სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარებისას » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარებისას

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარებისას


მუხლი 47. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას
1. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების ადგილები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით (ცეცხლმაქრი, ყუთი ქვიშითა და ნიჩბით, ვედრო წყლით).
2. ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელზეც გათვალისწინებულია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება, უნდა იყოს მოყვანილი ფეთქებადხანძარუსაფრთხო მდგომარეობაში.
3. სათავსები, სადაც შესაძლებელია ადვილაალებადი და წვადი სითხეების, აგრეთვე წვადი აირების ორთქლის დაგროვება, უნდა იყოს განიავებული ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებამდე.
4. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებამდე და ჩატარების დროს ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და სახიფათო ზონაში უნდა ხორციელდებოდეს ორთქლაირის გარემოს მდგომარეობის კონტროლი. წვადი ნივთიერებების შემცველობის მომატების შემთხვევაში ან ფლეგმატიზატორის კონცენტრაციის დაწევისას ორთქლის (აირი) ზღვრულად დასაშვებ ფეთქებადსაშიში კონცენტრაციების მნიშვნელობამდე ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
5. აკრძალულია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება შენობის ელემენტებზე, რომლებიც შესრულებულია წვადი მათბუნებლებიანი მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებისაგან.
მუხლი 48. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები აირსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას
1. გადასატანი აცეტილენის გენერატორები უნდა განთავსდეს ღია მოედნებზე, სადაც უნდა იყოს გამოკრული პლაკატები „ცეცხლსაშიშია“, „თამბაქოს მოწევა აკრძალულია“, „ნუ გაივლით ცეცხლით“. აცეტილენის გენერატორები უნდა შემოიღობოს და განლაგდეს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების, აგრეთვე კომპრესორებით და ვენტილატორებით ჰაერმიმღები ადგილებიდან არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე.
2. სამუშაოს დამთავრებისას გადასატან გენერატორში კალციუმის კარბიდი უნდა იყოს გახარჯული. გენერატორიდან მოსაცილებელი კირქვის ლამი უნდა გადმოიტვირთოს ამ მიზნებისთვის განკუთვნილ ტარაში და ჩაისხას ლამის ორმოში ან სპეციალურ ბუნკერში. ლამის ღია ორმოები უნდა იყოს შემოღობილი მოაჯირებით, ხოლო დახურულ ორმოებს ჰქონდეს უწვი გადახურვები, გამწოვი ვენტილაცია და ლამის მოსაცილებელი ლიუკები. აკრძალულია თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება ლამის შენახვის ადგილებიდან 10 მ-ის რადიუსში, რის თაობაზეც უნდა იყოს გამოკრული შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები.
3. აირსადენი შლანგები უნდა იყოს დამაგრებული აპარატურის, სანთურების, საჭრელების და რედუქტორების შემაერთებელ ნიპელზე საიმედოდ, ცალუღების გამოყენებით. წყლის ჩამკეტების ნიპელზე შლანგები მჭიდროდ უნდა ჩამოეცვას, მაგრამ არ უნდა დამაგრდეს.
4. კალციუმის კარბიდი უნდა ინახებოდეს ბუნებრივი ვენტილაციის მქონე სათავსებში. დაუშვებელია კალციუმის კარბიდის შესანახი საწყობების განლაგება სარდაფებსა და დაბალ (შესაძლო დატბორვის) ადგილებში.
5. აცეტილენის დანადგარების სათავსებში, სადაც არ არის გათვალისწინებული კალციუმის კარბიდის შუალედური საწყობების მოწყობა, დასაშვებია არ აუმეტეს 200 კგ კალციუმის კარბიდის ერთდროული შენახვა, ამასთან, ამ რაოდენობიდან ღია მდგომარეობაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი დოლი.
6. კალციუმისკარბიდიანი გახსნილი დოლები უნდა იყოს დაცული წყალგაუმტარი სახურავებით.
7. ადგილებში, სადაც ინახება და იხსნება კალციუმისკარბიდიანი დოლები, აკრძალულია თამბაქოს მოწევა, ღია ცეცხლის გამოყენება და ნაპერწკალწარმომქმნელი იარაღის გამოყენება.
მუხლი 49. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას
1. სათავსების იატაკი, სადაც მოწყობილია მუდმივი ადგილები საშემდუღებლო სამუშაოების ჩასატარებლად, უნდა იყოს უწვი მასალის. სათავსებში, სადაც წარმოებს დეტალების შედუღება წინასწარი გახურების გარეშე, დასაშვებია ხის ტორსფენილი იატაკების მოწყობა უწვ საძირკველზე.
2. ელექტროსაშემდუღებლო დანადგარი მუშაობის დროს უნდა იყოს დამიწებული. ძირითადი საშემდუღებლო მოწყობილობების გარდა დამიწებული უნდა იყოს უშუალოდ ტრანსფორმატორის ის საშემდუღებლო მეორადი გრაგნილის მომჭერი, რომელზეც შეერთებულია უკუგამტარი.
3. ატომურ-წყალბადური შედუღების დანადგარებში რკალის კვება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცალკე ტრანსფორმატორიდან. დაუშვებელია რკალის უშუალო კვება გამანაწილებელი ქსელიდან დენის ნებისმიერი ტიპის რეგულატორის საშუალებით.
4. ატომურ-წყალბადური შედუღებისას სანთურაში უნდა იყოს გათვალისწინებული ძაბვის ავტომატური გამორთვა და წყალბადის მიწოდების შეწყვეტა წრედის გაწყვეტის შემთხვევაში. დაუშვებელია ჩართული სანთურების დატოვება უმეთვალყურეოდ.
1167
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.