თებერვალი. ხანძარი. კოშმარი. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » თებერვალი. ხანძარი. კოშმარი.

თებერვალი. ხანძარი. კოშმარი.

მთელი მოსკოვი შეძრა გაშეკის ქუჩაზე, 12 ნოემბერს, არაფრით გამორჩეულ, ხუთსართულიან შენობაში მომხდარმა ხანძარმა, რომელიც ხუთბალიანი სკალის მიხედვით განეკუთვნებოდა უმაღლესი კატეგორიის ხანძარს.

სახლის პირველი სართული ოფისებს ეკავა. ხოლო ბოლო სართული კი საცხოვრებელ ბინებს. უნდა ითქვას რომ ე.წ. „ფირმაჩები“ და მაცხოვრებლები ვერ დაიკვეხნიდნენ ურთიერთ სიყვარსულსა და თანხმობას. ამგვარი ანტაგონიზმის საბაბი იყო ის გაუთვაებელი რეკონსტრუქციები, გარდაქმნები, რომლებიც თავს დაატყდა მოძვლებულ შენობას სხვადასხვა ფირმებისაგან. ამ გარემოებით შეწუხებულ მობინადრეებს ისღა დარჩენოდათ ზემდგომი ინსტანციებისათვის მიემართათ. მეზობლებს შორის დავას ხანძარმა დაუსვა წერტილი თუმცა ინცინდენტი ამით არ ამოწურულა. უსახკაროდ დარჩენილი მაცხოვრებლები და ოფისებ - დამწვარი ფირმების წარმომადგენლები, ცეცხლოვანი დრამით გამოწვეულ ბოღმას ურთიერთ ბრალდებებში კლავდნენ. ასე მაგალითად, სახლის პირველი სამი სართულის მკვიდრნი თვლიდნენ, რომ ცეცხლი მეოთხე სართულზე ერთერთ კომუნალურ ბინაში წარმოიშვა. ამ ვერსიის საპირიპიროდ მაცხოვრებლები ამტკიცებებნ, რომ ხანძრის კერა მესამე სართულზე, ოფისში იმყოფებოდა, სწორდ იქ, სადაც ორშაბათს აირულ შედუღებას აწარმოებდნენ.
აღსანიშნავია ოფისში მყოფი მუშების მოქმედება ექსტრემალურ ვითარებაში. საკუთარ ძალებში დაიმედებულთ არ ჩაუთვლიათ საჭიროდ მეხანძრეების დაუყოვნებლივ გამოძახება. რაც ტრადიკული შეცდომა იყო. ულმობელმა სტიქიამ არ შეარჩინა ადამიანებს დაუდევრობა და სულ რამდენიმე წუთში შთანთქა ძველი ხის კონსტრუქციაზე აგებული შენობა. სასოწარკვეთას ის აძლიერებდა რომ ცეცხლის ზონაში აღმოჩნდა პროპანით სავსე ბალონები, რაც არ გახსენებიათ „ცრუ მეხანძრეებს“ პირველი სახანძრო ქვედანაყოფის მისვლისთანავე რამდენჯერმე გაისმა აფეთქების გამაყრუებელი ხმა. თვალის დახამხამებაში ხანძარი 600კვ. მ-ზე გავრცელდა. სახლის ზემო ნაწილში ცეცხლმა ალყაში მოაქცია 6 ადამიანი. რომელთა სიცოცხლეს საშინელი საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომაც მეხანძრეებმა, პირველყოვლისა, მათი გადარჩენისათვის იზრუნეს. ღვთის წყალობით ექვსივე ცოცხალი დარჩა. თუმცა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. კიდევ ერთი გარემოება; მას შემდეგ რაც ოთხი დაზარალებული სამშვიდობოს იქნა გამოყვანილი. ცეცხლმა გადაჭრა კიბის უჯრედთან მისასვლელი გზა. მეხანძრეებს ორი მოქალაქის ფანჯრიდან გამოყვანა მოუხდათ. 1 და 2 სართულზე მდებარე სადაზღვევო საზოგადოების „რესო-გარანტიას“ 160 მეტი თანამშრომელი გამოყვანილ იქნა სადარბაზოდან. იმავე გზით გამოიტანეს კომპიუტერები და არქივები.
შუადღისათვის, 12 საათსა 30 წუთზე დაახლოებით 120 მეხანძრის ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ცეცხლის ლოკალიზაცია. ამ დროს უკვე გადამწვარი იყო სახლის საცხოვრებელი ნაწილი. რომლის სასხვენო გადახურვა 400 კვ. მ-ზე მოწყდა და დაემხო მე-5 სართულს. მეოთხე სართულზე 20 კვ. მ-ზე წარმოიშვა ხვრელი და რაც ყველაზე სამწუხაროა, მოსკოველების 8 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ.
ურთულესი მეხუთე კატეგორიის ხანძრები მოსკოვში იშვიათი მოვლენაა. საგულისხმო ის არის, რომ ამგვარი ხანძრები რუსეთის დედაქალაქში რატომღაც ზამთრის ბოლო თვეს ხდება ხოლმე. გასულ წელს დაიფერფლა საბურავების ქარხნის საწყობი. დაიღუპა ერთი ადამიანი ზარალმა 52 მილიარდ რუბლს მიაღწია. დიდი ხნის წინ დროის ამ მონაკვეთში ცეცხლი გაუჩნდა სასტუმრო „როსიას“, მაინც რატომ ხდება ყველაზე საშინელი ხანძრები ზამთრის ბოლო თვეში? ამ კანონზომიერების ახსნა გასჭირვებიათ ასტრონომებსაც და ასტროლოგებასაც.

„არგუმენტები და ფაქტები“
№8 1997წ.


გაზეთი „საქართველოს მეხანძრე“
№2 თებერვალი 1997წ.
1389
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.