ტიპიური კითხვების ჩამონათვალი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ტიპიური კითხვების ჩამონათვალი

ტიპიური კითხვების ჩამონათვალი

1.სად იმყოფებოდით იმ დროს, როდესაც შეამჩნიეთ ცეცხლი ან შეიტყვეთ ამბავი ხანძრის შესახებ?
2.ხანძრის შემჩნევის ან ინფორმაციის მიღების დრო.
3.როგორ შეამჩნიეთ ცეცხლი - კვამლით, ალით, სუნით და ა.შ.? ამ ნიშნების შემჩნევის ადგილი.
4.გაძლიერებული ცეცხლის ადგილები.
5.კვამლის ფერი, სუნი, მისი გამოდენის ინტენსივობა.
6.იყვნენ თუ არა უცხო პირები ხანძრის ადგილზე მისი შემჩნევისას ან ცეცხლის გაჩენამდე? რას აკეთებდნენ ისინი? მათი ქცევის თავისებურებანი.
7.რა მდგომარეობაში იყო (ღია, დაკეტილი, ჩამტვრეული) ფანჯრები, კარები, ჭიშკრები ხანძრის ჩაქრობის დაწყებამდე? ვინ გახსნა ისინი?
8.ვინ და რა საშუალებებით აქრობდა ხანძარს ქვედანაყოფის მოსვლამდე?
9.შეიმჩნეოდა თუ არა ხანძრის დროს აფეთქება, აალება, ცეცხლის ამოვარდნა ან სხვა მისთვის დამახასიათებელი მოვლენები?
10. როგორ და რომელ კონსტრუქციებზე, მასალებსა და მოწყობილობებზე ვრცელდებოდაა ცეცხლი? ცალკეული კონსტრუქციების, შენობის ნაწილებისა და ა.შ. ჩამონგრევის თანმიმდევრობა.
11.ხანძრის ჩაქრობისა და აღმოჩენის ავტომატური დანადგარები, მათი მდგომარეობა და ვარგისიანობა. რატომ არ ამოქმედდნენ ისინი ხანძრის დროს?
12.რა საგნები, მოწყობილობები, საქონელი და საოჯახო ნივთები იყო ხანძრის ადგილზე? მათი რაოდენობა და ადგილმდებარეოაბ.
13.ქონების დაზღვევის ფაქტები. ხელშეკრულების დადების დრო.
14.მოწყობილობათა დანიშნულება და მათი მომსახურების ორგანიზება.
15.ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებული ნივთიერებებისა და მასალების ხანძარსაშისი თვისებები. მათი ნორმატიული რაოდენობა და ფაქტობრივი არსებობა.
16.ძალური და მნათი მოწყობილობების მდგომარეობა და ვარგისიანობა.
17.შტატგარეშე მოწყობილობების, ნივთიერებების, მასალებისა და ელექტროდენის მომხმარებლების არსებობა, მათი რაოდენობა, ხანძარსაშიში თვისებები, ტექნიკური დახასიათება და განლაგების ადგილები.
18.როდის ჩატარდა ელექტროდანადგარების და ელექტრო სადენების შეცვლა ან მათი პროფილაქტიკური რემონტი?
19.ელექტროქსელების კონსტრუქციული შესრულება (დენგამტარების გაყვანის წესები, მათი მარკა, გაყვანილობათა შესრულება. კონ-სტრუქციების ელემენტების გასასვლელები, ქსელის ელექტროდა--ცვის აპარატების სახეობა მათი მარკა და ა.შ.).
20.იყო თუ არა ძაბვის ქვეშ ელექტროგაყვანილობა (კაბელის). მოწყობილობა, ხელსაწყო და ა.შ. ხანძრის დაწყებამდე? თუ არა, როგორ და როდის გამოირთო?
21.შეიმჩნეოდა თუ არა ხანძრის დაწყებამდე ციმციმი, ბჟუტვა ან სხვა ნიშნები. რომლებიც ელექტროქსელში მომხდარ ცვლილებებს მოასწავებენ?
22.გამოიყენეს თუ არა საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოები? მათი სახეობა, დამონტაჟების ადგილი და ტექნიკური დახასიათება.
23.რა სამუშაოები წარმოებდა იმ ადგილას, სადაც მოხდა ხანძარი? მიუთითოთ კონკრეტული ადგილი, ვინ ასრულებდა ამ სამუშაოებს?
24.რა სიხშირით ხდებოდა ღუმელის ანთება, იყენებდნენ თუ არა ცეცხლის ანთებისას ადვილადაალებად და წვად სითხეებს? როდის გაახურეს უკანასკნელად ღუმელი?
25.როგორ ხმარობდნენ ნავთქურებს? (რა სათბობს იყენებდნენ, ტოვებდნენ თუ არა მას მეთვალყურეობის გარეშე?).
26.რა ადგილას ეწეოდნენ თამბაქოს? ვინ, როდის და რა სიგარეტს ეწეოდა“?
27.დაზარალებულის მოქმედება ხანძრის ნ დაწყებამდე (სიმთვრალე, ძლიერი აღგზნება, ავადმყოფობა და ა.შ.), მისი დამოკიდებულება ხანძრისადმი.
28.რისთვის გამოიყენეს ღია ცეცხლი ხანძრის დაწყებამდე? (მილების გათბობისათვის სარჩილავი ნათურებით, ჩირაღდნებითა და ა.შ. კოცონის დანთება, ნარჩენების დაწვა, პიროტექნიკური ეფექტების გამოყენება, ღია ცეცხლის გამოყენება განათებისათვის).
29.რა უფრო ადრე იქნა შემჩნეული: კვამლი, ალი აფეთქება თუ ტკაცუნი?

კითხვები რომლებიც არ გვხდება ამ ნუსხაში, მაგრამ საჭიროებს პასუხს, შესაძლებელია დაისვას ნებისმიერი ფორმით.
789
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.