სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებისათვის


მუხლი 39. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები მეტროპოლიტენის ობიექტებისათვის
1. მეტროპოლიტენის თითოეული სადგურისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინსტრუქციის, მგზავრთა ევაკუაციის გეგმის, მეტროპოლიტენის მუშაკთა მოქმედების წესის და დაკვამლიანების ან ხანძრის შემთხვევაში გვირაბის სავენტილაციო შახტების მუშაობის დროს ინსტრუქციის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს სადგურის მორიგის სათავსში, ხოლო სადგურში ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული გეგმის მეორე ეგზემპლარი – სალაროში უფროს მოლარესთან, რომელიც გაიცემა ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე.
2. მეტროპოლიტენის ობიექტების ადგილობრივი ვენტილაციის, მათ შორის, ჰაერთბური ფარდის სისტემების გაწმენდა უნდა მიმდინარეობდეს ხანძარუსაფრთხო ხერხით.
3. საევაკუაციო გზების კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად, აგრეთვე მიწისქვეშა სათავსებსა და სადგურების ვესტიბიულებში რეკლამის მოწყობისას გამოყენებული მასალების სახანძრო საშიშროების მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
4. სადგურის მიწისქვეშა ნაგებობების სათავსებში აკრძალულია წვადი აირის ავზების შენახვა.
5. გვირაბებში საწვავ-საპოხი მასალების გადასაზიდი ტრანსპორტი უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების იმ ოდენობით, რომელიც ესაჭიროება გადასატანი საწვავ-საპოხი მასალების ჩაქრობას.
6. სადგურების სათავსებსა და საკაბელო კოლექტორებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შესვლის საჭიროებისათვის, სადგურების მორიგეების კაბინებში უნდა ინახებოდეს გასაღებები, შესაბამისი სათავსების ნომრების აღნიშვნით.
7. მეტროპოლიტენის მოქმედ გვირაბებში აკრძალულია:
ა) სამუშაოების ჩატარება აირგენერატორებით;
ბ) შპალების, ქვესადებების, სოლების გაჟღენთა კრეოზოტით;
გ) ბიტუმის შეთბობა;
დ) წვადი მასალების შენახვა.
8. გვირაბებში საკაბელო ხაზების სამღებრო, ანტიკოროზიული სამუშაოები და ცეცხლდამცავი დამუშავება ორგანული ხსნარების საფუძველზე დამზადებული საღებავებით უნდა განხორციელდეს სამსახურების ხელმძღვანელების ნებართვით. ამასთან, აუცილებელია გვირაბებში ორთქლ-ჰაერის ნარევების ფეთქებადსაშიში კონცენტრაციების წარმოქმნის გამომრიცხავი ღონისძიებების შემუშავება.
9. ელექტრომატარებლების ვაგონებში მოწყობილი „მგზავრი-მემანქანე“ კავშირის, ხანძრის ჩაქრობის პირველადი და ავტომატური საშუალებები უნდა იყოს გამართულ და მუშა მდგომარეობაში.
10. სავაჭრო ჯიხურების დადგმა (მოწყობა) დასაშვებია მხოლოდ სადგურების მიწისზედა ვესტიბიულებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში. ჯიხურები უნდა იყოს შესრულებული უწვი მასალისაგან და განთავსდეს ისე, რომ გამოირიცხოს საევაკუაციო გზების და გასასვლელების ჩახერგვა.
11. სავაჭრო ჯიხურებში გათბობის მიზნით დასაშვებია ქარხნული წესით დამზადებული ზეთის ელექტრორადიატორების ან ელექტრო პანელების გამოყენება.
12. ვესტიბიულებში დადგმულ სავაჭრო ჯიხურებში აკრძალულია ადვილაალებადი და წვადი სითხეებით, წვადი აირებით, აეროზოლური შეფუთვის მქონე საქონლით, პიროტექნიკური ნაწარმით ვაჭრობა.
