ჩემი თავგადასავალი - 4 » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ჩემი თავგადასავალი - 4

ლევთერ ჭოჭუა

დასაწყისი - 1, 2, 3,
ჩემი თავგადასავალი - 4 კურიოზებიც ბევრი გვქონია. ერთ-ერთი მათგანი ასეთია, სამოციან წლებში როცა სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი, მეთაურთა მორიგეობა გვქონდა დაწესებული და ერთ-ერთი ჩემი მორიგეობის დროს გვიან ღამით შეტყობინება მოვიდა, იწვოდა ქუთაისში ერთ-ერთი საშენ მასალათა ბაზა და დახმარებას ითხოვდნენ. ჩვენ მალევე გავედით შემთხვევის ადგილისაკენ ერთი ავტოცისტერნით. ნისლიანი ღამე იყო, გზადაგზა უფრო მატულობდა ნისლი. სამტრედიას გავცილდით თუ არა ნისლის ბურანში იყო ყველაფერი გახვეული. გართულდა მხედველობა, ვერ ვარჩევდით გზას და მაინც წინ მივიწევდით, და როდესაც ქუთაისში შევედით, სქელი ნისლის ფენა მოდებია გზებსაც და შენობებსაც. შუა ღამეა ვინმე სულიერი არსაიდან ჩანს. - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე კუთხეში კაცი დავლანდეთ, ხელები მარჯვნივ ქონდა გაშვერილი. -ალბათ ავტოინსპექტორია მოძრაობის მიმართულებას გვანიშნებს, თქვა ყარაულის უფროსმა ბიჭიკო გაბელიამ, და ჩვენც მარჯვნივ გავემართეთ, კუს ნაბიჯებით მივიწევდით წინ, და როდესაც საკმაო მანძილი გავიარეთ ქუჩა გადათხრილი შეგვხდა (სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა). უკან მოვბრუნდით, სხვა რა გზა გქვონდა. გადავწყვიტეთ იმ ავტოინსპექტორს გავსაუბრებოდით, რომელიც გზაჯვარედინზე კუთხეში იდგა. მანქანა გავაჩერეთ ჩამოვედი ყარაულის უფროსთან ერთად და მივუახლოვდი იმ კაცს, რომელიც ისევ იმ ადგილზე იდგა ხელებგაშვერილი. მეგობარო, გვითხარით, სად ვართ რომელ ქუჩაზე, ხანძარზე მივდივართ დასახმარებლად, გზას ვერ ვიკვლევთ; გვითხარით რამე. ამასობაში ამ კაცის პირისპირ დავდექით, და აი საოცრებაც, კაცი რომელიც ავტოინსპექტორი გვეგონა ლენინის ძეგლი აღმოჩნდა, ისედაც პატარა ლენინი დაბალ კვარცხლბეკზე იყო დამდგარი. ამ დროს ფოთიდან რაციით შეგვატყობინეს, რომ ხანძარზე დახმარება უკვე აღარაა საჭირო და უკან დაბრუნდითო. ლენინს ბოდიში მოვუხადეთ დაშვებული შეცდომებისათვის და სიცილ ხარხარით უკან - ნაწილში დავბრუნდით. თენდებოდა, როცა ფოთში ჩამოვედით ალისფერი მზის სხივები მოფენოდა არემარეს, ნისლიც სადღაც გაფანტულიყო და ახლა მშვიდად ვიხსენებდით მომხდარს.
კიდევ ერთი შემთხვევა: სახანძრო-საგარნიზონო შეჯიბრება ტარდებოდა, მონაწილეობდნენ ქალაქის პირველი, მეორე, მესამე სახანძრო ნაწილები, საზღვაო - სამხედრო ნაწილები და გემთშემკეთებელი ქარხნის მეხანძრეთა ნაკრები გუნდები: სხვადასხვა ვარჯიშებთან ერთად ტარდებოდა საბრძოლო გაშლა სამკაპის გამოყენებით, ერთი „ბ“ ლულიდან წყლის ჭავლის მიწოდებით.
ამ მოქმედებას პირველი ნაწილიდან ასრულებდა სპორტის ოსტატი, რიგითი მეხანძრე ნოდარ გურგენაძე მძღოლთან ერთად. მსაჯმა მისცა თუ არა ნიშანი ნოდარმა სტაცა ხელი სახანძრო სახელურს და გაექანა სამკაპისაკენ, სახელური კი გაშალა მაგრამ სამწუხაროდ მძღოლს ნაადრევად ჩაურთავს ტუმბო, ისიც მაღალი წნევით. ნოდარიმ ნახა რა სამკაპზე შეერთებას ვერ ასწრებდა მორთო ყვირილი: - მიშველეთ, მიშვეელთო, ხმამაღლა ყვიროდა; წამიც და წყალმა მაღალი წნევით იხეთქა სახელურიდან, ნოდარიც წაიქცა და შეჯიბრების ამ სახეობაში სახანძრო ნაწილის წაგება ჩაეთვალა.
მზგავსი შემთხვევა იყო აგრეთვე ერთერთ საგარნიზონო შეჯიბრების დროს მეორე ნაწილის მეხანძრეს პირველი ნაწილის, მსუბუქი და კარგად დამუშავებელი სახელური ჩუმად აუღია, და როდესაც მსაჯმა ნიშანი მისცა და მეორე ნაწილის მეხანძრემ ხელი სტაცა მოპარულ სახელურს და გაემართა სამკაპისაკენ. ყველა სახელურს ქონდა წარწერა I-ნაწილი, II-ნაწილი, III- და ა.შ.როცა გახსნა მეხანძრემ სახელური ღიად გამოჩნდა მეპატრონეს სახელი I-ნაწილი. ნახა თუ არა ეს I-ნაწილის უფროსმა ლომინ კირცხალიამ, არ დააყოვნა; ჩემი სახელური, ჩემი სახელურიო - ყვიროდა და გასდია მეხანძრეს შესრულების საშუალება არ მისცა. - მეორე ნაწილს წაგება ჩაეთვალა. - ეს კურიოზიცაა და საყურადღებოც. იმდენად უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ თავიანთ ინვენტარს მეხანძრეები, რომ შეჯიბრებაზე მხოლოდ საკუთარი ინვენტარებით უნდა ესარგებლათ.

გაგრძელება იქნება
263
    

კომენტარები -
1

RichardvoB 31 მარტი 2018 23:16
Наш разговор закончен, мне нечего сказать

-------


активация windows 7

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.