ერთი ფაქტი სასტუმრო "მეტროპოლის" ისტორიიდან » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ერთი ფაქტი სასტუმრო "მეტროპოლის" ისტორიიდან

ერთი ფაქტი სასტუმრო "მეტროპოლის" ისტორიიდან

თეატრალური მოედანი, ყველაზე საყვარელი შეხვედრის და სეირნობის ადგილია არამხოლოდ მოსკოველებისთვის, არამედ რუსეთის დედაქალაქის სტუმრებისთვისაც. დიდი თეატრი მოედნის ცენტრში და მეზობლად პატარა, და პრესტიჟული სასტუმრო „მეტროპოლის“ შენობაც თვალს ახარებს ძველის და თანამედროვეობის განუმეორებელი კოლორიტით. თითოეულ ამ ღირსშესანიშნაობას თავისი ისტორია აქვს. ამ სტატიაში საუბარი იქნება სასტუმრო „მეტროპოლზე“. ის სამონადირეო რიგის და თეატრალური მოედნის კუთხეში მდებარეობს. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში აქ იდგა იმ დროისთვის უზარმაზარი სახლი ჩელიშევის მფლობელობით, უამრავი ნომრით, რომლებიც გადავსებული იყო მოსკოვში ჩამოსული მსახიობებით. მათ იცოდნენ რომ აქ ყოველთვის იყო საკმარისი ადგილი და ფასები - ნებისმიერი ჯიბისთვის. ვ. გილიაროვსკი, მოაზროვნე და მოსკოვის ცხოვრების აღმწერი, იხსენებდა: „ჩელიშებში“ ჩერდებოდნენ როგორც ცნობილი ხალხი, რომლებიც ბელეტაჟის ნომრებს იკავებდნენ უზარმაზარი ფანჯრებით, ხალიჩებით და მძიმე გარდინიებით, ასევე საშუალო სამსახიობო საძმო - ზედა სართულებზე მოედანზე განცალკევებული გასასვლელით, ვიწრო, ირიბი, ბნელი დერეფნებით, რომლებშიც კერასინის და სამზარეულოს სუნი იდგა. სტუმრობის მეორე ნახევარში ბევრი გადადიოდა ბელეტაჟიდან ზემოთ... უფრო იაფი იყო“. 1899 წელს დაიწყო სასტუმროს რეკონსტრუქცია. არქიტექტორ ვ. ვალკოტის პროექტის მიხედვით პრაქტიკულად ახალი შენობა აშენდა. მის გაფორმებაზე მუშაობდა მხატვარი მიხაილ ვრუბელი, მისი ესკიზებით შესრულდა დიდი მოზაიკური პანო „ქუხილის დედოფალი“, რომელმაც ფასადი დაამშვენა. ვრუბელთან ერთად მუშაობდა არქიტექტორი ფიოდორ შეხტელი, რომელიც სავა ივანოვიჩ მამონტოვის შეკვეთას ასრულებდა, რომელიც „მეტროპოლის“ მშენებლობის ხელმძღვანელი გახლდათ. 1899 წლის 11 სექტემბერს მამონტოვის დაპატიმრების შემდეგ „მეტროპოლის“ მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ ხელმძღვანელი შეიცვალა და 1901 წლის შემოდგომაზე სასტუმრომ პირველი სტუმრები მიიღო. მოედნის და თეატრალური გასასვლელის მხრიდან ფასადები ბრწყინავდნენ პირველი სართულის უზარმაზარი ფანჯრებით და შუშის ერკერებით, ნუსხავდნენ გამვლელებს არნახული სურათებით და თბილ ფერებში შესრულებული ბარელიეფის ფიგურებით, ხოლო შენობის შორეულ ნაწილებში გრძელდებოდა ცალკეული სამუშაოები... სწორედ იქიდან დაიწყო ხანძარი - უზარმაზარი ექვსსართულიანი სასტუმროს ახალ შენობას ხანმოკლე ცხოვრება ქონდა განსაზღვრული.
ერთი ფაქტი სასტუმრო  "მეტროპოლის" ისტორიიდან