13. ჯიხურები უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სხვა სისტემებით.
14. მეტროპოლიტენის ობიექტებში აკრძალულია:
ა) წვადი მასალების, ადვილაალებადი და წვადი სითხეების საწყობის მოწყობა (საკუჭნაო) სადგურების მიწისქვეშა ნაგებობების სათავსებში, რომლებშიც გადის სატრანზიტო ელექტროკაბელები და ჰაერსატარები;
ბ) ადვილაალებადი და წვადი სითხეებით, წვადი აირებით, აეროზოლური შეფუთვის მქონე საქონლით, პიროტექნიკური ნაწარმით ვაჭრობა ან/და მათი გამოყენება.
მუხლი 40. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებისათვის
1. ვაგზლის შენობებსა და ტერიტორიაზე მგზავრების მომსახურების ჯიხურების განთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
2. ხელბარგის შესანახ საკნებსა და საბარგო განყოფილებებში სტელაჟები უნდა იყოს უწვი მასალების. დაუშვებელია ანტრესოლების მოწყობა.
3. სადგურების პარკებსა და სავაგონო ბაზაზე, სადაც 3-ზე მეტი სალიანდაგო ხაზია, ყოველ 150 მ-ში რელსების ქვეშ, შპალებს შორის უნდა მოეწყოს ღარი სახანძრო სახელოების გასაყვანად.
4. სადგურებზე, სადაც ხდება საშიში ტვირთების მიღება და დახარისხება, უნდა იქნეს შემუშავებული ხანძრის (ავარიული სიტუაციის) დროს სადგურის მუშაკების მოქმედებების და ხანძრის (ავარიული სიტუაციის) ლიკვიდაციისათვის დამატებითი ძალებისა და საშუალებების გამოძახების მარეგლამენტირებელი ინსტრუქციები.
5. დიზელის საწვავის გადასატუმბ სადგურებში, საპოხ-სარიგებელ სათავსებში უნდა იყოს გამოკრული მილსადენების ტექნოლოგიური განშტოებების, ტუმბოების ვენტილების, ფილტრების განთავსების სქემები და მათი დანიშნულება.
6. სატუმბო სადგურები, რომლებშიც განთავსებულია სახანძრო ტუმბოები, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ტუმბოების დისტანციური ჩართვის საშუალებებით, აგრეთვე ელექტროკვების სათადარიგო ავტონომიური წყაროებით.
7. სავაგონო დეპოების შენობა-ნაგებობები (მთელ სიგრძეზე) უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახანძრო ავტომობილის თავისუფალი მისასვლელი გზებით, ხოლო ვაგონების პარკების და სადგომი ბაზების ტერიტორია – წრიული შემოვლითი გზებით და გრძივი გასასვლელებით სახანძრო ავტომობილების მოსაბრუნებელი მოედნებით.
8. რკინიგზის ლიანდაგები ჩასხმა-ჩამოსხმის ესტაკადებთან, ესტაკადები, მილსადენები, ცისტერნები, რეზერვუარები, შლანგები და ჩასხმა-ჩამოსხმის ესტაკადების თავაკები უნდა იყოს დამიწებული.
9. ზეთებთან, ლაქებთან, საღებავებსა და სხვა ადვილაალებად და წვად სითხეებთან მომუშავე პირების სპეცტანსაცმელი უნდა ინახებოდეს ამ მიზნებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსებულ ლითონის კარადებში.
