მამაცური ბრძოლის ეპიზოდები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » მამაცური ბრძოლის ეპიზოდები

მამაცური ბრძოლის ეპიზოდები

ლევთერ ჭოჭუა

***

ეს იყო 1966 წელს, მზემ თავისი მადლიანი სხივები უხვად მოაფრქვია კოლხეთის მიწა-წყალზე, მწვანით შემოსილ ბაღ-ვენახებში ფრთოსანთა გალობა ისმოდა. მუშა-მომსახურეები სამუშაოდ მიეშურებოდნენ. ფოთელი მშრომელების ყურადღება უეცრად გამაყრუებებლი სროლის ხმამ შეიპყრო. წუთიც და ნათელი ლაჟვარდოვანი ზეცა ღრუბლისმაგვარმა ვეება კვამლმა დაფარა. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კვამლის ვეება ბოლქვები ცისკენ უწყვეტ ნაკადად მიემართებოდა. განუწყვეტლივ გაიმოდა აფეთქებათა ხმა. ხალხი გაოცებული შეჰყურებდა სტიქიურ უბედურებას, თუმცა არავინ იცოდა, თუ რა ხდებოდა. კვამლმა თითქმის მთლიანად გადაფარა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
ქალაქში სახანძრო მანქანების ხანძრის მაუწყებელი სირენის ხმა გაისმა. მეხანძრეები მიეშურებოდნენ ხანძრის ადგილისაკენ, იწვოდა ერთ-ერთი საუწყებო ობიექტი.
ძნელად წარმოსადგენი და ასაწერია მგომარეობა, რაც იქ ხდებოდა. ობიექტი ცეცხლისა და კვამლის ალში იყო გახვეული, ხანძრის ადგილიდან 30-40 მეტრზე ტემპერატურა 45 გრდაუსს აღემატებოდა. ხანძართან ბრძოლა სიცოცხლისათვის დიდ საფრთხეს ქმნიდა, მაგრამ ფოთის სახანძრო დაცვის პირადმა შემადგენლობამ მისი უფროსის შ. სალუქვაძის ხელმძღვანელობით მედგრად შეუტია გამძვინვარებულ სტიქიას. თითოეულმა მეხანძრემ იცოდა, რომ ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი ხიფათი, მაგრამ ისინი არ შემდრკალან, სწამდათ, სჯეროდათ, რომ იცავდნენ სოციალისტურ მონაპოვარს, რომ ხანძართან ჭიდილი მხოლოდ მამაცებს ძალუძთ, ხანძრის დამარცხება კი საამაყო და საგმირო საქმეა. სწორედ ამ გრძნობებით იყვნენ ისინი გამსჭვალულნი, როდესაც სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით უტევდნენ ხანძრის მრისხანე სტიქიას. ხანძრის ქრობა ბოლო სტადიაში იყო შესული, მეხანძრეები ახლა უფრო მშვიდად ნაცვლებოდნენ ერთმანეთს საბრძოლო პოზიციებზე. სახანძრო მანქანები წყლის წყაროზე იყვნენ განლაგებულნი და თითოეული მანქანიდან მაქსიმალურად სწარმოებდა ლულების მიწოდება. საზრიანი და სწრაფი იყო მეხანძრეთა მოქმედება, რომლის ერთიანი ძალით სტიქიამ უკან დაიხია, ხანძარი ჩაქრა. კვამლით გარუჯული მამაცი მეხანძრეები უკვე ღიმილით ერთმანეთს ულოცავდნენ გამარჯვებას.
ხანძარზე გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის 7 მეხანძრე დაჯილდოვდა მედლით ‘’ხანძარზე მამაცობისთვის“, ესენი არიან: ბ. ბჟალავა, რ. ლაბარტყავა, ჯ. წუწუნავა, ჯ. სოსელია, ტ. კილასონია და ს. გურგენაძე, სახანძრო დაცვის უფროსი შ. სალუქვაძე კი დაჯილდოვდა ‘’წითელი ვარსკვლავის’’ ორდენით. ხუთ მუშაკს გამოეცხადა რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს მადლობა.
***

