ცეცხლსაქრობის გამოგონების ისტორია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლსაქრობის გამოგონების ისტორია

ცეცხლსაქრობის გამოგონების ისტორია წარმატებებმა, რომელთაც მეცნიერებამ XVIII-ე საუკუნეში მიაღწია, დიდი გავლენა იქონიეს ხანძრის ქრობის საშუალებების განვითარებაზე. მე-XIX-ე - XX -ე საუკუნის დასაწყისში იქმნება პრიციპულად ახალი შემადგენლობები, რომლებიც წყალს ეფექტურობით ბევრად აჭარბებენ. უმრავლესობა მათგანი რუსეთში შემუშავდა.
1815 წელს რუსმა მეცნიერმა ს.პ.ვლასოვმა ცეცლხთან ბრძოლაში ქარხნების ნარჩენები შემოგვთავაზა როგორც აქტიური რეაგენტები. აქტიური რეაგენტების სახით რეკომენდირებული იყო წყლის ხსნარები ქროლის და კალიუმის და რკინის სულფატის, მჟავური შემადგენლობა. სესპენზია რკინის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ წვრილმან გარეცხვას. ძირითადი ცეცხლსაქრობი ეფექტი იმაში მდგომარეობდა, რომ „აალებულ სხეულზე ჰაერის ზემოქმედება შეეზღუდა“.
1819 წელს რუსმა მეცნიერმა პ.შუმლიანსკიმ თავის ნაშრომში „ხანძრის საწინააღმდეგო საშუალებები“ პირველად ჩამოაყალიბა იდეა ინერტული გაზის დახმარებით ცეცხლის ჩაქრობის შესახებ. შემოგთავაზა ცეცხლსაქრობი შემადგენლობის რეცეპტი: „ ყველა დაბალი ფხვნილი, უბრალო ნახშირი და წყალი ცნობილი პროპორციით შეერთებული“.
შუმლიანსკის ცდებიდან 70 წლის შემდეგ მ. კოლესნიკ-კულევიჩმა მოგვცა გაზური ქრობის მეთოდი. ის მივიდა დასკვნამდე , რომ „ ალის ჩასაქრობად ნივთიერება უნდა იყოს გაზის სახის ან იოლად გადამავალი გაზში“. მან ასეთად განიხილა ნახშირბადის ოქსიდი.
1863 წლის 13 ნოემრებს რუს მეცნიერ დ. ლიაპუნოვს გადეცა პატენტი ცეცხლსაქრობ შემადგენლობაზე. ეს იყო ფხვნილი, რომელიც სხვადასხვა ნივითიერებისგან მათ შორის მარილი შედგებოდა. ეს ნარევი უნდა გაგეხსნათ წყალში შემდეგ კი ტუმბოთი ცეცხლის კერაში მიგეწოდებინათ. სანკტპეტერბურგის ბრანდმაიორმა ახალ ფხვნილურ შემადგენლობას დადებითი შეფასება მისცა.
ცეცხლსაქრობის გამოგონების ისტორია

გასული საუკუნის ბოლოს რუსეთში რეალიზდება იდეა ფხვნილური ხანძარქრობისა. ნ.ბ. შეფტალის მიერ შექმნილი ფეთებადი ცეცლხსაქრობი „ხანძარგაზი“ იყო შედგენილი ორმაგი ხანშირაბდის სოდით, ამონიუმით და ასბესტებით. ეს ცეცხლსაქრობი იყო 4, 6 ან 8 კილოგრამი წონის. ფხვნილი ფეთქებოდა 12-15 წამში.
1902 -1904 წლებში რუსი მეცნიერის ლორანის მიერ ცეცხლსაქრობი ქაფის და მისი მიღების საშუალებების გამოგონებამ ქვეყანაში საფუძველი დაუდო ქიმიური ქაფური ცეცხლსაქრობების წარმოებას. აქაფებად საშუალებებად იყენებდნენ ალბუმინს, თიხას. მითითებული იყო ქაფის ცეცხლსაქრობი თვისებების ამაღლებაზე მისი არა წვადი გაზით აღჭურვის შემთხვევაში.
პირველი ხელის ფხვნილური ცეცხლსაქრობები გამოჩნდა 30-იან წლებში, მაგრამ ფხვნილების დაბალი ხარისხის გამო ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. 60-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა ცეცლხსაქრობი „სპუტნიკი“. მისგან ცეცხლის კერაში ფხვნილი შედიოდა შესხურების მეთოდით, ამიტომ მისი ეფექტურობა დაბალი იყო.
80-იან წლებში რთული ხანძრების ჩასაქრობად შეიქმნა კომბინირებული გადასატანი ცეცხლსაქრობები ОК-100 და ОК-500. პირველი მათგანი მოიცავდა ორ ჭურჭელს ქაფწარმომქმნელის და ფხვნილის გასახსნელად 50 ლიტრი თითოეული. ასეთი ცეცლხსაქრობი საშუალებას იძლეოდა ჩაგვექრო ხანძრის კერა როგორიცაა ბენზინის მოსხმა 12 მეტრ კვადრატ ფართობზე.
ნახშირბადის დიოქსიდის ხანძრის ქრობის საშუალებად გამოყენება მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. სატელეფონო ხაზების და გემის ტრიუმების დასაცავად. 40-იან წლებში გამოდიოდა ხელის ცეცლხსაქრობები УО-2, РУО-4 და РУО-5 ვენტილური ტიპის თავით. ამ ცეცხლსაქრობების კონსტრუქცია შეიძლება მივიჩნიოთ კლასიკურად, რამდენადაც დიდი ხნის მანძილზე მათ პრინციპული ცვლილება არ განუცდიათ.
ნახშირბადის დიოქსიდის ცეცხლმქრობების მნიშნველოვანი მოდერნიზაცია მოხდა 80-იანი წლების დასაწყისში. ვენტილური ტიპის სარქველი შეიცვალა გამშვებით ბერკეტური ტიპის მოწყობილობით. ისინი საშუალებას იძლეოდა ცეცხლქრობისა 10 კვ ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტრულ მოწყობილობებში.
სწორედ იმავე დროს სახალხო მეურნეობის ობიექტების დასაცავად დაიწყეს გადასატანი ცეცხლსაქრობის მოწყობილობების გამოყენება. ერთი და ორი სტანდარტული ბალონით 25 და 40 ლიტრის მოცულობით. 60-იანი წლების ბოლოს ისინი მიეკუთვნა გადასატან ცეცხლმქრობებს მარკით ОУ-25 და ОУ-80. ამ დროიდან ჩვენს დროში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური ფლობს დიდ არსენალს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებისა სხვადასსხვა დანიშნულებისა.
ცეცხლსაქრობის გამოგონების ისტორია

ერთერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს ხანძარქრობის პირველადი საშუალებები, რომელთაც მიეკუთვნება ცეცხლსაქრობებიც. ცეცხლსაქრობების გამოყენების თავისებურებები მათ მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებს. უწინარეს ყოვლისა, სხვადასხვა დანიშნულების დაცვადი ობიექტების ჩასაქრობად საჭიროა ცეცხლსაქრობები სხვადასხვა ნივთიერებებით. ასევე შემუშავებელია მოთხოვნები ობიექტებზე ცეცხლსაქრობების რაციონალურად განთავსების თაობაზე. თუმცა ძირითად მოთხოვნა ცეცხლსაქრობების მიმართ არის მაღალი ხარისხი.
ამისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
- მაღალი ცეცხლმქრობი შესაძლებლობა.
- სწრაფმოქმედება
- საიმედობაა.
- ერგონომიული თვისებები და სხვა პარამეტრები.
ცეცხლსაქრობები წარმოადგენენ უფრო მეტად მასიურ და ხელმისაწვდომ ცეცხლქრობის საშუალებებს. ისინი რეკომენდირებულია სამუშაო ადგილებზე, ტექნოლოგირ პროცესებსი, სატრანსპორტო საშუალებებში, კულტურის ობიექტებზე, საცხოვრებელ სექტორში გამოსაყენებელად და სხვ.
სახანძრო ტექნიკის ძირითადი საშუალებების საერთო ნომეკლატურაში ცეცხლსაქრობები წარმოების მოცულობის მიხედვით იკავებენ დაახლოებით 48 %-ს. დღესდღეობით სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე და მოსახლეობას გააჩნია 55 მილიონზე მეტი ხელის ცეცხლსაქრობი.
ექსპლუატირებული ცეცხლსაქრობების მასაში:
- 56,2 % შეადგენენ ქაფური ცეცხლმქრობები,
- 33 % — ფხვნილური,
- 9 % — ნახშირმჟავის,
- 1,9 % — ბრომ -ეთილური,
- 0,1 % — ქლადონური.
ქვეყანაში ყოველწლიურად იწარმოება დაახლოებით 7 მილიონი ცეცხლსაქრობი. მუდმივად დიდი ყურადღება ეთმობა აეროზოლურ და ფხვნილურ ცეცხლსაქრობებს. ცეცხლსაქობების გამოყენების ეფექტურობის შესახებ მოწმობს ის, რომ ხანძრების 75 % , რომელიც რუსეთში სამუშაო საათებში ხდება, იძლევა საერთო ზარალის მხოლოდ 25 % ზარალს. ეს იმით აიხსნება, რომ ბევრი ხანძარი ლიკვიდირდება ცეცხლსაქრობით საწყის სტადიაში და დაახლოებით 30 % ხანძრისა ქრება ცეცხლსაქრობის დახმარებით.
ცეცხლსაქრობების გამოყენების მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ საშუალო მატერიალური ზარალი, მომხდარი ერთ ხანძარზე ცეცხლსაქრობით აღჭურვილ ობიექტებზე , 8-10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ობიექტებზე, სადაც ცეცხლსაქრობები არ არის.

წყარო:fire-truck.ru
1533
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.