ხანძარი სასტუმრო სახლში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძარი სასტუმრო სახლში


ნარკვევში „ლენინგრადის მცველები“ (1942 წლის ივლისი) საპოლკო კომისარი ვორონოვი წერდა: „ყველასთვის კარგად არის ცნობილი მეორე რანგის ინტენდანტის ამხანაგ კონჩაევის ვერცხლისფერი ლაბადა. ეს ადამიანი ჩნდება ყოველთვის ყველაზე საშიშ ადგილებში, ჩნდება იქ, სადაც აალებული კოცონები უარს ამბობენ დაემორჩილონ ადამიანურ ნებას. მას არამხოლოდ პატივს სცემენ მებრძოლები და კომანდირები, ისინი მიდიან მის კვალზე ცეცხლში, იმით ფრთაშესხმულები, რომ მათ კონჩაევი ხელმძღვანელობს და მებრძოლები იმარჯვებენ იქ, სადაც სხვებმა უკვე ხელი ჩაიქნიეს: დაე, დაიწვას... არა! კონჩაევისთვის მეტისმეტად ძვირფასია თითოეული სახლი, თითოეული ობიექტი, რათა ის ცეცხლში დასაწვავად გაიმეტოს. როგორც გამოცდილი ექიმი, რომელიც არ შორდება ავადმყოფს სანამ გადარჩენის იმედის ნაპერწკალი არსებობს, ასევე ბორის ივანოვიჩიც არ მიდის ხანძრის ადგილიდან, სანამ არის შესაძლებლობა გადარჩეს საცხოვრებელი ფართობის ან საამქროს კიდევ ერთი მეტრი“.
ხანძარი სასტუმრო სახლში

ხანძარი სასტუმრო სახლში. 1942 წლის ზამთარი. (მხატვარი ი.ი. დარიი. 1957წ.)

… ღამე, 1942 წლის 14 იანვარი (სხვა მონაცემებით 12 იანვარი). ხანძარქრობის შტაბში შევიდა გამოძახება ხანძარზე სასტუმრო სახლში. ღია ცეცხლში იწვიან მაღაზიები შენობის პირველ და მეორე სართულებზე.

ბ. კონჩაევის კითხვაზე მიღებული ზომების შესახებ დისპეტჩერმა უთხრა, რომ ხანძრის ადგილზე მის მიერ გაგზავნილია მეჩვიდმეტე ბრიგადის ერთი დანაყოფი, რომელიც ეს ესაა დაბრუნდა სხვა ხანძრიდან, ხოლო ხანძრები ამ დღეს, 14 იანვარს, დაახლოებით ორმოცგან გაჩნდა. ქალაქში მეტი თავისუფალი ძალა არ არის. სასტუმრო სახლში ხანძრის ადგილზე გამოსულ დანაყოფს მეთაურობს ყარაულის უფროსი ტამმე. მისგან ელის დისპეტჩერი შეტყობინებას მდგომარეობის შესახებ.

ბორის ივანოვიჩმა კარაგდ იცოდა სასტუმრო სახლის შენობის განლაგება, ისევე როგორც იცოდა ქალაქის თითქმის ყველა მსხვილი და არქიტექტურულად ღირებული შენობა. ამიტომ არ ესმოდა, რატომ გავრცელდა ასე უცბად ხანძარი, სასტუმრო სახლის ვაჭრები ხომ თავიანთ მაღაზიებს ოდესღაც სახანძრო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით აგებდნენ, ერთმანეთისგან იზოლირებულად. მსუქანი ბრანდმაიორები აცალკევებდნენ მათ სარდაფებიდან სხვენებამდე, და ხანძრის შემთხვევაში ნებისმიერი მათგანიდან ცეცხლს არ შეეძლო გავრცელებულიყო მეზობელ სათავსებზე. მხოლოდ სხვენზე, სადაც კედლებზე შერჩენილი იყო პატარა ნაპრალები და დაშორებები. მაგრამ იწვიან ქვედა სათავსები.

... 25 ოქტომბრის (დღეს ნევის) დათოვლილ პროსპექტზე, შტაბის უფროსის მანქანა ძნელად ლახავს მანძილს, რომელზეც მშვიდობიან დღეებში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჭირდებოდა. გზაზე ამოიზრდება ზრდადი ფიგურა რუპოს უფროსის კორნიჩეკოსი, მისი თვალები კვამლითაა ამოვსებული ხმა ჩახლეჩილია. როგორც ჩანს, თავად ჩაატარა დაზვერვა, თვითონ იმყოფებოდა ცეცხლის ალში.

