ქიმიურად საშიში ნივთიერებებით ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დაზიანებათა შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ქიმიურად საშიში ნივთიერებებით ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დაზიანებათა შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

ქიმიურად საშიში ნივთიერებებით ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დაზიანებათა შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ქიმიური ნივთიერებეით მოწამვლა


აცეტონით მოწამვლა
აცეტონი გამოიყენება მრეწველობაში, როგორც მთელი რიგი ორგანული და სინთეზური ნივთიერების (ფისი, წებო) გამხსნელი. იგი გამოიყენება უკვამლო დენთის, ხელოვნური აბრეშუმისა და კაუჩუკის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესში. ადამიანის ორგანიზმზე აცეტონი მოქმედებს, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება, გამღიზიენებელი მოქმედებით. იგი ძირითადად აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ც.ნ.ს.), თირკმლებს, სასუნთქ გზებს და ლორწოვან გარსებს.
კლინიკა: თავბრუსხვევა, თავისტკივილი, საერთო სისუსტე, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ყურებში შუილი და სხვა. შარდის მხრივ სისხლდენა.
დახმარება: მოწამლულს უნდა შეექმნას სუფთა ჰაერით სუნთქვის პირობები. ენერგიულად ჩაუტარდეს ჟანგბადით ინგოლაციები. ავადმყოფს ეძლევა მაგარი ჩაი, ყავა, კვერცხის ცილა, ბრინჯის ნახარში. თუ აცეტონი მოხვდა ორალური გზით (პირით), კუჭი უნდა ამოირეცხოს ნიშადურის სუსტი ხსნარით.

ბენზინით მწვავე მოწამვლა
ბენზინით მოწამვლა ძირითადად ხდება მისი შესუნთქვით ან ორგანიზმში მოხვედრა პირის გზით მოხვედრის შემდეგ, მძიმე კლინიკური მიმდინარეობით
მიმდინარეობს.
კლინიკა: სიმთვრალის მსგავსი თავბრუხვევა, გულის რევა, ღებინება, კანის გაწითლება სისხლის მიწოლის შეგრძნება თავში და სახეზე. ბენზინის კუჭში მოხვედრის შემდეგ დაზარალებულს ეწყება განუწყვეტილი ღებინება.
დახმარება: სუფთა ჰაერი, ნიშადურის სპირტის შესუნთქვა. სუნთქვის მასტიმულირებელი საშუალებები. ბენზინის ორალური მიღების შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს ზონდით კუჭის ამორეცხვა, თბილი წყლით რომელშიც გახსნილი უნდა აქტივირებული ნახშირი.

ანტიფრიზით (ეთილენგლიკოლი) მოწამვლა
ანტიფრიზი ფართოდ იხმარება ფარმაცევტულ, კოსმეტიკურ და თამბაქოს მრეწველობაში. საფეიქრო, ლაქის, ტყავის და ბამბის წარმოებაში. მისი თვისებაა წყლის გაყინვის წერტილი დასწიოს დაბლა. გამოიყენაბა აგრეთვე ავიაციაში, როგორც სამუხრუჭე სითხე.
ანტიფრიზით მწვავე მოწამვლა ხდება შეცდომით 30-50 მლ. რაოდენობით პერორალურად მიღების შემთხვევაში. სწრაფად იწოვება ნაწლავებიდან, გადადის სისხლში და რამოდენიმე საათის შემდეგ იწყებს ტოქსიურ მოქმედებას. ის ტოქსიური დოზები ძირითადში აზიანებს ც.ნ.ს და თირკმელებს, იწვევს აგრეთვე ორგანიზმში ცვლათა პროცესების დარღვევას. სასიკვდილო დოზაა დაახლოებით 100-150 მლ.
კლინიკა: ზომიერად გამოხატული სიმთვრალე, რომელიც ვითარდება ნივთიერების მიღებისთანავე. აგზნებინების მოვლენები იცვლება კომით.
დახმარება: ზონდის მეშვეობით კუჭის ამორეცხვა თბილი 2% სოდიანი წყლით რამოდენიმეჯერ. შემდეგ იმავე ზონდით საჭიროა წყალში გახსნილი 30,0 საფაღარათო მარილის შეყვანა და 2%-იანი სოდიანი ხსნარით გამრეცხი ოყნის გაკეტება. დასალევად უნდა მიეცეს ჩაი, 2%-იანი სოდიანი წყალი ან ბორჯომი.

