„ყოველი მეხანძრე გმირია“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

„ყოველი მეხანძრე გმირია“

დალი თორდინავა

„ყოველი მეხანძრე გმირია“ ძნელია ალბათ ამდენი გმირის თავკაცობა და კიდევ უფრო ძნელია წერო ასეთ ადამიანებზე, რადგან ერთად ამდენი საქმის მცოდნე და თავდადებული ადამიანის ერთად, ერთ მუშტად შეკვრას დიდი ძალისხმევა სჭირდება ასე ვთქვათ, ხელოვნებაა. ხელოვნება კი არ ისწავლება, იგი ნიჭია და მისით ადამიანი ჯილდოვდება. თანდაყოლილი ნიჭია სწორედ ეს ნიჭი დავინახე ჩემს რესპოდენტში.
გოჩა მურღულია 1971 წელს დაიბადა ქ.ფოთში. ოჯახში ოთხი და-ძმა იზრდებოდა ამიტომ სიყვარული, ურთიერთ გატანა და თანადგომა ბავშობიდანვე შეისისხლხორცა. ბებიასეულ სახლში ცხოვრობდნენ თითქმის ქალაქის გულში, ბაგრატიონის ქუჩაზე როგორც მრავალსულიან ოჯახს ბინა მისცეს და მიუხედავად უფრო დიდ ფართს აძლევდნენ მაგრამ თავიანთ უბანში უფრო ნაკლებ ფართს დათანხმდნენ.
გოჩა 1977 წელს რკინიგზის მე-16 საშუალო სკოლაში იწყებს სწავლას და 1988 წელს დაამთავრა 11 კლასი. გაზაფხულზე 1989 წელს სამხედრო სავალდებულო წრთობა„ყოველი მეხანძრე გმირია“ გერმანიაში გაიარა. ჯარიდან 1991 წელს დაბრუნდა. ქვეყანაში თავისუფლება კი დახვდა მაგრამ ძმათა ომის, დენთის სუნი ტრიალებს. ყველა დაძაბულია გოჩამაც გადაწყვიტა თავად გამოენახა ოჯახის, დებისა და ძმის თანადგომის გზა. ჰაერი, ჯერ კიდევ არ იყო მოწამლული რუსეთის სიძულვილით. 1998 წელია. იგი მუშაობას სუფსის ტერმიანლის სახელმწიფო დაცვის სამსახურში იწყებს. პარალელურად განათლებასც ღებულობს სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს 2004 წელს.
2008 - 09 წლებში დაცვის პოლიციაშია. ამ დროს დები და ძმა ქართულ ოჯახებს ამრავლებენ. ძმამ ბებიასეულ ოჯახს მიხედა. სამი შვილის მამაა. უფროსი და მანანა ზუგდიდიში გათხოვდა და ქალ-ვაჟი ჰყავს. უმცროსი მარინა ფოთშია გათხოვილი და სამი ქალიშვილის დედაა. ამ მხრივ ჩვენს რესპოდენსტს თავმოსაწონი არაა აქვს, არ მინდა საყვედურის მაგვარი მეთქვა ამ წერილში მაგრამ ვერ შევძელი გოჩას მონაცემების ქართველს არაა აქვს უფლება ჯანსაღი გენი დაუკარგოს ქვეყანას, ეს ღალატია!!!
როცა მასთან ვსაუბრობდი თავში წამოტივდივდა ბავშობის მოგონებები. 50-60 -იან წლებში სიღარიბე არც უცხო იყო და არც დასაძრახი. ეს ცხოვრება იყო ასეთი. მაგრამ ყველა ოჯახი ალალ პურს ჭამდა და შვილების სწავლისათვის ყველაფერს აკეთებდა. მყავდა თანაკლასელი ბიჭი ასეთი ოჯახიდან, მაგრამ საოცრად დინჯი თავის ასაკთან შედარებით „ყოველი მეხანძრე გმირია“რომელიც „ქედმაღლობაში“ გადადიოდა. გავიდა ხანი და ეს პატარა ბიჭი „დიდი კაცი“ გახდა მე ვამტკიცებდი „ვიცოდი, მას ეს მე ბავშობაში შევნიშნე მეთქი“, ამიტომ ვამბობ და ვამტკიცებ ადამიანს ცხოვრებაში თავის ადგილს უფალი ურჩევს. „პატარას ვერ შესთავაზებ.“ 2013 წელს გოჩა მოდის ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურში, უფროსის მოადგილედ.
აი, რას წერდა წლების წინ სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსი მის შესახებ:
„სულ ორიოდე წელია რაც ამ სისტემაში მუშაობს, თუმცა ძნელია მონახო პიროვნება, რომელსაც დროის ასე მცირე მონაკვეთში მიეღწიოს თვალსაჩინო წარმატებისათვის. მუშაობის დაწყებისათანავე შეხვდა მას მრავალი დაბრკოლება, მაგრამ უკან არ დაუხევია. მისმა პრინციპულობამ, დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგულებამ, დისციპლინამ და შეუვალობამ ყველა სახის წინააღმდეგობა გადალახა არჩეული პროფესიის ათვისებაში, მისმა დაუოკებელმა სწრაფვამ შეაძლებინა მას გამხდარიყო დარგის კარგი სპეციალისტი.
გოჩა მურღულია დღენიადაგ იღწვის დისციპლინისა და საბრძოლო მომზადების კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის და აღწევს კიდეც..“
ვაგრძელებთ საუბარს სამსახურსა და პერსპექიტივებზე.
„ყოველი მეხანძრე გმირია“

