ვასილი ბარამიძე
მართალია მეხანძრეებს სხვადასხვა ხასიათის ხანძრეებთან უხდებათ ბრძოლა, მაგრამ მათ შორის ყველაზე სახიფათო მაინც ის ხანძრებია, რომლებსაც თან აფეთქება და ინტესიური წვა ახლავს.
1964 წლის 15 დეკემბერს ღამით კაჭრეთის რკინიგზის სადგურთან მოხდა სატვირთო მატარებლის ავარია. მატარებლის შემადგენლობაში იყო ბენზინით სავსე ხუთი ცისტერნა. გაჩენილი ხანძრის შედეგად მეტად რთული და საშიში ვითარება შეიქმნა. იწვოდა დაღვრილი ბენზინი, მოსალოდნელი იყო ცისტერნების აფეთქება. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ არ იყო წყლის მომარაგების და ქაფქიმიური ქრობის საშუალებანი.
ხანძრის ჩასაქრობად მოვიდა ქალაქის ნაწილების და ნებაყოფლობითი რაზმების ხუთი სახანძრო ავტომანქანა, აგრეთვე ორი სახანძრო მატარებელი გურჯაანისა და ნავთლუღის სადგურებიდან. დილისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იყო, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ რკინიგზის ხაზზეც აღდგა მოძრაობა. ამ რთული ხანძრის ქრობის დროს ყოველმა მებრძოლმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. მათ შორის განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი საგარეჯოს პროფესიული სახანძრო რაზმის უფროსმა ა.კურდღელაშვილმა, გურჯაანის პროფესიული სახანძრო ნაწილის მეხანძრემ გ.ელიზარაშვილმა და კაჭრეთის ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმის უფროსმა გ. კუპრაშვილმა. ისინი დაჯილდოვდნენ მედლით „ხანძარზე მამაცობისათვის“.
წიგნი „ცეცხლთან ბრძოლა“ თბილისი 1973 წელი გვ.183
კომენტარები -3