კონცენტრირებული მჟავით მოწამვლა
კონცენტრირებული მჟავით ადამიანის მწვავე მოწამვლა ხდება შემთხვევით ორალური მიღების, ორთქლის ან კვამლის შესუნთქვით. მოქმედებენ რა კანზე და ლორწოვან გარსებზე იწვევენ მათ ძლიერ დაზიანებას სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებს. აზიანებენ სასუნთქ გზებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნაწილობრივ ღვიძლისა და თირკმელებს. პირის გზით მიღებული გოგირდმჟავას სასიკვდილო დოზაა 5,0; აზოტის მჟავის – 8,0; მარილმჟავისა –15,0 მდე.
კლინიკა: აღნიშნული მჟავეებისკვამლისა და ორთქლის შესუნთქვის შემთხვევაში ზემო სასუნთქი გზების მხვრივ ვითარდება ტკივილი ყელში, ცხვირის ცემინება, ცხვირიდან სისხლდენა. მშრალი ხველა მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, ლარინგო სპაზმისა და ბრონქოსპაზმის მოვლენები. ტკივილები და მოჭერის შეგრძნება მკერდში; სისხლიანი ხველა და ღებინება. დალევის შემთხვევაში აღენიშნება ტუჩების, ენის, სახის კანისა და მთლიანად მთელი კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის დამწვრობა. განსაკუთრებით მძიმე დამჭვრობა ვითარდება სახის, საყლაპავი მილის და კუჭის ლორწოვანი გარსების მხვრივ.
დახმარება: მოწამლულს უტარდება თბილი წყლით პირის ღრუს და ყელის მრავალჯერადი გამოვლება და ინჰალაციები სოდის 2%-იანი ხსნარით. შემდეგ მოწამლულს ძალზე ფრთხილად შესასუნთქდ ეძლევა ეთილის სპირტის, ეთერის ან 10%-იანი მენთოლიანი ქლოროფარმის ორთქლი, რეკომინდირებულია დაზარალებულის დასალევად მიეცეს თბილი რძე სოდით ანდა ბორჯომის წყლით. ხველების შემთხვევაში მდოგვის საფენები ხორბლის მიდამოში. პირის ღრუსა და სახის დაზიანების შემთხვევაში რეკომენდირებულია 0,5%-იანი ნოვოკაინის ზეთიანი ხსნარის გამოვლება. დაზარალებულს ეძლევა ცელოვანი ნახშირი, რძე, კვერცხის ცილა, სახამებელი და საჭმელი ზეთი.
კონცენტრილებული ტუტეებით მოწამვლის დროს დახმარება იგივეა, ოღონდ სოდის გამოკლებით.

