საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

მოსკოვი. 1907 წლის ზაფხული. ლუბიანკაზე „გიჟური“ სიჩქარით მიქრის ავტომობილი სახურავის ნაცვლად კიბით და მეხანძრეებით ბრინჯაოს ჩაჩქანებით. მძღოლის გვერდით ამაყად ზის ულვაშა ბრანდმეისტერი... სწორედ ასე გამოიყურებოდა პირველი გასვლა „დაუნდობელი“ ეკიპაჟისა მოსკოვის ხანძარზე.

1904 წელს სანკტპეტერბურგის ფაბრიკაში აიგო პირველი რუსული სახანძრო ავტომობილი, აღჭურვილი ცხრაძალიანი ერთცილინდრიანი მამოძრავებლი ფრანგული ფირმის „Де Дион“-ის. ავტომობილში იყო 10 ადგილი მეხანძრეებისთვის, ორი ხის კიბე, 170 მეტრის სახელოები და სტენდეტი - კალონკა წყალგამტარ კრანზე მისამაგრებლად. 10 ივნისს მანქანა შეიძინა ალექსანდრა-ნევსკის სახანძრო ნაწილმა და იმავე დღეს ამოქმედდა ხანძრის ქრობაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომობილი საბრძოლო განაკვეთით ხანძრის ადგილზე თხუთმეტი წუთით ადრე მივიდა, საცხენო ეკიპაჟთან შედარებით. ასე დაიწყო „წითელი რკინის ცხენების“ ერა : ავტომობილი შევიდა სახანძრო დაცვის სამსახურში.
საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

სახანძრო ავტომობილი „Леснер“

რუსული საავტომობილო წარმოების პიონერები - ფირმები „Фрезе и К0“, „Леснер“, „Пузырев“ - აქტიურად ეძებდნენ ახალ კლიენტებს და სთავაზობდნენ სახანძრო დაცვას სპეციალურად აღჭურვილ ავტომობილებს საკუთარ წარმოებისას. სახანძრო ავტომობილების გამოშვება არამხოლოდ კომერციულად მომგებიანი იყო, არამედ ეს იყო თავისებური პრომო-აქცია: საავტომობილო რბოლებს რუსეთში არ აწყობდნენ, ხოლო სახანძრო მანქანები - ნათელი, ხმაურიანი და ჩქარი - იყო ბრწყინვალე „რეკლამა ბორბლებზე“. თუმცა სამამულო მანქანათმშენებლები უკვე მაშინ ჩამორჩებოდნენ უცხოელ კონკურენტებს წარმოებაში და შედეგად პროდუქციის თვითღირებულებაში. მეფის რუსეთში უფრო ხელსაყრელი იყო ავტომობილის იმპორტირება, ვიდრე თავად აშენება. ამიტომ „მეფის სამსახურის“ ვაკანტური ადგილები ძირითადად ფრანგული და გერმანული მარკის მანქანებს ეკავათ.

ქვეყანაში ყველაზე მსხვილი რუსულ-ბალტიური სავაგონო ქარხანა(РБВЗ), რომელმაც სახანძრო მანქანები პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე გამოუშვა, ვერ ცვლიდან სიტუაციას კარდინალურად. სულ პირველის სახანძრო ლინეიკის ისტორია მრავალმხრივ სამაგალითოა. ავტომობილი „Руссо-Балт Д24-40“ წარმოდგენილი იქნა სანკტპეტერბურგის მანქანების გამოფენაზე 1913 წლის მაისში. დედაქალაქიდან ის გაემგზავრა თავის პატარა სამშობლოში - რიგაში, პეტროვსკის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების განკარგულებაში პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ავტომობილები მობილიზირებულ იქნა, და პირველი „სახანძრო“ აღჭურვეს მობილურ მედპუნქტად. წითელი ჯვრით კორპუსზე ის გაემგზავრა წინა ხაზზე , სადამდეც რიგიდან ერთი ხელის გაწვდენა იყო. ფრონტზე მისი კვალი იკარგება. წინ გავუსწრებთ მოვლენებს და აღვნიშნავთ, რომ 65 წლის შემდეგ მკვლევარ ენთუზიასტების გუნდმა აღადგინა ორიგინალური დეტალებისგან იმ ეპოქის წითელი სახანძრო ავტომობილი Д24-40: მან მიიღო ადგილი რიგის ავტომობილების მუზეუმში.
საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

