„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » „ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“

„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“

საიტების დამზადება

„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“კიდევ ერთ სტუმარი ჰყავს ჩვენს „ოქროს ბიჭების“ ფონდს. იგი წარმოშობით ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორიდანაა. ზაზა მარშავა. როგორც ამურისათვის ეს გამორჩეული ოქროს ბიჭებია, მათი თავდადების, გამტანობისა და ამტანობისათვის, ისე ჟურნალისტსაც თავის რესპოდენტებში გამოუჩნდება გამორჩეული რესპოდენტი. რომ მკითხო: რით გამოარჩიე, ისინი ხომ ყველა გმირებიაო ვერ გიპასუხებ ალბათ გამორჩეული განვლილი ცხოვრების გზით. განა ბევრი შეგხვდება ადამიანი, რომელიც სკოლის მერხიდან პირდაპირ გაგანია ომში ღებულობს კაცობის, გმირობის, საკუთარი მიწის სიყვარულის გაკვეთილებს. სწორედ ასეთ კაცური-კაცია ზაზა მარშავაც. იგი 1974 წლის აგვისტოში დაიბადა სოფელ ილორში. ილორი ხომ საქართველოს სულიერი სიწმინდის ერთ-ერთი ადგილია. ამიტომაც აფხაზეთის ომის დროს, რომელსაც არ ჰყავს არც მოგებული და არც წაგებული, სკოლის მერხიდან აფრენილმა ჯერ კიდევ ბავშვებმა იარაღს დაავლეს ხელი და იბრძოდნენ „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ მე ამ ომს მარაბდის ომს ვადარებ. ის საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ფონზე მეორე მარაბდა იყო, აქაც ღალატით სიხარბით, გაუტანლობით შეფერადებული ომი. ზაზა ორჯერ დაიჭრა, კონტუზიაც მიიღო და აქაც მისი კაცურობა დავინახე, მას არასდროს უწუწუნია ამით და არც რეგალიები და არც შეღავათები მოუთხოვია. იგი ჩუმადაა არ გაჰყვირის დამსახურებისათვისაც კი არ ითხოვს. ასეთები იშვიათობაა მე პირადად პირველად შევხვდი...
„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“

საშუალო სკოლა 1992 წელს დაამთავრა. სკოლა და ომი ომის წლები სამხედრო სამსახურად ჩაეთვალა. შემდეგ სწავლის გაგრძელება რუსეთში გადაწყვიტა, რადგან რუსული საშუალო ჰქონდა დამთავრებული. მაგრამ უკანვე სოხუმში დაბრუნდა და სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა. 1993 წელს ოჯახი ფოთში გადმოდის და ფოთში ახლადგახსნილ სოხუმის ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას. 2000 წელს დაამთავრა საინჟინერო ფაკულტეტი. ერთიც მინდა დავამატო რომ ეს სპეციალობა ამიტომაც აირჩია რომ მამა ზაურ მარშავა ოჩამჩირეში სახელმწიფო საგზაო ავტო-ინსპექციაში მუშაობდა. მაგრამ ჩანაფიქრს ხორცი ვერ თუ არ შეასხა. 23 წლისას ფოთში გოგონა ნატო ღურწკაია გაიცნო და დაოჯახდა. ახლა ახალგაზრდა ოჯახი სამი ქალიშვილის მშობლებია და ბებია-ბაბუაც არიან. იქნებ სჯობს ქრონოლოგიურად გაგაცნოთ.
„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“

