სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

1972 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავი Ан-24 რადიოტექნიკური აპარატურის გამოსაცდელ ფრენას ასრულებდა, რა დროსაც 200 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ქალაქ სვერდლოვსკში საბავშვო ბაღის შენობას დაეცა. გაჩნდა ხანძარი, შედეგად გარდაიცვალა საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი და 24 ბავშვი - ყველა, ვინც იმ დროს შენობაში იმყოფებოდა
სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

ხელისუფლებამ მომხდარი მკაცრად გაასაიდუმლოვა, საბჭოთა მედიასაშუალებები ავიაკატასტროფის შესახებ დუმდნენ, უშიშროების სამსახურმა მომხდარის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აკრძალა.
სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

ქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გათიშეს სატელეფონო ხაზები, ქალაქში შესვლა, ან სვერდლოვსკიდან გასვლა აიკრძალა. 9 საათის შემდეგ ტრაგედიის ადგილას ავიაკატასტროფის კვალიც კი აღარ იყო. ნანგრევები და თვითმფრინავის ნარჩენები სასწრაფოდ გაიტანეს, თითქოს იმ ადგილას საბავშვო ბაღი არც არასოდეს ყოფილა. მოგვიანებით აქ სკვერი გააშენეს.
სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

გასაიდუმლოებული იყო ბავშვების დაკრძალვის პროცესიც.მომხდართან დაკავშირებით არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე.ტრაგედიის ადგილას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს სამლოცველო აშენდა, სადაც დაფაზე ყველა გარდაცვლილის ფოტოა განთავსებული.
სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა


წყარო:ambebi.ge
1887
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.