ნოდარ გურგენაძე » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ნოდარ გურგენაძე

ნოდარ გურგენაძე


ლევთერ ჭოჭუა


ნოდარ გურგენაძე რთულია მეხანძრის პროფესია, რთულია იმათთვის, ვინც მთელი არსებით, ძალღონის დაუზოგავად ემსახურება სახანძრო საქმეს, წარმატება აღაფრთოვანებს - წარუმატებლობა კი საგონებელში აგდებს.
ასეთ ადამიანებს მიეკუთვნება ფოთის პროფესიონალური სახანძრო ნაწილის ყოფილი ათმეთაური ნოდარ გურგენაძე. იგი ჯერ კიდევ სრულად ახალგაზრდა, უწვერულვაშო ბიჭუნა იყო, როცა სახანძრო ნაწილში ჩაირიცხა მეხანძრედ. თითქოსდა განგებამ ინებაო, ჯერ კიდევ გამოუცდელი მეხანძრე დღისით თუ ღამით, დარსა თუ ავდარში სტიქიასთან ბრძოლაში იყო ჩართული. თავდაპირველად ვნანობდი კიდევაც, მუდამ მღელვარე და ხიფათით აღსავსე პროფესიის არჩევაში, - იგონებს ნოდარი, მაგრამ მაინც არ მიმიტოვებია, რაც დრო გადიოდა, უფრო ვეჩვეოდი, უფრო მიმზიდველი ხდებოდა მეხანძრის პროფესია ჩემთვის. ჩვენ მხრივ დავუმატებდი რომ ნოდარი მართლაც გახდა ხანძრის ქრობის დიდოსტატი. სახანძრო ტექნიკისა და ტექშეიარაღების, ტექნიკურ - ტაქტიკური მონაცემების ღრმად ცოდნა, ხანძრის ქრობის ილეთების დაუფლება, ხანძარზე სწრაფი რეაგირება, გამჭრიახობა და გამბედაობა. აი მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ქვეგანაყოფი სადაც ნოდარი ათმეთაურად მუშაობდა, ყოველთვის ფრიადოსანი იყო. დიდი ინტერესით ტარდებოდა იმ წლებში ყოველ კვარტალური და ყოველწლიური შეჯიბრებები სახანძრო საბრძოლო მომზადებაში. ჯერ ყარაულებს შორის, შემდეგ კი ნაწილებს შორის. ნოდარი ყოველთვის აღწევდა წარმატებებს, იგი არ იყო მიჩვეული დამარცხებას, ყოველთვის პირველი უნდა ყოფილიყო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ნოდარის ქვედანაყოფიც ჩამორჩებოდა ხოლმე. მაშინ ბრაზობდა ხან მსაჯებს ეკამათბოდა, ხან კიდევ მოწინააღმდეგე გუნდებს ედავებოდა, ამა თუ თუ იმ სახეობის არასწორად შესრულებაში. ასეთ დროს ბრაზმორეული და განაწყენებული ცალკე ჩამოჯდებოდა ხოლმე და ვინ იცის, იქნებ ამ დროს საკუთარ გულში თავისთავსაც ეპაექრებოდა, თუ რატომ ვერ მიაღწია საწადელს. რატომ ვერ მოამზადა ბიჭები, სად იყო შეცდომა; ეს იყო იშვიათი შემთხვევა, სხვა შემთხვევაში ნოდარი არასდროს არ თმობდა პირველ ადგილს. დიდი წვრილი მიუძღის ნოდარს სახანძრო- გამოყენებითი სპორტის აღორძინებაში. წლების მანძილზე დარბოდა გივი ბუკიასთან ერთად და მრავალჯერაც უსახელებია მშობლიური ქალაქი რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. გაზკვამლდაცვის სამსახურებს შორის, პირველად მოწყობილ რესპუბლიკურ შეჯიბრებაშიც პირველი ადგილი დაისაკუთრა რგოლმა, რომლის სულის ჩამდგმელი იყო ნოდარი. ნოდარი დაჯილდოვებულია მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“ იგი არის „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდებისათვის გამოცხადებულ რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებული. და კიდევ ვინ მოთვლის სხვა ჯილდოებს, რომლებიც დამსახურებულად აქვს მიღებული. დადაგა ის დროც, როდესაც ნოდარმა მოკრძალებით შემოაღო კარი და განაცხადა სამოცი წელი შემისრულდა. პენსიაზე უნდა გავიდეო. ამ სიტყვების გაგონებამ პირადად მე გული დამიმძიმა და რაღაცნაირი სასოწარკვეთილება ვიგრძენი. განა ადვილად შეელევი ადამიანს, რომელთანაც ათეული წლები გაგიტარებია, ათეული სიხარული მოუნიჭებია, განა ადვილად შეელევი ადამიანს. რომელსაც კოლექტივის ჭირვარამი შენთან ერთად ზურგით უტარებია. განა ადვილია მოგშორდეს ადამიანი რომელზედაც იმედებს ამყარებ, მაგრამ რას იზამ. ნოდარმა საბუთები მოამზადა, იგი პენსიაზე გავიდა, მაგრამ… ვერც შეველიეთ და ვერც შეგველია, ისევ ჩვენს გვერდით დარჩა, ჩვენთან მუშობდა - კიდევ სამ წელიწადს. მართლაც უბერებელ მუხასავით ძლიერი იყო ნოდარი, წლებმა ვერაფერი დააკლო და მაინც იბადება კითხვა, - როგორ მოხდა რომ მთელი 42-წელიწადი სახანძროში დაჰყო მეხანძრის პროფესიით? იქნებ ჯამაგირმა შეაჩერა, მაგრამ არა, მთელი 15 -წელიწადი მისი ხელფასი 30 -მანეთს შეადგენდა. შემდგომ წლებში 65 -მანეთს შეადგენდა. მაშ, იქნებ მაღალი თანამდებობის მოლოდინმა შეაჩერა? - არა, მას თანამდებობა არასდროს ხიბლავდა, მრავალჯერ შეუთავაზებიათ, უთხოვიათ კიდევაც ყარაულის უფროსად გადასვლა, მაგრამ არ დათანხმებულა- ათეულის მეთაურად დარჩა ბოლომდე; ახლა იგი დამსახურებულად ისვენებს - პენსიაზეა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე ვუსურვოთ ღვაწლმოსილ ნოდარს.

ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.61-64


ნოდარ გურგენაძე


ასევე ნახეთ:

ლევთერ ჭოჭუა - ნოდარ გურგენაძე

ლევთერ ჭოჭუა - წლები და ადამიანები

ლევთერ ჭოჭუა - ერთხელ ნადირობაზე

ლევთერ ჭოჭუა - ვეტერანი მეხანძრეები

ლევთერ ჭოჭუა - ჩემი თავგადასავალი

ლევთერ ჭოჭუა - ფოთელ მეხანძრეთა გამარჯვება
1831
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.