ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები

ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები

მეეტლეებს, რომლებსაც წყალი კასრებით მიჰქონდათ სრულიად სხვადასხვა მოთხოვნილების მქონე ხალხისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც ის მიქონდათ, წყლისმტვირთავებს უწოდებდნენ. საუბარი სწორედ მათზე იქნება. და აი რატომ.
უხსოვარი დროიდან, წყალი იყო და დღემდე რჩება, ხანძრის ჩაქრობის ძირითად საშუალებად. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცეცხლის ქრობის საწყის ფაზაში, სანამ ის ძალიან არ აალებულა. ამიტომ, როდესაც არ იყო წყალგამტარი, პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო დახმარების გასაწევად წყალს იღებდნენ კეთილგონიერად სახლებთან ახლოს განლაგებული საწვიმურებიდან. მათში ის წვეთავდა სახურავებიდან წვიმის დროს მილებში. გვალვის დროს საცავებს ავსებდნენ სარწყავებიდან, მდინარეებიდან, ჭებიდან. ხანძარზე ის ხშირად საკმარისი არ იყო. ამიტომ ბრანდმეისტერები წყალს ატარებდნენ. რაში?
ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები

ასი წლის წინ და უფრო ადრე - კასრებში ცხენის სვლით. სიტყვა „კასრს“ უწოდებდნენ რუსულ ერთეულს წყლის მოცულობით, რომელიც უტოლდებოდა 40 სათლს, ან 492 ლიტრს. რუსეთში მიდიოდა ამ მოცულობების დათვლა, ამგვარად, 1892 წელს, რუსეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს ჰქონდა 39 390 კასრი, მაშინ როცა ტუმბო იყო სულ 13 876, ხოლო მეხანძრეების მისაყვანი ტრანსპორტი - მხოლოდ 4 970. ეს ყველაფერი მეტყველებს წყლის მიტანის მნიშვნელობაზე ხანძრის ადგილას.
ავტომობილის გამოჩენამ მიგვიყვანა მოტორიზირებული სახანძრო სავალების შექმნამდე. ევროპაში უფრო ადრე, ვიდრე რუსეთში , გააკეთეს ავტომობილი, რომელსაც მიქონდა წყალი ჩაკეტილ მოცულობაში, რომელსაც ლათინურად ეწოდებოდა cisterna, აქედან რუსულ ენაში შემოვიდა სიტყვა „ცისტერნა“, ხოლო საავტომობილო შასეს ცისტერნით უწოდეს ავტოცისტერნა.
პირველი სახანძრო მანქანები წარმოადგენდნენ ერთგვარ ცეცხლთან მებრძოლ კომბაინებს. მათში შერწყმული იყო ფუნქციები ერთდროულად რამდენიმე საცხენო სვლისა: ძრავა ცვლიდა ცხენებს, ნაგებობა დასაჯდომებით ლინეიკას, ავზი წყლით პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო დახმარების გასაწევად - კასრს, მანქანის მამოძრავებლიდან ტუმბომდე მიმყვანი - მეთაურთა ბრიგადას. . ПМГ-1 და ПМЗ-1 სწორედ ასეთი უნივერსალური მანქანები იყო. გავიხსენოთ, თუ რა არ გადაქონდათ მათით : სტენდერები, კიბეები, სამაშველო წრეები, ძალაყინები, ნიჩბები, და სხვ. სახელოები, ბრანდსპოიტები, ცეცხლმქრობები, ფარანები და ასე შემდეგ. ასეთი ტექნიკური აღჭურვილობით ნებისმიერი ხანძრის ჩაქრობის დაწყება იყო შესაძლებელი. თუ ხანძარი ახალი დაწყებული იყო, მისი ჩაქრობა საკუთარი ძალებით ხერხდებოდა, ხოლო თუ გავრცელებული იყო, წყლის წყარსთან ჩართვით (სარწყავი, მდინარე, წყალგამტარი), იწყებდნენ ცეცხლთან ხანგრძლივ ბრძოლას. საკუთარი ძალების უკმარისობის შემთხვევაში,იძახებდნენ სხვა სახანძრო ჯგუფებს.
უნივერსალურ სახანძრო მანქანებში ბევრი სხვდასხვა აღჭურვილობა იყო, მაგრამ ცეცხლთან ხანგრძლივად საბრძოლველად არცერთი მოტანილი საშუალება არ კმაროდა: არც წყალი, არც კიბე, არც ფარან „ღამურას“ სინათლე. უნივერსალური სახანძრო მანქანების ნაკლოვანებების კომპენსირება შესაძლო ჩანდა სპეციალიზირებული ავტომობილების შექმნით. ორ მათგანზე - გამნათებელზე და ავტოკიბეებზე - უკვე მოვყევით. ავტოცისტერნებზე აქ ვისაურებთ.
ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები

