გაჭირვებაში ნაწრთობი თაობა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

გაჭირვებაში ნაწრთობი თაობა

საიტების დამზადება

გაჭირვებაში ნაწრთობი თაობაუცნაურია ცხოვრება და ამიტომაც ყველა თაობას თავისი წილი ტვირთი ერგო. უფროსს თაობას შედარებით უზრუნველყოფილი ცხოვრების სასტარტო გზა. არ აწუხებდა „ვაი თუ ავად გავხდი,“ „ხვალ რითი გამოვკვებო ოჯახი, „სად ვიშოვი სამუშაოს,“ მერე დაიწყო ბანკების და სესხების ბუმი და ბევრი დაუფიქრებლად გადაეშვა ამ ორომტრიალში და დაუფიქრებლობისათვის დიდი ხარკიც გაიღო, ოჯახი დარჩა ქუჩაში და დახმარებისთვის სახელმწიფოს გაუშვირა ხელი და ეს „გზას აცდენილი“ ხალხი ერთხელაც არ დაფიქრებულა იმ მოძმემ რა დააშავა შიშისა და წინგახედვის გამო ქუჩაში არ აღმოჩნდა შიმშილში და გაჭირვებაში გამოატარა ოჯახი და სესხი არ აიღო ახლა დავსაჯოთ ამტანობისათვის?
ჰოდა მთელი ეს ცხოვრების ვაკხანალია მაშინდელი ბავშვები ადრე დააბრძენა, ასწავლა თავად ეფიქრა გადარჩენაზე და ცხოვრებაში დამკვიდრებაზე.
ჩვენი დღევანდელი გმირიც ამ არეული ცხოვრების პირმშოა, რომელიც არ დაიბნა და გზაც გაიკვლია. რომელსაც აფასებენ, უყვართ თავისი თავგამოდებისა და კაცურ კაცობის გამო.
რაჯი ჭკადუა - აფხაზეთიდანაა იგი 1974 წელს დაიბადა გულირიფშის რაიონის სოფ. ფშაფში.
რაჯი ჭკადუა 1980 წელს შევიდა დრანდის რუსულ საშუალო სკოლაში. 9 კლასის დამთავრების შემდეგ რაჯი სწავლას აგუძერას ტექნიკურ სასწავლებელში. ეუფლება ფართო პროფილის ზეინკლის სპეციალობას. წინა სადიპლომო პრაქტიკას გადის დრანდის სატრანსპორტო ავტო კოლონაში. მუყაითმა ბიჭმა მიიქცია დირექციის ყურადღება და მაშინ

გაჭირვებაში ნაწრთობი თაობა

მასზე პრესაშიც კი წერდნენ. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ კოლონის დირექტორის თხოვნით ნიჭიერი ბიჭი იქვე დაიტოვეს. სწორედ იქ მოუსწრო ქვეყნის ავბედითმა ომმაც. ბიჭმა იარაღი აიღო და ქართული მიწის დამცველთა რიგებში ჩადგა. მძიმედ დაჭრილი თბილისში გადმოაფრინეს სადაც 7 თვე მკურნალობდა. შემდეგ ომიც დამთავრდა.
რაჯი საავადმყოფოდან გამოწერისთანავე თავის საბრძოლო ბატალიონს დაუბრუნდა 1994 წელს. შემდეგ ბატალიონი თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე დაიშალა.
ბატალიონის დაშლის შემდეგ სენაკის ბატალიონს შეუერთდა მაგრამ იქ მუშაობის წლები რატომღაც დაიკარგა...
ახალგაზრდა ნაომარი ბიჭი ბედის ანაბარა რჩება, ეძებს ხავსს რომ მოეჭიდოს არ დაჰყვეს დინებას არ დაკარგოს ფესვები და საკუთარ მიწაზე გაიმაგროს.
იმ დროს ერთადერთ ჭკვიანურ ნაბიჯს დგამს, ქმნის ოჯახს. ქორწინდება ნოქალაქეველ გოგონაზე, ლიანა კვირტიაზე.
ჯერ კიდევ ფეხმოუმაგრებელ ოჯახს შვილებიც ეყოლათ. მარიკა 1997 წელს დაიბადა. სწავლობდა ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში. შემდეგ კოლეჯი, საბაჟო განათლების განხრით.
უმცროსი ქალიშვილი ვიკა 2000 წელს დაიბადა ის დღეს მე-5 სკოლის მოსწავლეა.

