კონკრეტულ საგანგებო სიტუაციებში პირველი დახმარების აღმოჩენის საფუძვლები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » კონკრეტულ საგანგებო სიტუაციებში პირველი დახმარების აღმოჩენის საფუძვლები

კონკრეტულ საგანგებო სიტუაციებში პირველი დახმარების აღმოჩენის საფუძვლები

დღეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ყველა მოქალაქე ვალდებულია იცოდეს პირველი სამედიცინო დახმარების ასპექტები. საქართველო არის რისკის ჯგუფის ქვეყნების სიაში, რაც თვალნათლივ დაგვანახა ბოლო დროს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა.
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ტექნიკური პროგრესი მიმდინარეობს ორი მიმართულებით:
1. კაცობრიობის არსებობის შენარჩუნება და მისი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება-სრულყოფა;
2. კაცობრიობის არსებობის მოსპობა (მასობრივი გამანსდგურებელი იარღების შექმნა);
ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია ადამიანის სიციცხლე, მისი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება.

საგანგებო სიტუაცია წარმოიშობა მთელი რიგი ბუნებრივი, ტექნოგენური და ხელოვნური კატასტროფების დროს და იქმნება ექსტრემალური სიტუაცია - ეს არის
რთული, სახიფათო ვითარება, შექმნილი, როგორც წესი, მოულოდნელად და ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს მატერიალურ ფასეულობებს განადგურებით.

საგანგებო სიტუაცია შეიძლება გამოწვეული იყოს:
-სტიქიური უბედურებებით (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, თოვლის ზვაზი, ძლიერი ქარები, ცუნამი და სხვა);
-მსხვილი საწარმოო ავარიით,რომელსაც თან ახლავს შენობების ნგრევა,აფეთქება და ხანძარი;ადგილმდებარეობის დასნებოვნებით:
-რადიაქტიური, ბაქტერიოლოგიური დაძლიერ მომქმედი შხამიანი ნივთიერებებით;
-სატრანსპორტო დიდი ავარიებით;
-ტერაქტების შედეგად გამოწვეული მდგომარეობებით.

საგანგებო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მთელი რიგი ბუნებრივი ტექნოგენური და ხელოვნური კატასტროფების შედეგად. ასეთ შემთხვევაში წარმოიშვება ადამიანთა მასობრივი და მათი სხეულის მრავლობითი დაზიანებები.
კატასტროფებისა და უბედური შემთხვევბის დროს ძალიან დდიდი როლი ენიჭება სამედიცინო დახმარების ორგანიზებას.
საგანგებო სიყუაციების სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზებისათვის აუცილებელია:
-ინფორმაცია კატასტროფის შესახებ
-შემთხევის ადგილის დათვალიერება
-სიტუაციის შეფასება
დაზარალებულთა შემდგომი ბედი დამოკიდებულია დროულად და სწორად ჩატარებულ პირველად სამედიცინო დახმარებაზე.

