საიმედო ფარი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

საიმედო ფარი

ლევთერ ჭოჭუა

ამ ხატოვანი სიტყვით გამოხატავენ ფოთის მშრომელები ქალაქის სახანძრო დაცვის გარნიზონისადმი ნდობასა და პატივისცემას. ისინი ხომ არაერთხელ ყოფილან მოწმენი მისი საბრძოლო შემართებისა, როცა გამძვინვარებულ ხანძრის სტიქიას საიმედოდ აღუდგებოდნენ ხოლმე წინ ფოთელი მეხანძრეები. დაცვის გარნიზონის საბრძოლო მომზადების დონე განსაკუთრებით ამაღლდა ბოლო ათეულ წელიწადში.
1958-1964 წლებში სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილედ მუშაობდა რ. ალასანია, ამჟამად იგი ფოთის შს განყოფილების სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის უფროსად მუშაობს.
სახანძრო დაცვის ძლიერებას ხელს უწყობდა პარტიისა და მთავრობის სისტემატიური ზრუნვა, რაც გამოიხატებოდა შესაბამისი დადგენილების მიღებით. ამის დამადასტურებელი ფაქტები ბევრია. ასე მაგალითად: 1956 წელს ფოთში აშენდა მეორე სახანძრო ნაწილისათვის ორსართულიანი კაპიტალური შენობა. 1964 წელს მას მიემატა მესამე სახანძრო ნაწილისათვის ასეთივე კაპიტალური და კეთილმოწყობილი ნაგებობა, ამავე ნაწილის ტეროტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, სადაც სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის შს პოლკოვნიკის ე. გიორგაძის ინიციატივით აშენდა ოთხბილიკიანი სახანძრო კოშკი და შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარი. ყოველწლიურად მიმდინარეობს მოძველებული სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ახლით შეცვლა.
ფოთის სახანძრო დაცვას არაერთხელ სწვევიან საქართველოს შსს სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსი, შ/ს პოლკოვნიკი ე. გიორგაძე, სამმართველოს უფროსის მოადგილეები, შ/ს პოლკოვნიკები: ო, მხეიძე და ჯ. ე. სურმავა, სამსახურის განყოფილების უფროსი, შ/ს პოდპოლკოვნიკი ნ. გ. წიკლაური, აგიტაცია- პროპაგანდის განყოფილების უფროსი, შ/ს მაიორი გ. ფ. მაისურაძე და სხვები. მათი ჩამოსვლა მუდამ საქმიანი და ეფექტური იყო, იგრძნობოდა მეტი პასუხისმგებლობა, საქმისადმი თავდადება. ისინი ქმედით დახმარებას უწევდნენ სახანძრო დაცვის საბრძოლო კოლექტივს, ეცნობოდნენ მის ბრძოლისუნარიანობას და ობიექტების სახანძრო უშიშროების მდგომარეობას, შესაბამისად სვამდნენ საკითხებს პარტიის საქალაქო კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკოვის წინაშე, ადგილზევე წყვეტდნენ არაერთ საჭირბოროტო საკითხებს:
ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონის საშტატო ერთეული დღეისათვის შეადგენს 200 კაცს, აქედან 122 მუშაკი საბრძოლო და პოლიტმომზადების ფრიადოსანია. სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული პირველი სახანძრო ნაწილი ატარებს ფრიადოსანი ნაწილის საპატიო წოდებას. „საპატიო ნიშნის“ ორდენოსანია ერთი მუშაკი, მედლით „ შრომით მამაცობისთვის“ დაჯილდოვებულია ორი, მედლით „ხანძარზე მამაცობისთვის“- ოთხი, ხოლო სამკერდე ნიშანს „ ფრიადოსანი მეხანძრე“, ატარებს 12 მუშაკი.
მართალია, ფოთის სახანძრო დაცვის გარნიზონის საქმიანობა წლითიწლობით უმჯობესდებოდა, ხანძრებთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი იყო, მაგრამ ეს როდი იყო საკმარისი. ზოგჯერ ძლიერი დაკვამლიანების გამო შეუძლებელი ხდებოდა გადამწყვეტი მიმართულებისა და იერიშის მიტანა კერაზე. დღის წესრიგში დადგა საკითხი გაზკვამლდაცვის სამსახურის შექმნაზე. ეს სამსახური თავისი სპეციფიკით მეტად რთულია და ამიტომ მისი ათვისება წლების მანძილზე გაჭიანურდა.
რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობის დახმარებითა და დაჟინებული მოთხოვნით ეს ზღუდეც გადალახულ იქნა. შეძენილ იქნა ჟანგბადმაიზოლირებელი აირწინაღები, ინვენტარ-მოწყობილობები, შეიქმნა საამისო ბაზა. გზაკვამლდაცვის სამსახურის ოსტატად დაინიშნა ვ. სოხაძე, რომელმაც მოსამზადებელი კურსები თბილისსა და ბათუმში გაიარა, მართალია, დასაწყისში ნელი ტემპით მიმდინარეობდა გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების მომზადება, მაგრამ დღეს ეს სამსახური ერთ-ერთი მოწინავეა რესპუბლიკაში.
1979 წლის დამლევს ქ. თბილისში გაზკვამლდამცველთა შორის გამართულ შეჯიბრებაზე ფოთის გუნდმა პირველი ადგილი დაისაკუთრა და გარდამავალი თასით ხელდამშვენებული დაბრუნდა უკან. ამ შეჯიბრებაზე ფოთის სახანძრო დაცვის ნაკრებმა გუნდმა უკან ჩამოიტოვა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და სხვა ქალაქების გაზკვამლდაცვის სამსახურის გუნდები.
გაზკვამლდაცვის სამსახურმა წარმატებით ლიკვიდაცია უყო საოკეანო თევზჭერის სამმართველოს გემ „გურიაზე“ და ნავსადგურის საცხოვრებელი სახლების მეოთხე სართულზე გაჩენილ ხანძრებს.
აღნიშნული სპეცსამსახური სახანძრო დაცვის სამმართველოს ინიციატივითა და უშუალო დახმარებით იქნა შექმნილი ქ. ფოთში, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე არიან სახანძრო საქმის ენთუზიასტები, რომლებსაც ძალუძთ კიდევ უფრო წინ წაწიონ ეს მეტად დიდმნიშვნელოვანი დარგი სახანძრო დაცვის სისტემაში.
ამჟამად ფოთის მეხანძრეთა წინაშე დგას ახალი ამოცანა - სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიურად მომზადების ღონისძიებათა პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებულია სითბოკვამლსაკნის აშენება. რაც უთუოდ შეუწყობს ხელს პირადი შემადგენლობის მომზადების დონის ამაღლებას.
ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.20-23
2131
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.