სახანძრო ავტომობილი „Руссо-Балт Д24-40“

ორმა რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა ქვეყანას ახალი სატრანსპორტო საშუალებები არ შემატა. 1918 წელს მოსკოვის მშრომელთა საბჭოს და სამხედრო დეპუტატების ინიციატივით დაიწყო აღდგენა და აღჭურვა ძველი ჩამოწერილი სატვირთოებისა სახანძრო მანქანებად, რომელთა ნაკლებობა ქალაქში საკმაოდ მწვავედ იგრძნობოდა. დედაქალაქის პეტროგრადიდან მოსკოვში გადატანის შემდეგ უფრო საჭირო იყო „მარკის დაჭერა“ , ამიტომ ცდილობდნენ მოსკოველი მეხანძრეები ყველა საჭირო საშუალებით აღეჭურვათ. შედეგად 1922 წელს ქალაქის სახანძრო რაზმი დაახლოებით 30 მანქანისგან შედგებოდა - და ეს ორ მილიონ მოსახლეობაზე! თითოეული სახანძრო შემადგენლობის მნიშვნელობის გადაჭარბებულად შეფასება შეუძლებელი იყო : მეხანძრეებს იმის პატივიც კი ერგოთ რომ წითელ მოედანზე საკუთარი აღლუმები ჩაეტარებინათ.

1925 წელს შეიქმნა ქარხანა „ავტოპრომტორგი“, რომელიც ქალაქისთვის საჭირო ავტომობილებს უშვებდა ქარხანა, რომელიც მიუსის მოედანზე მდებარეობდა, უშვებდა ლინეიკებს, ავტოტუმბოებს, მექანიკურ მოძრავ კიბეებს. მალე დედაქალაქის ავტოპარკი კიდევ სამოცდაათმა ავტომობილმა შეავსო „ავტოპრომტორგისგან“. მათ სრულიად გააქრეს მოსკოვის ქუჩებიდან „ძველმოდური“ საცხენო შემადგენლობები.
საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

სახანძრო ლინეიკა «Автопромторга» -ს წარმოების იაროსლავის ქარხნის სატვირთოს შასიზე „Я-3“

1928 წელს მეხანძრეების შეიარაღებაში გამოჩნდა პირველი საბჭოთა მოდელი АМО-Ф-15, რომელიც მოსკოვში გამოუშვეს. მანქანები აღჭურილი იყო მბრუნავი ტუმბოებით, რომელთაც შეეძლოთ სახელოებში ყოველწამს 20 ლიტრი წყალი მიეწოდებინათ. სამი წლის შემდეგ მის შემცვლელად გამოჩნდა უფრო სრულყოფილი მანქანა ცენტრალური ტუმბოთი - АМО-4. მალე ისიც შეცვალეს ახალმა მძლავრმა ЗИС-11 -ებმა - ავტომობილმა გრძელბაზურ შასეზე ლეგენდარული ЗИС-5.

სპეციალიზირებულ სახანძრო მანქანებს ეწოდებოდათ - ПМЗ და ПМГ, რაც იშიფრებოდა როგორც „სახანძრო მანქანა ЗИС“ და „სახანძრო მანქანა ГАЗ“. იმის მიხედვით თუ რა აღჭურვილობა იყო ავტომობილზე განლაგებული მას მიეკუთვნებოდა ინდექსი . ასე მაგალითად, ПМЗ -1 და ПМГ - 1 წარმოადგენდნენ ლინეიკებს, ПМЗ -2 და ПМЗ - 3 - ავტოტუმბოებს ცისტერნებით. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ავტოპარკი იზრდებოდა მანქანებით გაზკვამცდაცვისა, პროჟექტორული მოწყობილობებით, კავშირის და ნახშირმჟავის ქრობის ავტომობილებით. სტალინური გენგეგმა მოსკოვის განვითარების ითვალსიწინებდა მაღალი შენობების აგებას, რომელთა მომსახურება ექსტერნულ სიტუაციაში უნდა უზრუნველეყოთ მძლავრ და სწრაფმავალ ავტომობილებს. დიდი სამამულო ომის დაყებისას სწორედ ПМЗ და ПМГ დადგნენ საბჭოთა ქალაქების დასაცავად.
საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

