გავხდეთ კეთილი და მამაცები, რამეთუ სიკეთეცა და სიმამაცეც... გადამდებია! » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » გავხდეთ კეთილი და მამაცები, რამეთუ სიკეთეცა და სიმამაცეც... გადამდებია!

გავხდეთ კეთილი და მამაცები, რამეთუ სიკეთეცა და სიმამაცეც... გადამდებია!

საიტების დამზადება

გავხდეთ კეთილი და მამაცები, რამეთუ სიკეთეცა და სიმამაცეც... გადამდებია!ჩემო მკითხველო! ისევ „ოქროს ბიჭების“ ფონდიდან კიდევ ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს გაგაცნობთ. ალბათ მიხვდებით რატომ შევარჩიე ეს სათაურიც. ერთ-ერთ, არც თუ ისე დიდ კოლექტივში, როგორ მოიყარა თავი ამდენმა მამაცმა და თავდადებულმა, ისიც სიყმაწვილის ასაკში მოსულებმა, ურთულეს სამსახურში. იმიტომ რომ, სიკეთეც და სიმამაცეც გადამდებია. პირადი მაგალითები მიმბაძველობის სათავეა. (არ იქნება უპრიანი შვილების აღზრდისას ვიხელმძღვანელოთ ამ ბუნებრივი სიკეთით!!).
ჩვენი „ოქროს ბიჭი“, ლევან გვარამიაა. იგი ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ჭოღაში დაიბადა 1976 წლის 25 დეკემბერს. ჰოროსკოპით მშვილოდსანია. ანუ კაცი კენტავრი რომელშიც თავმოყრილია მიზანსწრაფულობა, აქვს მრავალმხრივი მიდრეკილება, არის ჰუმანურიცა და ტექნიკურად მოაზროვნეც, მშვიდიცა და ფეთქებადიც. იცის დიდ მეგობრობაც და სიყვარულიც, მაგრამ უაყროფითი აქვს, მრავალი სწრაფვა ოცნების დონეზე რჩება, რადგან ცვალებადი, „მომთაბარის“ ტიპია და ადვილად „ბეზრდება“ ბევრი რამ. მამაცია, მაგრამ „ბაკანი“ უშლის ხელს გამოიტანოს თავისი შესაძლებლობები აჩვენოს და ბოლომდე დაიხარჯოს არა და იდეების კაცია. აი, ისიც რასაც მასზე ამბობენ ვარსკლავები. მიწაზე კი, აი რას ამბობს მასზე მისი ინსტიტუტისა და სამსახურის მეგობარი ამური მაისაია:
- სხარტი აზროვნების, დიდი იუმორის და უღალატო კაცია. სუფრაზე შეუძლია ყველაზე გამოაცხოს სხარტულა ან შაირი.
ჩხოროწყუ მაღალმთიანი რაიონი. ჩქარი მდინარეებითა და კრიალა მთის ჰაერით. რაც თავისთავად სუფთა სულის ადამიანების საუფლოა. აქ შეუძლებელია არ დაგყვეს ან ხელოვნების, ან პოეზიის ნიჭი. ალბათ ჩვენს ლევანსა ამიტომ დაჰყვა თან პოეზიის მუზა. 1982 წელს ლევანი შევიდა ჩხოროწყუს სოფელ ჭოღის საშუალო სკოლაში. აქ დაამთავრა საშუალო სკოლა 1993 წელს და იმავე წელს განაგრძო სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.

გავხდეთ კეთილი და მამაცები, რამეთუ სიკეთეცა და სიმამაცეც... გადამდებია!

იმდენად დავინტერსდი მის პიროვნებაზე საუბრით დამავიწყდა მისის ფესვებიც გამეცნო თქვენთვის, რამეთუ ოჯახი ის მთავარი წყაროა, საიდანაც სათავეს იღებს ადამიანი.
ლევანის მამა არდაშელ გვარამია, ჩვეულებრივი, მეგრული ტრადიციების ერთგული, ქართველი კაცია, რომელიც თავის ორ ვაჟს სიმამაცესა და ვაჟაკცობას უნერგავდა და აჩვევდა. დედა ლეილა კი სიკეთესა და მიმტევებლობას. ლევანის უფროსი ძმა კახაც ფოთში ცხოვრობს, დაოჯახებულია და უკვე ბაბუაცაა. ნიშანდობლივია რომ იმ რთულ დროს გზა გასაყართან ძმები არ დაცილებიან ერთმანეთს და ორივე ძმა ფოთშია დამკვიდრებული.
ლევანი, 1993 წელს მოეწყო სოხუმის ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
1995 წელს ლევანმა მოტაცებით მოიყვანა ფოთელი ვიოლეტა ახვლედიანი, თუმცა ქალ-ვაჟს უკვე უყვარდათ კიდეც ერთმანეთი.
1997 წელს ახალგაზრდა ოჯახმა ვაჟიანობა იზეიმა. ოჯახს ბექა გვარამია მოევლინა. დღეს ბექა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი ინჟინერ გეოდეზისტი იქნება. ეს სპეციალობა მეტად ფართო მაშტაბიანი პროფილისაა და დღევანდელი საქარველოს საჭირო სპეციალობაც.
სხვათა შორის ბექა „კარგ ფეხზე“ დაიბადა მამამ, ანუ ლევანმა 1998 წელს დაამთავრა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და 1999 წელს გაიწვიეს საქართველოს თავდაცვის ჯარში, მაგრამ როგორც მცირეწლოვანი შვილის პარტონმა, მხოლოდ 1 წლით იმსახურა სამხედრო ძალებში და 2000 წელს ოჯახში დაბრუნებულს, ოჯახის დიდმა მეგობარმა ამურიმ, რომელიც უკვე მუშაობდა ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურში და დააწყებინა მუშაობა.
დაწყებიდან დღემდე ამ სამსახურში სადისპეჩერო სამსახურშია. ეს სამსახური მოგეხსენებათ ფრიად პასუხსაგები და მართლაც სხარტ აზროვნებას საჭიროებს. რადგან მთელი ხანძარსაწინააღმდეგო წარმართვის სისწორე დისპეჩერზეა დამოკიდებული.

გავხდეთ კეთილი და მამაცები, რამეთუ სიკეთეცა და სიმამაცეც... გადამდებია!

2006 წელს ოჯახს ისევ ეწვია შვილის მატების ბედნიერება. გაჩნდა ნანატრი გოგონა მარი. მარიმ წელს 6 კლასი დაამთავრა, იგი ოჯახში სიცოცხლის და სინათლის შემომტანია, მით უფრო რომ ბექა დედაქალაქშია და არც ისე ხშირადაა სახლში.
მე ადრეც ავღნიშნე რომ ლევანი პოეზიის ნიჭით დაიბადა. იგი ძალიან ლამაზ ლექსებს წერდა და წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჟურნალ „ორნატ“-თან რომლის გამომცემელი და რედაქტორიც იყო ჭაბუკი ქოიავა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წინსვლა ვუსურვოთ ამ კარგ ადამიანს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.

ივნისი 2018 წელი
3647
    

კომენტარები -
1

HarondZiga 17 ივლისი 2018 13:01
Люди кто желает играть в современные игры на самых высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный интернет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Скачать саму прогу можно здесь.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.