ხანძარი სასტუმრო "მეტროპოლ"-ში 1901 წლის 14 დეკემბერი

ეს მოხდა 1901 წლის 14 დეკემბერს. ღამის მესამე საათის დასაწყისში სასტუმროს ერთერთ აპარტამენტში სავენტილაციო არხში ცეცხლი აღმოაჩინეს, დაბნეული მდგმურები მომსახურე პერსონალთან ერთად მივარდნენ ცეცხლს და აქრობდნენ რითიც მოხვდებოდათ, და არ ფიქრობდნენ რომ ხანძრის თაობაზე სახანძრო ბრიგადისთვის ეცნობებინათ. ამასთან ცეცხლი ძალას იკრებდა. აალდა ხალიჩები, რომლებიც სასტუმროს დერეფნებში იყო მოფენილი, ასევე ნომრების კედლებზე , დერეფნებში და ვესტიბიულებში. მხუთავი კვამლი ავსებდა კიბის უჯრედებს და ოთახებს. ტვერსკის ნაწილში, „მეტროპოლთან“ ყველაზე ახლოს, ხანძრის შესახებ მხოლოდ ერთი სააათის შემდეგ შეიტყვეს: ცნობა მოიტანა გოროდოვოიმ რომელმაც სკობელევსკის მოედნის მხრიდან ფეხით მიირბინა. როცა „ნაცრისფერი გმირები“ მოვიდნენ, შემდეგი სურათი დახვდათ - იწვოდა სახურავი, კოცონის ჯერი და ნაპერწკლები ადიოდა ღამის შავ ცაში. ზედა სართულების ფანჯრებიდან გამოდიოდა ბოლი, ცეცხლი მძვინვარებდა სხვენზე, და მისი ფანჯრებიდან გრძელი ცეცხლის ენები გამოდიოდა. ღამის ხანძარმა სტუმრები ძალიან ააფორიაქა. იკვეთებოდა ხალხის ფიგურები, რომლებიც პანიკაში ცდილობდნენ საშველის მოძებნას. ყვირილი შველის შესახებ ღამის წყვდიად ერეოდა. მოსკოვში სწრაფად გავრცელდა ცნობა ქალაქის ცენტრში დიდი ხანძრის შესახებ. მალე მოედანზე მოქალაქეთა დიდი გუნდი შეიკრიბა. ისინი ტვერსკის ნაწილის მეხანძრეებს დახმარებას სთავაზობდნენ, რომლებიც ხანძარს ბრანდმაისტერ ლიხტანსკის ხელმძღვანელობით ებრძოდნენ. მან გამოაცხადა ძალების და საშუალებების გამოძახება თავიდან №3, შემდეგ - №4 და ბოლოს №5. ქალაქის ყველა ბოლოდან უბედურების ადგილზე ცხრა სახანძრო ბრიგადა მიისწრაფოდა. მოქმედებაში მოიყვანეს 5 ჭავლის მილი და ხელის ტუმბოების უმრავლესობა. მაგრამ ცეცხლი არ ნებდებოდა. მეხანძრეებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი რაოდენობის მაღალი კიბეები. სახურავზე მათ მოუხდათ სამალიარო კიბეების გამოყენება. ოდნავ მოგვიანებით მიეწოდათ ორი 12 საჟენიანი კიბე - სახურავზე ავიდა სხვადასხვა ნაწილის 30-ზე მეტი მეხანძრე. ისინი ხსნიდნენ კონსტრუქციებს და ახშობდნენ ცეცხლს სახურავზე. მოულოდნელად გადაკეტვები აფეთქდა, კვამლის და ცეცხლის უზარმაზარი ბოლქვი ცაში ავიდა, მეხანძრეებს, რომლებიც ზემოთ მუშაობდნენ, სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდათ. ქვემოთ უკვე მოამზადეს მისაღები ნაჭრები. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა შეძლეს სამაშველო თოკების გამოყენება და უმრავლესობა მათგანი მიწაზე უვნებლად დაეშვა. მაგრამ არა ყველა. შვიდი (სხვა მონაცემებით რვა) ჩავარდა აალებულ ორმოებში, ერთი მათგანი მეცულე პრეჩისტენსკის ნაწილისა - დაიღუპა, სხვების ამოყვანა და საავადმყოფოში გადაგზავნა მოხერხდა მძიმე დამწვრობებით და ტრავმებით - კიდევ ორი მალე დაიღუპა. სამი დღე-ღამის მანძილზე გრძელდებოდა ხანძრის ქრობა. მოხდა რამდენიმე ნგრევა, აფეთქდა სატელეფონო სადგური მავთულებით, 200 ნომერზე. ცამეტმა მეხანძრემ და ორმა დამხმარე ბრანდმაიორმა დაზიანებები მიიღეს.
