პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზიანებების დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზიანებების დროს

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზიანებების დროს

დამწვრობა
დამწვრობა წარმოადგენს ადამიანის საფარველის ტრავმულ დაზიანება, მის კანზე სხვადსხვა არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისა, როგორებიცაა – თერმული, ქიმიური, ელექტრული და სხივური ენერგია.
დამწვრობას იწვევს ცხელ საგანთან კონტაქტი. საგნის ტემპერატურა და მასთან კონტაქტის ხანგრძლივობა განაპირობებს დამწვრობის ხარისხს.
ყოფა-ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გვხვდება:
- ცხელი წყლით დამწვრობა;
- ელექტროკონტაქტური დამწვრობა;
- ალით დამწვრობა;
- ქიმიური დამწვრობა.
- ულტრაიისფერი სხივებით (მზით) დამწვრობა.
გამოყოფენ დამწვრობის IV ხარისხს:
I ხარისხი – ჰიპერემია (შეწითლება) და შესიება კანისა;
II ხარისხი – ეპიდერმისის (კანის ზედა შრე) სიკვდილი და ბუშტუკების წარმოქმნა;
III ხარისხი – კანის ზედა ფენის ნეკროზი (სიკვდილი), მაგრამ ამ დროს ქვედა შრეები და ნაწილობრივ ჯირკვლოვანი ნაწილიც შენარჩუნებულია; კანის ყველა
ფენის ტოტალური ნეკროზი;
IV ხარისხი - კუნთების, ძვლებისა და შინაგანი ორგანოების დანახშირება დამწვრობა არსებობს ორი სახის: ზედაპირული და ღრმა მისი გავრცელების არეალს საზღვრავენ ე. წ. ,,ცხრიანის კანონით”: თავი და ყელი ჩვენი სხეულის ზედაპირის 9%-ს შეადგენს. ზედა კიდური 9%-ს, ტორსის წინა და უკანა ნაწილები
შესაბამისად 18-18%-ს. ქვედა კიდური 18%.
საზარდულის მიდამო 1%-ს. თუ დამწვრობას არა აქვს ბრტყელი ზედაპირი, მაშინ იყენებენ მტევნის წესს: მოზრდილი ადამიანის მტევანი თითების ჩათვლით შეადგენს ჩვენი სხეულის 1%-ს. ერთი და იგივე ფართის სახის და ტორსის დაზიანება უფრო მწვავედ მიმდინარეობს ვიდრე იმავე ფართის კიდურებზე. საზარდულისა და სასქესო ორგანოების დამწვრობას თან ახლავს როგორც წესი შოკური მდგომარეობა.
განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება სასუნთქი გზების დამწვრობა, რადგან ამ დროს მიღებული მდგომარეობა შეესაბამება ორგანიზმის საერთო საფარველის 10%-ის დამწვრობით მიღებულ მდგომარეობას. ღრმა დამწვრობისას სხეულის 9-10%-ის, ხოლო ზედაპირულისას 15-20%-ს. დამწვრობის დროს
გვივითარდება სახიფათო მდგომარეობა, წოდებული – დამწვრობის შოკად.
პირველადი დახმარება: თუ ადამიანი საღ გონებაზეა, დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე: შაქრიანი ჩაი, ხილის წვენი, მარილიანი წყალი (2 ჩ. კვ. მარილი 1 ლ. წყალზე). ნუ შეეხებით დამწვრობით მიღებულ წყლულებს. აკრძალულია დაკრული ტანსაცმლის გახდა (მხოლოდ შემოჭრით). უგონო შემთხვევაში, თუ დარღვეულია სუნთქვა და პულსაცია, მივმართავთ გფრ–ას.

სითბური დარტყმა
სითბური დარტყმა წარმოადგენს ორგანიზმის მწვავე გადახურებას, რომელიც ვითარდება გარემოს მაღალი ტემპერატურისა და თერმორეგულაციის დარღვევის შედეგად.
ასეთი საფრთხე ემუქრებათ ადამიანებს, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომას ახორციელებენ ცხელ, ტენიან, უძრავ ატმოსფეროში, როდესაც ისინი ჩაცმულები არიან ამ გარემოსთან შეუფერებლად. გადახურება ორგანიზმისა შედეგია სითბოს გამოყოფისა და ოფლწარმოქმნის პროცესის ბალანსის დარღვევისა.
კლინიკა: სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, წყურვილის შეგრძნება, რომერლსაც თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, ყრუ ჩივილები ზურგში, კიდურებში, მოჭერითი ტკივილი გულის არეში. სუნთქვა და პულსი ხშირდება, კანი წამოწითლებულია და იწყება ძლიერი ოფლის გამოყოფა. სხეულის ტემპერატურა აღწევს 39-41°½ და მეტს. მძიმე შემთხვევაში კანი უფერულია ან მოლურჯო, გუგები გაფართოებულია, ოფლის გამოყოფა შეწყვეტილია, სუნთქვა ზედაპირული, გახშირებული. არის კრუნჩხვები, ბოდვითი მდგომარეობა, შარდვა შეწყვეტილია.
პირველადი დახმარება: დაზარალებული გადაგვყავს გრილ გარემოში, გავხადოთ, შემოვახვიოთ სველი ზეწარი, ცივი საფენები დავადოთ კეფასა და შუბლზე, ასევე ცენტრალურ არტერიებზე (შეიძლება ყინულიც). დავზილოთ სხეული ყინულით, ეფირით, სპირტით, თან პარალელურად გავანიავოთ ვენტილატორით. ეს მანიპულაციები ხორციელდება მანამ, სანამ სხეულის ტემპერატურა არ დავა 38°½. საღ აზრზე მყოფ ადამიანს ვაძლევთ რაც შეიძლება ცივ სასმელებს. შესაძლებელია გამოვიყენოთ 24-25°½ გრილი აბაზანაც. სუნთქვის პროცესის დარღვევის შემთხვევაში ვაწარმოებთ ხელოვნური ვენტილაციის ჩართვას (სუნთქვა პირით- პირში).