10. სარეცხ-საორთქლებელი სადგურების (პუნქტები) ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) ლიანდაგების და შენობა-ნაგებობების გადაკვეთა საჰაერო ელექტროხაზებით;
ბ) ცისტერნების შიგნით სამუშაოების განხორციელებისას ფოლადის ფირფიტებიანი ან ლურსმნებიანი ფეხსაცმლით სარგებლობა;
გ) ადვილაალებადი და წვადი სითხეების ნარჩენების გადაღვრა წყალსა და კონდენსატთან ერთად საერთო საკანალიზაციო ქსელში, ღია თხრილებში, კიუვეტებში, ფერდობებზე;
დ) ცისტერნაში ჩასასვლელად გადასატანი ფოლადის კიბეების, აგრეთვე შავი ლითონით გადაკრული ხის კიბეების გამოყენება;
ე) საწმენდი მასალების დატოვება ცისტერნების შიგნით და მის ზედაპირზე;
ვ) ლოკომოტივების შესვლა საწმენდ დეპოებში და ესტაკადების ქვეშ.
11. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობების ექსპლუატაციისას განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესებით.
მუხლი 41. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურები) ობიექტებისათვის
1. საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურები) ობიექტებზე უნდა იყოს მოწყობილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებთან მისასვლელი გზები.
2. საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურები) თითოეული ობიექტისათვის უნდა იქნეს დადგენილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი.
3. რადიოტექნიკური მოწყობილობის და კავშირის შენობა-ნაგებობებს შემოღობვის პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანკლებ 3 მ სიგანის მინერალიზებული დამცავი ზოლი, რომელიც გამორიცხავს ცეცხლის გავრცელებას შენობა-ნაგებობებზე.
4. შენობების და აპარატურის კორპუსის ლითონის სახურავი, სადენების ლითონის გარსი, მილები, ელექტროფარების, ტრანსფორმატორების და ელექტროღუმელების კორპუსები, გამტარი იზოლატორების დამაგრების ჭანჭიკები და სხვა ლითონის საგნები უნდა იყოს საიმედოდ დამიწებული.
5. საჰაერო და საზღვაო პორტების ყველა ობიექტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით.
6. საჰაერო და საზღვაო პორტებსა და მგზავრებისთვის განკუთვნილ შენობებში აკრძალულია ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების შენახვა და გამოყენება.
7. საჰაერო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება სპეციალური ტექნიკური რეგლამენტებით.
მუხლი 42. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საავტომობილო ტრანსპორტის ობიექტებისათვის
1. 25 ერთეულზე მეტი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებების სადგომი სათავსებისთვის უნდა იყოს შემუშავებული სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების გეგმა, ხანძრის შემთხვევაში მათი ევაკუაციის რიგითობის და წესის აღწერით.
2. სატრანსპორტო საშუალებათა (ინდივიალურის გარდა) სადგომი სათავსები და ღია მოედნები უნდა იყოს აღჭურვილი საბუქსირო გვარლებით და შტანგებით, 10 ერთეულზე ერთი გვარლის (შტანგის) გაანგარიშებით.
3. ტრანსპორტის სადგომ სათავსებში, ფარდულებსა და ღია მოედნებზე აკრძალულია:
ა) სატრანსპორტო საშუალებების ნორმაზე მეტი რაოდენობით დაყენება, მათი განლაგების გეგმის დარღვევა, ავტომობილებს შორის მანძილის შემცირება;
ბ) გამოსასვლელი ჭიშკრებისა და გასასვლელების ჩახერგვა;
გ) სატრანსპორტო საშუალებების დგომა საწვავის ავზების ღია ყელით, აგრეთვე საწვავისა და ზეთის ჟონვის შემთხვევაში;
დ) სატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვა და მისი ჩამოსხმა;
ე) საწვავის ტარის, საწვავისა და ზეთის შენახვა (გარდა ინდივიდუალური გარაჟებისა);
ვ) აკუმულატორების დამუხტვა უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ზ) ძრავების შეთბობა ღია ცეცხლით (კოცონი, ჩირაღდანი, სარჩილი ლამპა), გასანათებლად ღია ცეცხლის გამოყენება;
თ) საერთო სადგომებზე ადვილაალებადი და წვადი სითხეების, აგრეთვე წვადი აირების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების დაყენება.
1046
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.