მე მოვედი იქ, რომელიც თურმე ჩემთვის იყო... » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » მე მოვედი იქ, რომელიც თურმე ჩემთვის იყო...

მე მოვედი იქ, რომელიც თურმე ჩემთვის იყო...

საიტების დამზადება


„შრომა ათავისუფლებს ადამიანს
სამი დიდი უბედურებისგან:
მოწყენილობის, მანკიერებისა და გაჭირვებისგან“
ვოლტერი

მე მოვედი იქ, რომელიც თურმე ჩემთვის იყო... გრძელდება ჩვენი პროფესიული „მატიანის“ შექმნა. ალბათ, ერთგული მკითხველი შეამჩნევდა რომ ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის, რომელსაც დღეს ექსტრემალური სიტუაციებიც დაემატა, ძირითადი ბირთვი ოთხმოცდაათიანელები არიან. ეს ის წლებია როცა თავისუფლების მოყვარე ხალხი ანგრევდა ძველს ისე, რომ არ იცოდა რას ააშენებდა. რას ვიზამთ, „არ იციან რას იქმნიან“. ათასობით ადამიანი დარჩა ქუჩაში, პერსპექტივის, სამსახურის გარეშე. მრავალმა ჩათვალა, რომ ისინი უსარგებლონი გახდნენ და ამ დროს... მიუხედავად ტექნიკის უქონლობის, მიზერული ანაზღაურების მიუხედავად სახანძრო - სამაშველო სამსახური იყო, მცირე სინათლე ბნელით მოცულ ქვეყანაში. აქ მოსული ხალხი იყო, მაშინ თამამი, ვაჟკაცური ხალხი. და უპირველესად თავის ფესვებზე მყარად მიჯაჭვული, ამიტომ ვცდილობთ ღრმად დაინახოთ ის ადამიანები და არ იკიჟინოთ, ზარიდან რამდენიმე წუთში მოვიდნენ ან რამდენი წუთი ეყოთ მოტანილი წყალი. არამედ საკუთარ თავსაც შევხედოთ გარეშე თვალით ჩვენ როგორ ვიქცევით, რას ვაკეთებთ, გარდა მაყურებლის როლისა და ნუ ვატკენთ ჩვენი ულოგიკო ლაპარაკით ამ ხიფათთან პირისპირ შერკინებულ ადამიანებს გულს. დაანახეთ თქვენი კეთილგანწყობა და დაინახავთ, რომ ცხოვრება უფრო მშვენიერია.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი კი თემურ ჯაიანია. იგი 1959 წელს დაიბადა ქ. ფოთში. მშრომელ და მეგობრულ ოჯახში ორი ვაჟი და ერთი ქალი იზრდებოდა.
ახლა და ძმა ახლოსა ჰყავს, ორთავე ფოთშია დაოჯახებული. სკოლაში ექვსი წლისაც არ იყო რომ შეიყვანეს. ქალაქის მე-7 სკოლის 8 კლასი დაამთავრა და სწავლა ქალაქის პროფესიული განათლების სკოლაში გააგრძელა. ავტო ზეინკლის დიპლომი და სიმწიფის ატესტატი ერთად აიღო. დაამთავრა 1976 წელს და მუშაობა ფოთის ქარხანა ელექტრო-აპარატში დაიწყო. 19 წლისა გახდა თუ არა სამხედრო სამსახურმაც მოუწია. ორი წელი 1977-79 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა ესტონეთში. სამსახურის ორი წელი სამხედრო სწავლებაში, დისციპლინის დაცვაში გაილია, მოგეხსენებათ ბალტიის ქვეყნები რუსეთს ყოველთვის „ კბილით ეჭირათ“, მათ გულზე არ ეხატებოდათ საბჭოთა კავშირი და ყველას რუსებათ თვლიდნენ. ამიტომა 18-20 წლის ბიჭს ბევრი არაფერი დარჩა იმ ორი წლის მოსაგონებლად. დაბრუნდა მშობლიურ ქალაქსა და მშობლიურ საწარმოში. უყვარდა საქმე, ერთგული და გამტანი მეგობარი იყო. 24 წლისამ აბაშელი ბჟალავას ქალი შეირთო. გაიხარა ოჯახმა, ერთი წლის შემდეგ პირველი ვაჟიანობაც იზეიმეს. 1984 წელს დაიბადა დავითი მე-7 სკოლის 9 კლასის დამთავრების შემდეგ სამშენებლო ტექნიკური განათლება მიიღო. დღეს თვითდასაქმებულია.
1988 წელს ოჯახმა ორმაგი სიხარული იზეიმა. ოჯახს ტყუპები ირაკლი და ეკა ეყოლათ. დავითის დაბადების შემდეგ წარმოებიდან მიღებული საჭირო დოკუმენტაციით შორეული ნაოსნობის გემზე ეწყობა.
3 წელი იცურავა ოკეანეებში ტრაილერ „კარპიშოვზე“. ანუ სანამ ქვეყანა ახალ გზას აირჩევდა სამი მცირეწლოვანი შვილით დარჩა სამსახურის გარეშე. აქ მეგობარიც გამოუჩნდა. რომელიც სახანძრო სამაშველო სამსახურში მსახურობდა. უმუშევრად დარჩენილს არც თავპატიჟი დაუწყია და არც უფიქრია, დათანხმდა.
-ახლა, წლების გადასახედიდან ვხვდები ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვს და სამომავლო გზაც ალბათ წინასწარ ისაზღვრება. მე მადლიერი ვარ 23 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების. ამ სამსახურში არის რაღაც აზარტული ჩვენ, ქართველები მენტალიტეტით აზარტულები ვართ. ეს სამსახური ვაჟკაცობასთან ერთად სიკეთესთანაც ასოცირდება.
-სწორედ ამ თვისებების მატარებელია დემურიც- ჩაერთო საუბარში ამურიც და კეთილი სიტყვა არ დაიშურა თავისი.
დღეს იგი ათმეთაურია, ანუ ათი კაცის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.
როგორც ყოველთვის, დემურისაც პირველ ხანძარს ვახსენებ.
-აბა ამის დავიწყება იქნება? ჩემთვის იგი, ყველაფრით პირველი იყო. მე მაშინ ცეცხლს პირისპირ პირველად შევხვდი, თანაც ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. ცეცხლი რომ ჩავაქრეთ და შევედით, მერე აღმოვაჩინეთ. მაშინდელი გულის ტკვილი ახალივით მახსოვს.
შვილების მადლიერია. მშვიდი, დამჯერი შვილები მყავსო-ამბობს შეფარული სიამაყით.
ეკამ 9 კლაის შემდეგ სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა. არ გაუმართლა რომ მოწონებული და არჩეული პროფესიით ვერ დასაქმდა. უკვე აღარც ფიქრობს. დღეს ეკა აჭარა ტაქსილში მუშაობს.
ასეა, ეს მშრომელი მამა და შვილები თავის წილ აგურს დებენ იმ საძირკველზე რომელზეც შენდება „ახალი საქართველო“ ჰქვია.
ივლისი 2018 წელი
982
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.