ომისწინა წლებში სახანძრო ავტოცისტერნების კლასი ჯერ მხოლოდ ყალიბდებოდა. კონსტრუქტორები ექსპერიმენტებს ატარებდნენ , ამიტომ ამ მანქანის სხვადასხვა მოდელები არსებითად განსხვავდებოდნენ. მათში შეინიშნებოდა ტენდენციები: მისატანი წყლის მოცულობის ზრდა, მებრძოლთა ტრანსპორტირების გაუმჯობესება, მანქანის აღჭურვა პირველადი დახმარების ნორმალური ავტოტუმბოს ავტოტუმბოს ხარისხში სამუშაოდ, საკუთრივ ცისტერნები, სანიაღვრე.
30-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ორი ქარხანა უშვებდა სახანძრო მანქანებს: ლენინგრადის „პრომეთე“და მოსკოვის მიუუსკი, რომელიც 1935 წლიდან მთავარი ფილიალი გახდა ზის -ის. მოსკოვში მათ ბაზად ემსახურებოდა შასეები АМО-4, მოგვიანებით ЗИС-11, ხოლო პეტერბურგში - იაროსლავური საბარგოების შასები. 30-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების კრასნოდარის ქარხანამ.
ავტოცისტერნების წინამორბედი გახდა კასრი საცხენო სვლაზე, რომელიც ხელის დგუშით იყო აღჭურვილი მისი მოცულობა არ აღემატებოდა 500 ლიტრს,ხოლო წყლის მიწოდების სიჩქარე - 15 ლიტრს/წუთში. ასეთ ცისტერნებს მცირე ხანძრებზე იყენებდნენ. მოწყობილობა და ნაკლებია მ აპარატებისა (ვზის პატარა მოცულობა და დგუშის დაბალი ნაყოფიერება) მიუთითებდნენ ასეთი ტექნიკის სრულქმნის გზას.
ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები

პირველი სამამულო ავტოცისტერნებისთვის უცხოურ შასეებს იყენებდნენ. მაგალითად, მოსკოვის ავტოპრომტორგის ქარხანა იყენებდა შასებს ფიატ-15-ტერ-ისგან. რამაზე აყენებდნენ 80 -სათლიან ავზს (984 ლიტრი), ამაგრებდნენ კიეებს, და სხვა ინსტრუმენტებს, ექვს კაცზე - წყვილი დასადომი, რომლის ქვეშაც იდო ბალონები დაწნეხილი ჰაერით, რომელიც ცისტერნაში მიეწოდებოდა მათში გამოსავარდნი წნევის წარმოსაქმნელად. წყლით, რომელიც ბრანდსპოიტში სახლოდან გამოდიოდა , აქრობდნენ კოცონს, ხოლო როცა ის თავდებოდა, ან ასავსებად გარბოდნენ, ან იღებდნენ მას წყალგამტარი ქსელიდან. დაწნეხილი ჰაერი 3-4 ციკლს ჰყოფნიდა, წონა მისი 200 კგ-ს აღემატებოდა.
ასეთ მანქანებს “გაზოვკებს“ უწოდებდნენ. ხანძარზე სრულ მზადყოფნაში ყოფნის დროსაც, მათ არ შეეძლოთ დიდი ხნით მუშაობა წყლის და გაზის მცირე მარაგის გამო. და მაინც მათი ზოგიერთი თვისება სასარგებლო გამოდგა. მათი ანალოგიით ავტოდგუშებზე ПМГ-1 и ПМЗ-1 დატოვეს მცირე ავზი წყლით, რომელიც ცენტრალური დგუშს გაშვების გარანტიას იძლეოდა და პირველი ჭავლის მიწოდებას უზრუნველყოფდა.
1935 წელს მიუსსურ ქარხანაში დაიწყეს სერიულად აგება ავტოცისტერნებისა ПМЗ-2. აი როგორ იყო ისინი აგებული. ЗИС--ის შასეზე ამაგრებდნენ ავზს 1500 ლიტრის მოცულობით, მასა და კაბინას შორის განლაგებული ყო კატუშკა გამოსაშვები სახელოებით და დასაჯდომებით ოთხი მეხანძრისათვის , მათ ქვეშ - მანქანის უკანა ნაწილში- ცენტრალური დგუში Д-20, ხოლო მას ზემოთ - სამმეტრიანი სახელო , რომელსაც მოსდევდა გასაშლელი კიბე.
ომამდელი სახანძრო ავტოცისტერნები

ავზის გვერდზედა უკან განლაგებული იყო საინსტრუმენტო ყუთები,უკანას უერთდებოდა დიდი კატუშკა გადმოსაშვები სახელოებით. წყალი ავზშია ნ ისხმებოდა მისი ზედა ყელიდან, ან იქაჩებოდა დგუშით წყალსაცავიდან ან წყალგამტარი ქსელიდან. ბრანდსპოიტებში ის ხვდებოდა დგუშიდან გადმოსაშვები სახელოებით: ან ავზიდან (პირველადი დახმარების გაწევა), ან გარედან- წყალსაცავიდა ან წყალგამტარი ქსელიდან (მუშაობა ავტოდგუშის სახით). ქვედა ნაწილში ცისტერნის შიდა მოცულობისა დებდნენ 4 მილს, რომლითაც ზამთარში უშვებდნენგაზებს, ჩამხშობის გავლით. ამის წყალობით წყალი ავზში თბებოდა და არ იყინებოდა გარემომცველი ჰაერის მინუსური ტემპერატურის დროს.
მიუხედავად მრავალსახიანი კონსტრუქციისა ომამდელი ავტოცისტერნების და ამ ტიპის ავტომობილების დიდი რაოდენობისა , ჩვენს დრომდე მხოლოდ ერთეულები შემორჩა. ერთი მათგანი- ПМЗ-2 - უსაფრთხოდ არის დაცული და სვლა შენარჩუნებული აქვს ნომერ 29 სახანძრო ნაწილში მოსკოვთან მდებარე ქალაქ ბალაშიხში.
Техника молодежи, № 8/2002


წყარო:fire-truck.ru
205
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.