გაჭირვებაში ნაწრთობი თაობა

ბავშვები პატარები იყვნენ როცა ახლობელის რჩევით (რომელიც იმ დროს ფოთში ცხოვრობდა და მუშაობდა) ფოთში ჩამოვიდა. იყო 2002 წელი და სახანძრო სამსახურს მიაშურა, გაიარა გასაუბრება და მძღოლად აიყვანეს კიდეც. ასე დამკვიდრდა რაჯი ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურში. ცხოვრობდა კლდიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლში ქირით, სადაც დაყო თითქმის 9 წელი. შემდეგ რაჯის ოჯახმა სახელმწიფოსაგან ლტოლვილებისათვის აშენებულ „მინი ქალაქში“ ე.წ. ახალი რაიონის დასახლებაში მიიღეს კეთილმოწყობილი ბინა. ოჯახმა მოიცილა საკუთარი ბინის ნატვრის სინდრომი. ახლა ოჯახი ფოთის ნაწილი გახდა.
ვუბრუნდებით საუბარს სახანძრო ცხოვრებაზე როგორც ერთ-ერთმა მეხანძრემ აღინიშნა ამ სამსახურით ავადდებიანო, აზარტივითაა თუ მოდი მერე ვეღარ წახვალო. სწორედ რაჯიც შეესისხლორცა ამ მეგობრულ გამტან კოლექტივს.

გაჭირვებაში ნაწრთობი თაობა

რაჯი, როგორც ყველა ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი სიტყვაძვირია. ამიტომ ინიციატივას ამური იღებს
- ავტო მანქნების ცოდნაში ვირტუოზია, სუპერ ბიჭია მე ვიცინი,
- ეს რაღაც ახალია, ოქროს ბიჭებს ახლა სუპერ ბიჭები ჩაენაცვლა?
- არა, არ ვხუმრობ, ამის ნათელ მაგალითებს მოგიყვან სახანძრო მანქანა წყობიდან გამოვიდა, ნაწილი რომელიც დაზიანდა უნდა შეგვეცვალა სად არ მოვიკითხეთ, პასუხი ერთი იყო „ეს მანქანა სამუზეუმო ექსპონატიაო, სად არის ეხლა მაგ მანქანის ნაწილებიო.
რაჯიმ კი გადააკეთა, მოარგო და დღემდე მშვენივრად მუშაობს ჩვენი „სამუზეუმო ექსპონატი.“ არ არსებობს დაზიანება რასაც რაჯიმ ვერ უშველოს.
მე კი ისევ რაჯის ვუბრუნდები და ტრადიციულ კითხვას ვუსვამ, პირველი ხანძარი თუ გახსოვს - მეთქი;
- როგორ არა, არც ისე დიდ ხნის მოსული ვიყავი ნინოშვილის უბანში კერძო სახლს გაუჩნდა ცეცხლი როგორც ხშირ შემთხვევაში მაცხოვრებელთა დაუდევრობით გაჩენილიყო. ჩვენმა თავგამოდებამ გაამართლა და სახლი სრული განადგურბისაგან გადავარჩინეთ.

გაჭირვებაში ნაწრთობი თაობა

-რას გრძნობ როცა ხანძრის პირისპირ დგეხარ -ვინტერესდები მე
-არავითარი გრძნობა არ არსებობს გარდა ერთისა როგორ ვაჯობოთ ხანძარს ნაკლები დანაკარგიბთ. ეს არა მარტო ჩემი, არამედ ყველა მეხანძრის ფიქრია. ვხვდები რაჯი ბევრს არაფერს მეტყვის თავის ფიქრებსა და განცდებზე.
ან კიდევ რა ვაჟკაცის საქმეა თავმოწონება და ტრაბახი, მათი საქმეებზე მუდამ ამური ლაპარაკობს დაუღლელად, დაუმადლებლად.
კეთილად და გამარჯვებულად გევლოთ ჩვენო საამაყო მეხანძრეებო.

აპრილი 2018 წელი
2803
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.