1998 წელს დაიბადა პირველი ქალიშვილი თამუნა. იგი უკვე დაოჯახებულია და ქალ-ვაჟის დედაა გათხოვილია ფოთელ კუპრეიშვილზე. 1999 წელს ისევ ქალიშვილი შეეძინათ. თამარი იმ წელს დაიბადა როცა ზაზამ მუშაობა სახანძროში დაიწყო. თამარიც დასავით ადრე გათხოვდა და გათხოვილია გალში. ერთი წელი და ოჯახმა მე-3 ქალიშვილის შეძენაც იზეიმა. ისიც ფოთელთა რძალია, დღეს ვაჟის დედაცა. ასე ადრეულად გათხოვება, მიკვირს, რადგან ეს არ იყო ფოთელთა სტილი. და ვეკითხები: მკაცრი მამა იყავი? რატომ „გაიცნენ“ გოგონები ასე ადრიანად რამ დააფრთხოთ რატომ არ ისწავლეს და ოჯახური უღელი რატომ აირჩიეს? წარმოიდგინეთ ჩემისთანა მამა ბევრი არ იქნება, სკოლაშიც კარგად სწავლობდნენ, თამარი ძლიერი მოსწავლე იყო, პატარაობიდანვე ინგლისურში ვამაზადებდით სხვადასხვა საგნებში დიპლომებიც აქვს აღებული. მეც მიკვირს მაგრამ თუ მკითხავთ ქალისთვის ოჯახი და შვილები უპირველესია, რადგან ოჯახის სიძლიერე ქვეყნის სიძლიერერეა, ამიტომაც ძველი ტრადიციისამებრ „ხელი წელზე არ წამივლია“ და არ გავქაჩულვარ. სიძეები კარგი ბიჭებია, თავად არჩევენ ოჯახებს. მეტი რა უნდა სამი გოგოს პატრონს.
„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“

როგორც ყოველთვის ვუბრუნდებით სახანძრო სამსახურს. 1999 წლის დეკემბერში მოვედი ამ კოლექტივში და არასდროს ვინანებ ამ ნაბიჯს. ეს იყო ის ადგილი სადაც უნდა ვყოფილიყავი. ვაჟკაცობის, თავდადების და ადამიანისადმი დიდი სიყვარულის. ძალიან მინდა ლიტონ სიტყვად არ მიმიღოთ და მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ. და მიყვარს ჩემი სამსახური და ალბათ ეს სიყვარული დაინახეს მხოლოდ ოთხი თვე ვიმუშავე რიგით მეხანძრედ და ოცმეთაურად დამაწინაურეს და დღემდე პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას.
პირველი ხანძარი როგორ არ მახსოვს, არა იმიტომ რომ ხიფათს შევეჯახე მე ხომ 18 წლისამ ომი გამოვიარე და ზურგი არ მიქცევია ბრძოლის ველისთვის. არც ერთი მეხანძრე ცეცხლის პირისპირ შიშზე არ ფიქრობს არამედ იმაზე როგორ აჯობოს ცეცხლს ჩაგვერთო ამური - მით უმეტეს გასული საუკუნის ბოლოს და ახლის დასაწყისში სახანძრო რაზმებს პრიმიტიულად ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე, რომ იტყვიან შიშველი ხელებით უწევდათ ცეცხლთან ბრძოლა.
„ მე მეამაყება მეხანძრე რომ ვარ“

ნაბადაში 9 სართულიანი სახლის მე-5 სართულზე გაჩნდა ხანძარი. არც ჩაჩქანი, არც აირწინაღი, კვამლში სუნთქვა ჭირდა, ხოხვით შევედით ცეცხლ მოკიდებულ ოთახში და ხანძრის კერა უვნებელვყავით საშუალება არ მივეცით ცეცხლს გავრცელებულიყო. ახლა მდგომარეობა ბევრად უკეთესია, მაგრამ მჯერა კიდევ უფრო წავალთ უკეთესობისკენ. მეგობრობა და სიყვარული სწორედ გაჭირვებაში დუღაბდება. სწორედ ასეთია ჩვენი კოლექტივიც. მეც მჯერა თქვენი „ოქროს ბიჭებო“. მწვანე გზა თქვენს ცხოვრებასა და თავდადებას.

მარტი 2018 წელი

1562
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.