1967 წლის დეკემბერია, აღმოსავლეთის ქარი გვიან ღამით დასავლეთის ქარმა შეცვალა, წვიმის წვეთები კი - თოვლის ფიფქებმა. ქალაქი მყუდროებას მოეცვა არ ეძინათ მხოლოდ სახანძრო დაცვის მუშაკებს, ისნი როგორც ყოველთვის, ახლაც ფხიზლობენ. შუა ღამე გადასული იყო, როდესაც სახანძრო დაცვის ცენტრალურ სადისპეჩერო პუნქტში ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. დისპეჩერმა მიიღო ცნობა ქალაქის - საავადმყოფოში ხანძრის შესახებ, წამიც და ჩაირთო ხანძრის მაუწყებელი განგაში, სახანძრო ავტომანქანების ხმოვანი სიგნალი არღვევდა ქუჩებში მყუდროებას. ისინი მიემართებოდნენ შემთხვევის ადგილისკენ, მალე გამოჩნდა ცად ატყორცნილი ცეცხლის ალი. ცეცხლი გაჩენოდა საავადმყოფოს ოსართულიანი შენობის სხვენის სათავსოს და ვრცელდებოდა ავდმყოფთა პალატებისაკენ, ხანძრის ჩაქრობა ადვილი როდი იყო, იგი დაკავშირებული იყო ბევრ სიძნელეებთან. ჯერ ერთი, საშიშროება ემუქრებოდა ასამდე ავადმყოფს, ამასთან ძლიერი ქარის მეშვეობით ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა, ავადმყოფთა და ქონების ევაკუაციისათვის საჭირო იყო მუშა ხელი, მაგრამ ასეთ დროს ადამიანები ხომ ღრმა ძილს არიან მიცემულნი. დაყოვნება არ შეიძლებოდა, აქ მეხანძრეებმა გამოავლინეს უდიდესი ძალა და ენერგია, ყარაულის უფროსმა ბ. ძაძამიამ გასცა განკარგულება გასაშლელი კიბის გამოყენებით ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგო ორი ‘’ბ’’ ლულის აღმართვის შესახებ, ხოლო მეორე სართულის დაცვაზე- ორი’’ბ’’და ხანძრის კერაზე ორი ‘’ა’’ ლულების მოწოდებაზე. ის-ის ოყი მეხანძრეებმა დაიკავეს თავიანთი საბრძოლო პოზიციები, რომ სახანძრო დაცვის უფროსი შ. სალუქვაძეც გამოცხადდა ხანძრის ადგილზე, აიღო რა თავისთავზე ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა, მან განკარგულება გასცა დამატებით ორი სახანძრო ავტოცისტერნის გამოძახებაზე, შეიქმნა ხანძრის ქრობის ოპერატიული შტაბი, დამატებითი ძალები და საშუალებები განაწილდა საბრძოლო უბნებზე. გამოძახებულ იქნა მედპერსონალი და მილიციის მუშაკები, რომლებსაც მიეცათ კონკრეტული დავალებები ავადმყოფთა და ქონების საევაკუაციოდ. უნდა აღინიშნოს, რომ აქ მოთავსებულნი იყვნენ მძიმე ავადმყოფებიც, საფრთხეში იყო ათეულ ადამიანთა სიცოცხლე, პალატების თავზე ხანძარი ბობოქრობდა, ცეცხლის ენებმა ალაგ-ალაგ პალატებში შეაღწია, საცაა ჭერიც ჩამოინგრეოდა. მეხანძრეებთან ერთად მედპერსონალის აქტიური მონაწილებით ევაკუირებულ იქნა ასი ავადმყოფი და ძვირფასი აპარატურები. საბრძოლო უბნებში კი მეხანძრეები მამაცურად უტევდნენ სტიქიას...
გათენდა. დასავლეთის ცივი ქარი შავღრუბლებს აღმოსავლეთისაკენ მიერეკებოდა, ზოგჯერ ხოშკაკალსაც წამოუშენდა ხოლმე. ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში აღწევდა, საავადმყოფო შენობის სახურავიდან კი მხოლოდ ორთქლი ამოდიოდა; ახლა უკვე ცხადი იყო რომ გამძვინვარებული ხანძარი, რომელიც საავადმყოფოს განადგურებით ემუქრებოდა და ავადმყოფებს კი სიცოცხლის საფრთხეს უქადდა, დამარცხებული იყო.

***

ქ. ფოთში ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტია, ბევრიც უნიკალური შენობაა. მათ შორის ერთერთი ისტორიული ნაგებობაა ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეტრი. ეს კულტურის უძველესი კერა თავისი არსებობს მეასე წელიწადს ითვლის და სულ მალე საქვეყნოდ აღინიშნება მისი დაარსების საიუბილეო ასი წლისთავი, თეატრის შენობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა აღმართული და თავისი ფაქიზი მშვენიერებით ვის არ ხიბლავს, იგი ამაყად გადაჰყურებს მთელ ქალაქს, რომლის ქუჩები ნიკო ნიკოლაძის მიერ ისეა დაგეგმილი, რომ მათი ბოლოებიდანაც ნათლად მოჩანს თეატრის შენობა.
ამ ორიოდე წლის თავზე გვიან ღამით თეატრის მესამე სართულზე ხანძრმა იფეთქა. საერთოდ თეატრში ხანძრის ქრობის თავისებურება დიდად განსხვავდება სხვა ობიექტებიაგან. ეს კარგად იცოდნენ ფოთელმა მეხანძრეეებმა, მათ არა ერთხელ ჩაუტარებიათ აქ საგარნიზონო სახანძრო ტაქტიკური სწავლება, ობიექტის ტექნიკური დახასიათების შესწავლამ შეუწყო თეატრში გაჩენილი ხანძრის წარმატებით ქრობას, ხანძარი ლიკვიდირებულ იქნა ოციოდე წუთში უმნიშვნელო ზარალით.

ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.12-16
391
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.