ერთი ფაქტი სასტუმრო  "მეტროპოლის" ისტორიიდან ხანძარი მოსკოვის უმსხვილეს სასტუმროში პრესის სენსაციად იქცა. პრესა ქალაქის დუმას ბრიგადების სუსტ ტექნიკურ აღჭურვაში ადანაშაულებდა, ასევე მშენებლობის ცუდ მეთვალყურეობაზე. მაგრამ ყველაფერი მალე მიჩუმდა. მოვლენას „ეხმაურებოდნენ“ მხოლოდ ორი სავაჭრო ფირმა, ისინიც სარეკლამო მიზნებით: ფაბრიკა „ეინემ“ ყიდიდა შოკოლადებს სახანძრო ფორმის და წარწერით „მოსკოვის სახანძრო ბრიგადა“, ხოლო ფირმა „გაბაი“ - პაპიროსებს „სახანძრო ბოლი“. სანამ შენობის მფლობელები ზარალს ითვლიდნენ, ხოლო მოსკოვის მოსახლეობა მარადიულ კითხვას განსჯიდა: ვინ არის დამნაშავე, გაზეთმა „მოსკოვსკიე ვედომოსტიმ“ გამოაქვეყნა საეკლესიო მამის ბუხარევის ნააზრევი : „მეტროპოლის“ გვედით ჩავლისასა, უნებლიეთ აჩერებ ყურადღებას მის სურათებზე გამოსახულ შიშველ ქალებზე. კეთილმოაზროვნე ხალხი ხედავს „მეტროპოლის“ ხანძარში ღვთის სასჯელს . მშენებლებო, მიიღეთ ხანძრისგან გაკვეთილი და სახლების გამართვისას, გაანადგურეთ ცდუნება“. ჩვენდა საბედნიეროდ, მღვდლის სიტყვას ყური არ დაუგდეს „მეტროპოლის“ მფლობელებმა, რომლებიც სრულიად სხვა საკითხებით იყვნენ შეპყრობილები. დადგნენ და შენობის სრული აღდგენის აუცილებლობის წინაშე, მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს შიდა ცვლილებების განხორციელება, ისე რომ გარედან არაფერი შეეცვალათ - უწინარეს ყოვლისა, გასავლის შემცირების მიზნით. მაიოლიკი, რომელიც ხანძრისგან არ დაიზანებულა, უცვლელად დატოვეს, ხოლო სკულპტურულ ფრიზი გაწმინდეს, რის შემდეგაც ის არაფრით უარესად არ გამოიყურებოდა. სასტუმროს აღდგენის პროექტი, ნაწილობრივი გადაგეგმარებით დაამუშავა არქიტექტორმა გალენზოვსკიმ. ყველა სერიოზული იმათგან, რაც შიგნიდან იყო გასაკეთებელი, იყო სამაყურებლო დარბაზის ტრანსფორმაცია. გადაწყდა მისი რესტორნად გადაკეთება, რადგან სავა ივანოვიჩის მხარდაჭერის გარეშე ასეთი ფართო დარბაზი მისი ოპერისთვის დაუშვებელ ფუფუნებად იქცა. ისევ მოიწვიეს ლევ კეკუშევი, პირველადი პროექტის ავტორი, ასევე პაველ ვისნევსკი. ამ უკანასკნელს ევალებოდა საინჟინრო გათვლების შესრულება ახალი კონსტრუქციისთვის და ფუნდამენტის გამართვის სამუშაოების ხელმძღვანელობა, რამდენადაც ის დიდწილად ინჟინერ მშენებელი იყო ვიდრე არქიტექტორი.
ერთი ფაქტი სასტუმრო  "მეტროპოლის" ისტორიიდან

სასტუმრო "მეტროპოლი"

„მეტროპოლი“ განმეორებით 1905 წლის 20 თებერვალს გაიხსნა. ხუთ სართულზე განლადგა 220 ბრწყინვალედ შესრულებული ოთახი და სასტუმრო. ლუქსის კლასის აპარტამენტები დეკორირებული იყო ცალკეული პროექტებით, ამიტომ მესამე სართულზე თეატრალური გასასვლელის გვერდით არცერთი ოთხი არ იყო ერთმანეთის მსგავსი. ნომრებში იყო ტელეფონები და მდუღარე წყალი ( იმ წლებში ხომ ცივი წყალიც კი არ იყო მოსკოვის ყველა სახლში), არსებობდა ასევე მაცივრები - თუნდაც მხოლოდ ყინულით სავსე ორმოების სახით, მაგრამ მაინც იმ დროისთვის ეს კომფორტის უმაღლესი ხარისხი იყო.

წყარო: fireman.club
56
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.