ამ სამსახურით არ გადავაჭარებებ თუ ვიტყვი, ადამიანები „იწამლებიან“. ერთხელ თუ აუღე ალღო მერე ვერ გაძლებ მის გარეშე. აზარტულ თამაშსა გავს. მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. მითხარით განა ყოველი მეხანძრე გმირი არ არის? ხიფათს არ უშინდება და ამასთან აცნობიერებს რომ ერთი შეცდომა და ფატალურად დამთავრდება ყველაფერი. აქ მარტო თავს კი არ უფრთხილდები არამედ გვერდით მდგომ მეგობარსაც. ამიტომ უყვართ და უფრთხილდებიან ერთმანეთს.
წარმოდეგენილი მაქვს, როგორ განიცდით და ნერვიულობთ ყოველი ხანძრის დროს.
წარმოიდგინეთ რომ არა.მე იმდენად კარგად ვიცნობ ჩემს ბიჭებს, მჯერა მათი გამჭრიახობის, საქმის ცოდნის რომ არაფერი მოხდება გაუთვალიწიენებელი. დაარქვით ამას წინათგრძნობა. რომ შევნიშნო თუ რომელიმე მათგანი არაა, „განწყობილი ბრძოლისათის“ დარწმუნებული იყავით ეკიპაჟიდან მოვხსნი მე ხომ მათ სიცოცხლეზე ვარ პასუხისმგებელი.
გასული წლის ხანძრებმა მგონი მთავრობა დაარწმუნა რაოდენ საჭირო სამსახური ხართ, დაინახა ხარვეზებიც და მეხანძრეთა ვაჟკაცობაც, რომ თქვენ საიმედო ხელი ხართ. მას თანადგომა და ძირეული ცვლილებები ჭირდება.
„ყოველი მეხანძრე გმირია“

- ასეცაა უპირველესად შეიქმნა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვა და მას პრემიერ მინისტრი უხელმძღვანელებს რადგან სახსრების განკარგვის მექანიზმი შეიცვლება, შეიცვლება პასუხისმგებლობის პერიპეტიებიც, მჯერა საქმე უკეთესობისკენ წავა. ჩვენ ტექნიკის სრული განახლება გვჭირდება. ამას ყველაფერს კი ახალი ცვლილებები მოიტანს.
იმედიან ნოტზე ვამთავრებთ სამსახურებრივ დონეზე საუბარს პირადად მე მჯერა ჩვენი სახანძრო-სამაშველო სამსახურის გმირი ბიჭებისა და მისის თავკაცის ისინი იმსახურებენ ყველაზე საუკეთესოს თავიანთი გმირობისათვის.
623
    

კომენტარები -
2

RichardvoB 30 მარტი 2018 15:04
тройное удовольствие

-------


активатор windows 7 без вирусов
Josephseawl 10 მაი 2018 18:45
Готовые сообщения Что-ли

-----


покупка офиса

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.