მზის დარტყმა
მზის დარტყმა მწვავე ავადმყოფური მდგომარეობა, გამოწვეული თავის ხანგრძლივი დასხივებით მზის ულტრაიისფერი სხივებით.
ხშირ შემთხვევაში მზის დარტყმას თან ახლავს საერთო გადახურებისა და კანის დამწვრობის ნიშნები.
კლინიკა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, გულის რევა-ღებინები, პულსაციის გაძლიერები მსხვილ სისხლძარღვებში, სახის კანის ჰიპერემია (შეწითლება), ცხვირიდან სისხლდენა, ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, მთქნარება.
შესაძლებელია გონების დაკარგვაც.
პირველადი დახმარება: დაზარალებული გადაგვყავს გრილ გარემოში, გავხადოთ, შემოვახვიოთ სველი ზეწარი, ცივი საფენები დავადოთ კეფასა და შუბლზე, ასევე ცენტრალურ არტერიებზე (შეიძლება ყინულიც).
დავზილოთ სხეული ყინულით, ეფირით, სპირტით, თან პარალელურად გავანიავოთ ვენტილატორით. ეს მანიპულაციები ხორციელდება მანამ, სანამ სხეულის ტემპერატურა არ დავა 38°½. საღ აზრზე მყოფ ადამიანს ვაძლევთ რაც შეიძლება ცივ სასმელებს. შესაძლებელია გამოვიყენოთ 24-25°½ გრილი აბაზანაც. სუნთქვის პროცესის დარღვევის შემთხვევაში ვაწარმოებთ ხელოვნური ვენტილაციის ჩართვას (სუნთქვა პირით- პირში).

ელექტროტრამვა
ელექტროტრამვა არის სხეულის დაზიანება ელექტრული დენით. ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამ სახის ტრავმისადმი. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანის სახე, მტევანი, შუასაყარის არე, შედარებით წელის, წვივ-ქუსლის მიდამოები. ყველაზე რთულია ელექტროკონტაქტური დამწვრობა. იგი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და იწვევს ძლიერ სიმახინჯეებს.
ელექტროკონტაქტური დამწვრობა სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან პირველ საათებში ხშირად ჭირს დემარკაცია - საღ და მკვდარ ქსოვილებს შორის ზღვრის დადგენა. როგორც წესი, ის განსაზღვრული ხნის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. ელექტროკონტაქტური ტრავმისას სისხლძარღვები, მყესები და ძვლები გამტარის როლს ასრულებს და წრედის შეკვრის შედეგად გამოყოფილი ტემპერატურა დამწვრობას იწვევს.
თავდაპირველად ჩანს დანახშირებული ნაწილი, კერძოდ, ელექტროდენის შესვლის (სადენთან კონტაქტის) და გამოსვლის ადგილი. მოგვიანებით დაზიანება დენის გავლის გზაზეც აისახება. ასე რომ, შესაძლოა, ვიზუალურად საღი კანის ქვეშ დანახშირებული კანქვეშა და კუნთოვანი ქსოვილი იყოს. გარდა ამისა, იქმნება პრობლემა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. გულის მუშაობა პარკუჭებისა და წინაგულების მონაცვლეობითი შეკუმშვა-მოდუნებაა. მათ რიტმს ელექტრული იმპულსები არეგულირებს. მაღალი ძაბვის დენის გავლის შემთხვევაში გულის რიტმი ირღვევა. პირველი 72 საათის მანძილზე დიდია ფიბრილაციის განვითარების - პარკუჭებისა და წინაგულების უსისტემო შეკუმშვა-მოდუნების - საფრთხე. ამ პროცესის დაფიქსირება და დეფიბრილატორის საშუალებით რეგულირება მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი. დენის დარტყმის დროს სიკვდილის მიზეზიც სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სუნთქვის ცენტრის დამბლაა. დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობა უპირატესად ასაკზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებთან შედარებით ბავშვებსა და მოხუცებში დამწვრობა ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს და სიკვდილიანობაც მაღალია. ჩვილ ბავშვებში ხშირია წყლითა და ცხელი საკვებით დამწვრობა. გასათვალისწინებელია, რომ ჩვილებს თერმორეგულაცია მოუწესრიგებელი აქვთ, ამიტომ იმან, რაც მოზრდილ ადამიანს ცხლად არ ეჩვენება, პაწიებში შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ამ ასაკში კანის რეგენერაციის უნარი ძალიან მაღალია.
პირველადი დახმარება გავანთავისუფლოთ დაზარალებული დენის მოქმედებისაგან, აუცილებლად ჩვენი უსაფრთხოების სრული დაცვით: ამ მიზნით გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც დენს არ ატარებს: ჯოხი, გაკეცილი გაზეთი, რეზინის ფეხსაცმელები, სპორტული კეტები და ტანსაცმელები. ეს ყველაფერი გამოსადეგია მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში. სასიცოცხლო ფუნქციების არ არსებობის შემთხვევაში ჩაუტარებთ ხელოვნურ სუნთქვას.
1081
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.