სახანძრო ავტომობილები შვედეთში. Tidaholms Bruk » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო ავტომობილები შვედეთში. Tidaholms Bruk

სახანძრო ავტომობილები შვედეთში. Tidaholms Bruk

ისტორიული მიმოხილვა

Tidaholms Bruk დაფუძნდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ხის დამმუშავების მანქანების დასამზადებლად. 1895 წლიდან კი ძმებმა გოდფრიდებმა დევიდ ლინგსტრემთან ერთად დაიწყეს ველოსიპედების გამოშვება. გარკვეული დროის შემდეგ ველოსიპედების წარმოება მოსაწყენი გახდა და გოდფრიდი გაემგზავრა ამერიკაში ავტომობილების წარმოების გასაცნობად. სამშობლოში ის იდეებით სავსე დაბრუნდა და სადღეღამისო შრომას შეუდგა იმისთვის, რომ შეექმნა Tidaholmsbilen-ის ავტომობილი.
სახანძრო ავტომობილები შვედეთში. Tidaholms Bruk

სახანძრო ავტომობილი Tidaholm Fire Engine, 1924 წელი

პირველ მოდელს დაარქვეს «Tor I», მას ჰქონდა ორცილინდრიანი ძრავი, სიმძლავრით 10 ცხ.ძალა 800 ბრუნი/წუთში. ავტომობილს შეეძლო 1.5 ტონა ტვირთის გადაზიდვა, იწონიდა 2.7 ტონას. ეს ავტომობილი გაიყიდა ერთ-ერთ ქარხანაზე, რომელიც მას იყენებდა ტორფის გადასაზიდად. 1905 წელს გამოვიდა Tor II. საწარმომ გააგრძელა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების დამზადება. 1911-12 წლებში აიგო პირველი მსუბუქი ავტომობილი.
სახანძრო ავტომობილები შვედეთში. Tidaholms Bruk

სახანძრო ავტომობილი Tidaholm Fire Engine, 1927 წელი

სატვირთოებისა და მსუბუქი ავტომობილების გარდა კომპანია შეიმუშავებდა შასებს ავტობუსების და ავტომატარებლებისთვის. Tidaholms Bruk ამზადებდა კარგ მამოძრავებლებს თუმცა ექსპერიმენტები და ახალი პროექტები მოითხოვს დიდ თანხებს და „კრიუგერის კრახის“ შემდეგ შვედეთში და ამას თანმოყოლილი დეპრესიის შემდეგ, კომპანია იძულებული გახდა დახურულიყო.
სახანძრო ავტომობილები შვედეთში. Tidaholms Bruk

სახანძრო ავტომობილი Tidaholm Fire Engine, 1929 წელი


წყარო:fire-truck.ru

1536
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.