ნახშირჟანგით (CO) მწვავე მოწამვლა
ნახშიროჟანგი ჰაერზე მსუბუქი, უსუნო და უფერო გაზია. წარმოადგენს არასრული წვის შედეგად წარმოშობილ გაზის ძირითადად შემადგენელ ნაწილს.შედის მანათობელი, ფეთქებადი და მამოძრავებელი მოტორების მუშაობით წარმოშობილი გაზების შემადგენლობაში.
ნახშიროჟანგი თავისი მოქმედებით მიეკუთვნება სისხლზე მომქმედი შხამების ჯგუფს. ძალზე ტოქსიურია და მისი 0,08%-ით შემცვლელობა ჰაერში იწვევს
ადამიანის სიკვდილს.
ადამიანის ორგანიზმში იგი ძირითადად ხვდება სასუნთქვი გზების საშუალებით, შეიწოვება თუ არა სისხლში, გამოდევნის ჟანგბადს ოქსიპემოგლობინიდან
და ჰემოგლობინთან შეერთების შემდეგ წარმოშობს ე.წ. კარბოქსიჰემოგლობინს, რომელიც აბსოლუტურად არ მონაწილეობს სისხლის მრივ სუნთქვით ფუნქციაში.
კარბოსიჰემოგლობინის წარმოშობით ძალზე მცირდება ჟანგბადის გადატანა, რასაც მოყვება ქსოვილთა და სასიცოცხლო ორგანოთა მძიმე ჰიპოქსია. თავის ტვინში ვითარდება სისხლძარღვთა გასწვრივ სისხლჩაქცევები და დარბილებები. ხოლო გულის კუნთში კეროვანი ნეკროზები (ე.წ. `ჩO მიოკარდიტი~).
კლინიკა: არჩევენ მოწამვლის 3 ხარისხს: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. აგრეთვე არსებობს ეგრეთწოდებული ანაპლექსური ანუ სწრაფი ფორმა. მოწამლელს აღენიშნება თაბრუხვევა, სიმძიმის შეგრძნობა კეფის მიდამოში და ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ცრემლდენა, სუნთქვის გახშირება, მოთენთილობა, ძილიანობა, შემდეგ ემატება, სუნთქვისგაძნელება და მოხრჩობის შეგრძნობა. მძიმე შემთხვევაში დაზარალებულს აღენიშნება უნებლე შარდვა და დეფეკაცია. სიკვდილის მიზეზია სუნთქვის ცენტრის დამბლა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
დახმარება: პირველ რიგში დაზარალებული უნდა იქნეს გამოყვანიი სუფთა ჰაერზე. დადებით თერაპიული ეფექტი იძლევა ჟანგბადით და კარბოგენით იანჰალაციები. აგრეთვე ნიშადურის სპირტით სუნთქვის ცენტრის გაღიზიანება. საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უნდა ჩატარდეს ანტიდოტური თერაპია ხრომოსმანით.

ქიმიური აგენტებით მოწამვლა
ქიმიურ აგენტებს უწოდებენ ტოქსიურ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად საბრძოლო მოქმედებების დროს.
თითეულ საბრძოლო ქიმიურ აგენტს გააჩნია თავისი შიფრი (GA, GD D და ა.შ). ქიმიურად საშიში მომწავლავი აგენტები კლასიფიკაცია:
-ციანიდები (წყალბადის ციანიდი, ციანოგენ ქლორიდი)
-ნერვული აგენტები (ტაბუნი, ზარინი, ზომანი)
-ფილტვის ტოქსიკანტები „მახრჩობელა აგენტები“ (ქლორინი, ფოსგენი, დიფოსგენი)
-ვეზიკანტები „ბუშტუკების გამომწვევი აგენტები“ (მდოგვი, ლუიზიტი)
-დამაუძლურებელი აგენტები. ( BZ)
-ცრემლსადენი აგენტები „აჯანყების კონტროლის აგენტები“. (CN, CS)
-ღებინების გამომწვევი აგენტები: ადამსიტი საერთო კლინიკა: სასუნთქი სისტემა, დარღვეული ვენტილაციითა და ოქსიგენაციით, ლორწოვანი გარსები თვალებისა და ზედა სასუნთქი გზების დარღვევით,ნერვული სისტემა იწვევს კრუნჩხვას ან კომას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იწვევს რა ღებინებას ან ფაღარათს, იწვევს კანის წვას და ბუშტუკების წარმოქმნას, ქოშინს, რითმის დარღვევას, კრუნჩხვას,კომას და სიკვდილს.
დახმარება: ვაწარმოოთ დეკონტემინაცია თვალებისა და კანის წყლის დიდი რაოდენობით, რათა დაყვანილ იქნას მინიმუმამდე აგენტის შემდგომი აბსორბცია. კანის ჭრილობების მკურნალობა წარმოებს დამწვრობის მსგავსად.
5360
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.