ხანძრები ავტომობილებში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძრები ავტომობილებში

ავტომობილს ხანძარი შეიძლება გაუჩნდეს შიდა და გარე ცეცხლის წყაროს ზემოქმედებით.
შიდა ცეცხლის წყაროებს ძირითადად განეკუთვნება: ელექტროსისტემის გაუმართაობის მიზეზით წარმოშობილი ელექტრორკალი ან ავტოსატრან-სპორტო (ავარიული) შემთხვევებით გამოწვეული ფრიქციული (ხახუნი) წარმოშობის თბური ენერგია, წვადი და ადვილაადალებადი სითხეების ორთქლის ან წვადი მასალების აალება აირგამშვები, სამუხრუჭე და მოჭიდების სისტემების ძლიერ გახურებულ ზედაპირთან შეხებისას, ღია ცეცხლი.
ავტომობილებზე ცეცხლის გაჩენის გარე შესაძლო ფაქტორების განეკუთვნება: მაღალი ინტესიური გამოსხივების თბური ნაკადი, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ახლო მდებარე შენობის ან ავტომობილის წვის დროს (ღია ცეცხლი საშემდუღებლო სამუშაოების დროს და ა.შ.).

კვანძების მიხედვით ხანძარსაშიშროების დონე ახალ მსუბუქ ავტომობილში% შემდეგნაირად გამოიყურება:

ა) ძრავას განყოფილება, ძრავას კორპუსი თბოიზოლაციით; ელექტრო აღჭურვილობის და საწვავის სისტემების დეტალები - 43,3;
ბ) კაბინა ან სალონი - 20;
გ)კუზაო (ძარა) და საბარგული 7,8;
დ) სავალი ნაწილის ელემენტები -3;
ე) აირგამშვები სისტემა - 5,6;
ვ) სხავ ადგილები - 20,3.

კვანძების მიხედვით ხანძარსაშიშროების დონე დიდი სატვირთო ავტომობილში % შემდეგნაირად გამოიყურება;

ა) წვადი სითხის გაჟონვა ჰიდროსისტემიდან - 22;
ბ) წვადი სითხის გაჟონვა ძრავიდან - 22;
გ) წვადი სითხის გაჟონვა გამაგრილებელი სისტემიდან -12;
დ) წვადი სითხის გაჟონვა საწვავი სისტემიდან - 8;
ე) ელექტროაღჭურვილობის გაუმართაობა - 16;
ვ) დეტალების მექანიკური დაზიანება - 15;
ზ) საბურავების გადატვირთვა ან არასაკმარისი წნევა მათში, სამუხრუჭე სისტემის დაზიანება - 5.
დიდ სატვირთო ავტომობილებზე ხანძრის ძირითადი მიზეზებია ჰიდროსითხეების, ზეთების და საწვავის მოხვედრა ძლიერად გახურებულ ზედაპირებზე, როგორიცაა ძრავასა და მილკომპრესორის ზედაპირები, რასაც ადგილი აქვს ძრავას ჰიდროსისტემის და ზეთის და საწვავის სადენების არმატურის ჰერმეტულობის დაზიანების შემთხვევაში. ხანძრის მიზეზი აგრეთვე შეიძლება გახდეს აფეთქება შეკიდულის ცილინდრებში ჟანგბადის მოხვედრის გამო.
ზოგჯერ ხანძრის მიზეზი ხდება პლასმასის დეტალების დნობა (საწვავის აუზი,საწვავ და ზეტ გამტარები) მათზე დაზიანებული აირგამტარი სისტემიდან გახურებული გაზების ზემოქმედების გამო.
836
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.