ზაზა გერგაია - 50 » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ზაზა გერგაია - 50

ლევთერ ჭოჭუა


ზაზა გერგაია - 50 2016 წლის 21 იანვარს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა „ქ. ფოთის სახანძრო დაცვის“ წარჩინებულ მუშაკს ზაზა გერგაიას , ახლა, როდესაც ზაზა გერგაიას 50 წელი შეუსრულდა, მის მიმართ გულთბილ მისალოც სიტყვებს არავინ არ იშურებს. ულოცავენ და უსურვებენ დღეგრძელობას, უსურვებენ მკლავმრთელობას.
თავისებური შემართებითა და გამჭრიახობით ეღვაწოს სახანძრო დაცვის სისტემაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ღირსეული ადგილი მან დიდი ხანია დაიმკვიდრა, მაგრამ ჩვენი სურვილია ის განუზომელი გამოცდილება სრულად მოახმაროს სახანძრო საქმესა და თავის კოლეგებს.
მძღოლის პროფესია მხოლოდ ავტომანქნის მართვა არ არის, მით უმეტეს სახანძრო ავტოცისტერნის.
დიახ, ზაზა გერგაია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის სახანძრო სპეცმანქნების მაღალი დონის სპეციალისტი. ის გამოუვალი მდგომარეობიდანაც პოულობს გამოსავალს.
მისი, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მას გააჩნია დღენიადაგ სჭირდება სახანძრო - სამსახურს.
ზაზა გერგაიაც მწყობრშია და მზადყოფნას გამოთქვამს ძალღონის დაუზოგავად კიდევ დიდხანს ემსახუროს ქვეყნის საზოგადოების მატერიალურ - ტექნიკური დოვლათის ხანძრისაგან დაცვის საქმეს.
მას სახანძრო სისტემაში სპეცტექნიკა აბარია.
თავს ევლება, თავს არ ზოგავს გვარად არის გერგაია.


1089
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.