- ამხანაგო შტაბის უფროსო, გრიბოედოვის არხში წყალი არ არის, - ხრიალებს ის, - არხი ფსკერამდე გაიყინა. მხოლო ცისტერნების იმედად ვართ. წყლის თითოეულ წვეთს ვზოგავთ. დავიწყეთ კონსტრუქციის დაშლა საკუთარი ძალებით, მაგრამ ის საკმარისი აშკარად არ არის. როგორი იქნება მითითებები?

- მივიდეთ ხანძრის ადგილას, თქვა კონჩაევმა და შტაბის მანქანიდან გადმოვიდა.

იანვრის ღამის მუქ ცაზე აშკარად ირეკლებოდა კოცონის ალები, რომლებიც ზედა გალერეის მაღაზიების ვიტრინებიდან და სხვენის ბგერითი ფანჯრებიდან გამოდიოდა. სასტუმრო სახლის ცენტრალური გამოსასვლელის ახლოს ალი ინტენსიურად ვრცელდებოდა, და ნაპერწკლების კასკადი ცისკენ ადიოდა. მაღაზიის მეოთხე სადარბაზოსთან მეხანძრეებმა დააყენეს მექანიკური კიბე სასტუმრო სახლის სახურავზე.

3 ივლისის ქუჩაზე მეხანძრეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა. როდესაც ისინი ახლოვდებოდნენ, შტაბის უფროსთან მივიდა გამხდარი მეხანძრე ნაცრისფერი სახით და ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ უთხრა: კავშირის ცენტრალური პუნქტის მითითებით მოვიდა ჯგუფი კურსანტების უმცროსი მეთაურთა შემადგენლობის სკოლიდან. სკოლის საკურსო ბრიგადირი არის არტამონოვი.

- შესანიშნავია. კორნიჩენკო, მიმითითეთ სამუშაო ფრონტი, - მიუბრუნდა რუპოს უფროსს კონჩაევი.

შეხედა რა, როგორ მოხერხებულად ადიოდნენ კურსანტები ხელში მძიმე ინსტრუმენტებით მექანიკურ კიბეზე, კონჩაევი კორნიჩენკოსთან ერთად სახლში შევიდა. ვითარება აქ გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე შტაბის უფროსს ეჩვენებოდა. გასასვლელი შენობებს შორის ძლივძლივობით შეადგენდა 6 მეტრს, რის გამოც, იქმნებოდა ცეცხლის ძველ მაღაზიებზე გადასვლის საშიშროება. კოცონი და ნაპერწკლები, რომლებიც პირველი ხაზის შენობის კარნიზებიდან გამოდიოდა, თითქმის უკვე აღწევდნენ მეორე ხაზის შენობებს. მიწაზე კვამლი იწვა და მასში კოცონის გრძელი ენები ჩანდა...

მალე კონჩაროვი სასტუმრო სახლის შიდა პერიმეტრში გაემართა რათა ვითარება დაეზუსტებინა და შეემოწმებინა, როგორ სრულდებოდა მისი მითითებები. გადაადგილებისას, ის გრძნობდა, რომ ცეცხლის კერა, რომელმაც სასტუმრო სახლის ყველა 24-ივე მაღაზია მოიცვა, თანდათანობით ქრობას იწყებდა. უკვე ისე ნათლად არ გიზგიზებდა ალი, არ ისმოდა აალებული ხის ტკაცუნი, არ ჩანდა ნაპერწკლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ცაში ადიოდა. უკვე ჩამქრალი იყო პირველი მაღაზიები დუმის ქუჩის ახლოს, სადაც გაჩნდა ხანძარი. ხოლო იქიდან, სადაც მიეწოდებოდა წყლის ჭავლი, შიშინით ამოდიოდა ორთქლი. საიდანღაც ისმოდა ხმაური დაცემული დამწვარი კონსტრუქციების და აგურის.

დაიწყო იანვრის უღიმღამო დღე. აღმოსავლეთით ოდნავ განათა ცის კიდე. უკვე ოთხი საათი იყო ხანძართან ბრძოლა მიმდინარეობდა. წარმატებაში დარწმუნებულმა ბორის ივანოვიჩმა დატოვა ხანძრის ადგილი, რათა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შტაბში მოემზადებინა მორიგი ოპერატიული ცნობა ხანძრებზე და აალებებზე 1942 წლის 13 იანვრის 9 სააათიდან 14 იანვრის 9 საათამდე პერიოდში ...

წყარო:fireman.club

375
    

კომენტარები -
2

Arnoldzem 20 თებერვალი 2018 01:19
Ссылку я тебе оставлю внизу, посотри как сможешь

-------

активатор windows 7 x64 x32
RichardvoB 30 მარტი 2018 14:03
Не знаешь где скачать софт? Вот тут!

-------


как бесплатно активировать windows 7 максимальная

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.