ბორისი მაკალათია » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ბორისი მაკალათია

ბორისი მაკალათია


ამური მაისაია


ბორისი მაკალათია ბორის მაკალათია სახანძრო პროფესიის სიყვარულმა სკოლის დამთავრებისთანავე მიიყვანა ფოთის პროფესიონალურ სახანძრო რაზმში სამუშაოდ.
შემდეგ წარმატებით დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებელი და განაწილებით სრულიად ახალგაზრდა დაინიშნა ფოთის დამოუკიდებელი გასამხედროებულ სახანძრო რაზმში ინსპექტორის თანამდებობაზე. მან მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან მიიპყრო უფროსთა ყურადღება. იყო დისციპლინის მოყვარული, შრომისმოყვარე და ახალგაზრდა ლეიტენანტს ყოველთვის მოხდენილად ეცვა და უხდებოდა კიდევაც ფორმის ტანსაცმელი. მასზე მიმაგრებულ ობიექტებზე ხარისხიანად ატარებდა სახანძრო ტექნიკურ გამოკვლევებს, თავის ვადებში ატარებდა საკონტროლო შემოწმებას.ბორისი მაკალათია
ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ - აგიტმასიური მუშაობის მაღალ დონეზე დაყენებისათვის მას ერთად ერთს 1989 წელს მიენიჭა „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდება.
ბორის მაკალათიამ სამსახურის პარალერულად დაამთავრა ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მეხანძრის პროფესიას უთავსებდა პედაგოდიურ სამსახურსაც, ხუთი წლის განმავლობაში ასწავლიდა სამოქალაქო თავდაცვის საგანს მე-6-ე საშუალო სკოლაში.
1996 წელს, ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ჩამოყალიბდა გასამხედროებული სახანძრო სამსახურის რაზმი, ხელმძღანელობის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად უკვე მაიორის წოდებით დაინიშნა რაზმის უფროსის თანამდებობაზე.
ბორისი მაკალათია

აქაც ჩვეული ენერგიით შეუდგა მუშაობას თუმცა ნავსადგურის სახმელეთო ობიექტებთან ერთად, მას მოუხდა საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიულ - ტაქტიკური მახასიათელბლის შესწავლა. იყო არაერთი სერიოზული ხანძრები, რომლის ქრობაში მოუწია მონაწილეობის მიღება. განსაკუთრებით გამოსაყოფია 1996 წლის სექტემბრის თვეში მომხდარი ხანძარი ტანკერ „სკოპელოს“-ზე, რომელიც ნავთობტერმინალის ნავმისადგომთან ეყენა. ქალაქის სახანძრო სამსახურებთან ერთად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზაცია ლიკვიდაცია. გადაურჩა აფაეთქებას ტანკერი და გადარჩა მთლიანად ნავსადგური. სახანძრო სამსახურის მთელი კოლექტივი იმდროინ-დელმა ნავსადგურის ხელმძღვანელმა ვალერი გეგიძემ ფულადი თანხით დაასაჩუქრა და დიდი კმაყოფილება გამოთქვა ნავსადგურში სახანძრო სამსახურის შექმნისათვის.
ბორისი მაკალათია ამჟამად, პოლიციის თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ბორის მაკალათია აგრძელებს ნავსადგურში მუშაობას, დღეს ის ნავსადგურის უსაფრ-თხოების დეპარტამენტის ცვლის სუპერვაიზერის და პარალელურად კურირებს სახანძრო სამსახურსაც, რომელსაც 33 წელია პირნათლად ემსახურება.
განვლილი წლების ღვაწლი არ დარჩენილა უყურადღებოდდა, პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულ იქნა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, შს მინისტრის მიერ დაჯილდოვდა სამივე ხარისხის მედლით „უმწიკლო სამსახურისათვის“ და ასევე ვერცხლის სამკერდე ნიშნით „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთგულებისათვის“
- წლები მიდიან, ბორისი კი ისევ და ისევ იგივე შემართებით, იგივე ენთუზიაზმით უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
აფერუმ,,შენს შემართებას ბორის!

ბორისი მაკალათია





ასევე ნახეთ:


საიტების დამზადება - ბედთან წილნაყარი კაცის ცხოვრება

ლევთერ ჭოჭუა - ბორისი მაკალათია

ლევთერ ჭოჭუა - ტემპი მატულობს

ამური მაისაია - ბორის მაკალათია

ფოთის სახანძრო დაცვის მოწინავე მუშაკები

მილოცვა ბორისი მაკალათიას

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ - კარგად აღებული სტარტი

ბორისი მაკალათია - ცეცხლის სტიქიასთან მებრძოლნი
2976
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.