სახიფათო შემთხვევის დროს, დაშავებულისათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, თუ იქვე-დაშავების ადგილზე, ექიმთან მისვლამდე როგორი პირველი დახმარება გაუწია დაშავებულმ თავის თავს, ან როგორი დახმარება გაუწიეს მას ამხანაგებმა და გარშემო მყოფებმა, ექიმის მოსვლამდე ან ექიმთან მიყვანამდე.
პირველი საექიმო დახმარების ცოდნა, დროზე და ხარისხიანად აღმოჩენილი დახმარება დაშავებულს უმსუბუქებს ტკივილს, აჩქარებს მის გამოჯამრთელობას, აარიდებს ინვალიდობას, ზოგჯერაც კი ხიფათისაგან იხსნას მისი სიცოცხლე.
პირველი საექიმო დახმარების უცოდინარობამ კი დაშავებული შეიძლება ინვალიდად აქციოს ან იმსხვერპლოს კიდეც. ანგდ. კის.
პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს არ შეიძლება ძველი, ექიმბაშური მეთოდების გამოყენება. მაგ.: ჭრილობაზე აბლაბუდის დადება ან ფოთლის დაფენა, ელექტრული დენით დაზიანებულის მიწაში ჩაფლა, ამა თუ იმ დაავადების დროს დროს მკურნალობის მიზნით შინაური ბალახების ხმარება და სხვა, რომელიც დაშავებულის მდგომარეობას დიდ უმრავლეს შემთხვევაში ართულებს და აუარესებს, ზოგჯერ კი შეიძლება გამიწვიოს დაზარალებულის სიკვდილი. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მეცნიერულად დამუშავებული და დასაბუთებული ხერხები, რომელიც დაშავებულის მდგომარეობას ყოველთვის ამსუბუქებს და აუმჯობესებს.
იმისათვის, რომ პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს „ ბრმად“ არ ვიმოქმედოთ, საჭიროა ვიცოდეთ, არა მარტო რა და როგორ ვაკეთოთ, არამედ ისიც თუ რის წინააღმდეგ ვაკეთებთ და რა დანიშნულება აქვს ჩვეს მოქმედებას. ჩვენს მოქმედებას რომ ასეთი საფძველი დაედოს, საჭიროა მოკლედ მაინც გავეცნოთ ადამიანის ორგანიზმის ანატომიასა და ფიზიოლოგიას.
ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს მეტად რთულ ბიოლოგიურ სისტემას, რომელიც დღესაც შესწავლის საგანს წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმში ისეთი ფიზიკო-ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს და ზოგიერთი ისეთი ნივთირებები წარმოიშვება, რომელსაც ვერცერთ ლაბორატორიაში ვერ ღებულობენ ხელოვნურად.
ამ რთული ბიოლოგიური სისტემის საწყისი აგურია თვალით უხილავი და მეტად მცირე ზომის წარმონაქმნი, რომელსაც უჯრედი ეწოდება.
ადამიანის ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები, იმისდა მიხედვით თუ როგორ მუშაობას ასრულებენ, სხვადასხვა ფორმისა და აგებულებისანი არიან. ერთი
წყება ძალიან მაგარია-მათ ძვლის უჯრედები ეწოდებათ და ძვლოვან ქსოვილს ქმნიან. მეორე წყება უჯრედებისა რბილია, მოგრძო და თითისტარა ფორმა აქვს, მათგან შემდგარი ქსოვილი-კუნთები,რომელიც ძვლებზეა მიმაგრებული და შეუძლია სიგრძის მიმართულებით შეკუმშვა და დაგრძელება, თავისი ასეთი ქმედებით შეუძლია მთლიანად ორგანიზმი მოძრაობაში მოიყვანოს. მესამე წყებას ვარსკვლავის ფორმა აქვს, რომლისგანაც გამოსული მორჩები ანუ ტოტები სხვადასხვა ზომისაა. ეს უჯრედები უმთავრესად თავის ქალასა და ხერხემლის არხში არიან მოთავსებული, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინს შეადგენენ, ამიტომ მათ ტვინის ანუ ნერვული უჯრედები ეწოდებათ. თავის ტვინი-მოგრძო და ზურგის ტვინთან ერთად ცეტრალურ ნერვულ სისტემას ქმნიან. ცენტრალური ნერვული სისტემიდან ორგანიზმის ყველა ქსოვილთან და ორგანოსთან ნერვული ძაფი ანუ ნერვი მიდს, რომელიც ორგანიზმის ნაწილს ერთმანთს უკავშირებს და იქმნება ერთი მთლიანი შეთანხმებული ორგანიზმი.
ადამიანის სხეულში ერთი რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის დაზიანება გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე და მის ნორმალურ მუშაობას აფერხებს-ადამიანი ხდება ავად.
სახიფათო შემთხვევის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება კანი, კუნთები და სისხლძარღვები, ხოლო შემდეგ ძვლები და დანარჩენი ორგანოები. არის მთელი რიგი დაავადებებისა რომელთაც ახასიათებთ თვითგანკურნება, მაგ: ცხვირიდან სისხლდენა რომელიც გამოწვეულია არტერიული წნევის მომატებით, წნევის მოწესრიგების შემთხვევაში სისხლდენა შეწყდება. გონების დაკარგვა რომელიც გამოწვეულია წნევის დქვეითებით, ჰორიზონტარულ მდებარეობაში გადასვლისას
უბრუნდება გონება,ეპილფსიური გულყრები და სხვ.
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, და ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.
პირველი დახმარების მიზანი:
-დაზარალებულის (ადამიანი, რომელიც ცუდად არის და ესაჭიროება დახმარება) სიცოცხლის გადარჩენა;
-დაზარალებულის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;
-გამოჯანმრთელების ხელშეწყობა.
მოქმედების გეგმა უბედური შემთხვევის დროს
თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი.
გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი
საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:
-შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
-უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
-პირველი დახმარების გაწევა;
-დახმარების დროული მოხმობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.
თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია.
პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად.
აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეგიძლიათ სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება და თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით სასწრაფო სამსახურის დისპეტჩერს ზუსტი ინფორმაცია:
-თქვენი ტელეფონის ნომერი;
-თქვენი მისამართი (უბედური შემთხვევის ადგილმდებარეობა);
-რა უბედური შემთხვევა მოხდა და რამდენად სერიოზულია ის (მაგალითად, ავტოავარია, ორი მანქანა დაზიანდა, სამი ადამიანი დაზარალდა);
-დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა (მაგალითად, ბავშვი, სამი წლის, აქვს სისხლდენა ხელიდან);
-ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცია.

