავსებს გამოსასვლელები უნდა ჰქონდეთ უშუალოდ გარეთ.
2. სარძევე-სასაქონლო ფერმებში (კომპლექსები), სადაც პირუტყვის რაოდენობა აღემატება 50-ს, საჭიროა ჯგუფური დაბმის ხერხის გამოყენება.
3. ამიაკის გვარჯილა უნდა ინახებოდეს დამოუკიდებელ I და II ხარისხის ცეცხლმედეგობის, უსხვენო, უწვ იატაკიან, ერთსართულიან შენობებში ან სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მინერალური სასუქის I და II ხარისხის ცეცხლმედეგობის საერთო საწყობის ცალკეულ სახანძრო ნაკვეთურში. ძლიერმოქმედი დამჟანგველები (მაგნიუმის და კალციუმის ქლორატები, წყალბადის ზეჟანგი) უნდა ინახებოდეს I, II და III ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობების ცალკეულ ნაკვეთურებში.
მუხლი 28. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები მარცვლეულის აღებისა და საკვების დამზადებისას
1. მარცვლეულის აღება უნდა დაიწყოს თავთავიანი კულტურების მინდვრების არაუმეტეს 50 ჰა ფართობის ნაკვეთებად დანაწილებით და მათ შორის არანაკლებ 8 მ სიგანის ლესურების მოწყობით. ლესურებიდან მოთიბული თავთავიანი კულტურები დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღებული. ლესულებს შორის მოწყობილი უნდა იყოს არანაკლებ 4 მ სიგანის ხნული.
2. 25 ჰა-ზე მეტი ფართობის პურის მასივებიდან მოსავლის აღებისას მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს ტრაქტორი და გუთანი ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წვის ზონის შემოხვნისათვის.
3. აგრეგატები და ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება მოსავლის აღების დროს, უნდა აღიჭურვოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით (ყველა ტიპის კომბაინი და ტრაქტორი – ორი ცეცხლმაქრით, ორი ხიშტა ნიჩბით), გამართული ნაპერწკალჩამქრობებით და კვების, ანთების, საზეთი სისტემებით.
4. მარცვლოვანი კულტურების დამწიფებამდე პურის ყანები ტყისა და ტორფის მასივებთან, საველე ზოლებთან, საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან მომიჯნავე ადგილებში უნდა შემოითიბოს და შემოიხნას არანაკლებ 4 მ სიგანის ზოლით.
5. დროებითი საველე ბანაკები უნდა იყოს დაშორებული პურის მასივებიდან, კალოებიდან არანაკლებ 100 მ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილით.
6. დაუშვებელია მინდორში ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენის დაწვა და კოცონების დანთება.
მუხლი 29. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ვიტამინიანი ბალახის ფქვილის დამზადებისა და შენახვისას
1. ბალახის ფქვილის დამამზადებელი აგრეგატები უნდა იყოს განთავსებული ფარდულში ან სათავსებში. ფარდულების და სათავსების წვადი კონსტრუქციები უნდა დამუშავდეს ცეცხლდამცავი შემადგენლობით.
2. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი ბალახის ფქვილის დამამზადებელი პუნქტიდან შენობა-ნაგებობებსა და საწვავ-საპოხი მასალების ცისტერნებამდე უნდა იყოს არანაკლებ 50 მ, ხოლო უხეში საკვების ღია საწყობებიდან – არანაკლებ 150 მ.
3. დამზადებული და ტომრებში ჩაყრილი ბალახის ფქვილი უნდა დაყოვნდეს ფარდულში არანაკლებ 48 სთ-ის განმავლობაში პროდუქციის ტემპერატურის შესამცირებლად.
4. ბალახის ფქვილის შენახვა საჭიროა სხვა ნივთიერებებისა და მასალებისგან განცალკევებით, ცალკე მდგომ საწყობში ან ხანძარსაწინააღმდეგო კედლებით და გადახურვებით გამოყოფილ გამართული ვენტილაციის მქონე ნაკვეთურებში. საწყობში ფქვილის შენახვა ყრილად და ნოტიო მდგომარეობაში დაუშვებელია.
5. საწყობში პერიოდულად უნდა შემოწმდეს ფქვილის ტემპერატურა თვითანთების თავიდან აცილების მიზნით.
959
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.