სახანძრო АМО-Ф15

ომის შემდეგ აშკარა გახდა „პასუხიმგებლობის ზონების“ განსაზღვრა“ ავტომობილებისთის ПМЗ და ПМГ, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთი მეორისგან წონით და ტვირთის მოცულობით. ПМЗ -ს უპოვეს გამოყენება დიდ ქალაქებში, სადაც კიბეებიც უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო და ჭავლიც უფრო ძლიერი, ხოლო უფრო მარტივი ПМГ - მცირე დასახლებულ პუნქტებში და სოფლებში. თავისი სპეციფიკა ქონდა სახანძრო მანქანებს , რომლებიც შექმნილი იყო არმიისთვის, ავიაციისთვის, ნავთობ მოპოვებისთვის. გამოჩნდა სპეციალური მანქანებიც ამაღლებული გამავლობით შასეზე ГАЗ-бЗ, ЗИЛ-157, ЗИЛ-131, აეროდრომული „მეხანძრეები შასეზე მრავალტონიანი „МАЗ“-ების, „Урал“-ების“ და „КамАЗ“-ების, მანქანები მოცულობითი ხანძრების ლიკვიდაციისთვის ნავთობისა და გაზის საბადოებზე, ტანკების ბაზაზე.

და მაინც ყველაზე ცნობილი და მასიური გახდა მრავალრიცხვოვანი ვარიანტი სახანძრო ავტომობილებისა ЗИЛ-130-ის ბაზაზე, რომლებიც უცვლელად ატარებენ თავის ვახტას უკვე ნახევარი საუკუნეა. მათი ძირითადი გამომშვებები იყვნენ პრილუკსკის და ტორჟოკსკის ქარხნები ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობისა.

მოდელური რიგი საბჭოთა კავშირში წარმოებული სახანძრო ავტომობილებისა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ მასში ადგილი აღმოჩნდა აგტაციური ავტობუსებისთვისაც კი შასეზე КАвЗ-651, რომელსაც მოსახლეობაში ასახსნელი სამუშაო უნდა ჩაეტარებინა: მიიჩნეოდა რომ ეს ზრდიდა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ეფექტურობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასეთ ავტობუსში განლაგებული მასშტაბური კინოეკრანი, რომელზეც ქუჩაში ფილმებს დღისითაც უშვებდნენ. გამოდიოდა სპეციალური საშტაბო ავტომობილები და ავტობუსები, კავშირის და შეტყობინების მანქანები.
საბჭოთა და რუსული სახანძრო ავტომობილების ისტორია

სახანძრო ლინეიკა ПМГ-1, ГАЗ-ის შასიზე

АЦ-2 კიდევ ერთი ძალიან პოპულარული საბჭოთა სახანძრო ავტომობილი ЗИЛ - 131 -ის შასეზე. მცირე ცისტერნით მაშინვე იდგმევა წყლის წყაროზე: АЦ-2 -დან გაიყვანება მაგისტრალური სახელო АЦ -1-ისთვის. სერიოზული ხანძრის დროს АЦ-2 -ს მაშინვე შეუძლია წყლის მიწოდება სტაციონარული ლაფეტის ლულიდან, რითაც აფერხებს ცეცხლის გავრცელებას, და მხოლოდ შემდეგ შეიძლება დაყენდეს წყლის წყაროზე.

ავტოცისტერნები АЦ-1 ГАЗ-33081 ის შასეზე, რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს აალებულ ობიექტთან. ავტოცისტერნიდან აწოდებენ პირველ ლულას. АЦ-1 ასევე ემსახურება ხანძრის ადგილზე პირადი შემადგენლობის მიყვანას და ცეცხლსაქრობი საშუალებების (წყალი, ფხვნილი), სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, საავარიო სამაშველო ინსტრუმენტების მიტანას.

ავტოკიბე, განკუთვნილია სიმაღლეზე პირადი შემადგენლობის ასასვლელად და ცეცხლსაქრობი საშუალებების ასატანად, ტვირთის გადატანისთვის ამწეკრანის პრინციპით. აქვს ძირითადად ჰიდრავლიკური ან ელექტროჰიდრავლიკური მოყვანა.

წყარო:carakoom.com

517
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.