ადამიანის ორგანიზმი შედგება შემდეგი ორგანოთა სიტემებისა და ორგანოებისაგან:
1. მოძრაობის ორგანოები, ანუ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი;
2. სუნთქვის სისტემა;
3. სისხლის მიმოქცევის სისტემა;
4. საჭმლის მომნელებელი ორგანოები;
5. გამოყოფის ორგანოები;
6. ნერვული სისტემა;
7. გრძნობათა ორგანოები;
სამედიცინო დახმარების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი ეტაპებია:
1. იმფორმაცია კატასტროფის შესახებ;
2. შეთხვევის ადგილის დათვალიერება;
3. სიტუაციის შეფასება;
4. უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი თავისა და დაზარალებულისათვის;
5. დაზარალებუთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და დახარისხება;
6. დახმარების დროული მოხმობა.
7. დაზარალებულთა ევაკუაცია;

პირველადი საედიცინო დახმარება მოიცავს შემდგომ ეტაპებს:
-თვით დახმარება
-ურთიერთ დახმარება
-ექიმამდელი პირველადი სამედიცინო დახმარება
-საექიმო სამედიცინო დახმარება
-სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარება მასობრივი დაზიანების კერაში მოყოლილი დაშავებულები შეიძლება დაიყოს ოთხ
ჯგუფად:
პირველი - მძიმე დაზიანებეი
მეორე - ნაკლებად მძიმე დაზიანებები
მესამე - მსუბუქი დაზიანებები
მეოთხე - უმნიშვნელო დაზიანებები

არის მთელი რიგი დაავადებებისა რომელთაც ახასიათებთ თვითგანკურნება, მაგ: ცხვირიდან სისხლდენა რომელიც გამოწვეულია არტერიული წნევის მომატებით, წნევის მოწესრიგების შემთხვევაში სისხლდენა შეწყდება. გონების დაკარგვა რომელიც გამოწვეულია წნევის დაქვეითებით, ჰორიზონტარულ მდებარეობაში გადასვლისას უბრუნდება გონება,ეპილფსიური გულყრები და სხვ.
1135
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.