ქ.ფოთის III საჯარო სკოლის 9-ე მესამე კლასის მოსწავლეების ვიზიტი.
2015 წლის 6 მარტს, ქ.ფოთის N3 საჯარო სკოლის ინციატივით IX - მესამე კლასის მოსწავლეები პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ფარგლებში მიმდინარე პროექტით ,,მშობელთა ჩართულობა მომავალი პროფესიის არჩევისათვის", იმყოფებოდნენ ქალაქ ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათ სამსახურის უფროსმა თენგიზ ხაზალიამ გააცნო სამსახურის ისტორია, პირადი შემადგენლობის ყოველდღიური საქმიანობა და ფუნქცია - მოვალეობები. სამსახურში არსებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ხოლო მეხანძრე მაშველების მიერ ჩატარდა ტაქტიკური მეცადინეობა რომელშიც, სკოლის მოსწავლეებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს. და ბოლოს სამსახურის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები . ღონისძიების მიზანი იყო მეხანძრე მაშველის პროფესიის აუცილებლობისა და მნიშვნელოვანების პოპულარიზაცია.
კომენტარები -0