ძლიერი ხანძარი და 81 დაღუპული საბერძნეთში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ძლიერი ხანძარი და 81 დაღუპული საბერძნეთში

ძლიერი ხანძარი და 81 დაღუპული საბერძნეთში



საბერძნეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. ხანძარი ლოკალიზებულია.

ორდღიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ ათენის შემოგარენში ცეცხლის მხოლოდ ცალკეული კერებიღა რჩება. საცხოვრებელ დასახლებებს ამჯერად საფრთხე აღარ ემუქრება. ფერფლად ქცეული სახლები, მანქანები, ინფრასტრუქტურა, ძლიერი დაკვამლიანება - ასეთი სურათი დახვდა ჩვენს გადამღებ ჯგუფს საზღვაო კურორტ მატიში. ეს არის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე დასახლება, სადაც ცეცხლის პირველი კერა გაჩნდა და მალევე მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელდა. სწორედ მატიშია ყველაზე დიდი მსხვერპლი. მათი ნაწილი დაკვამლიანების შედეგად დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას 81 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორჯერ მეტია დაშავებულთა რაოდენობა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახებისთვის დროებითი თავშესაფრებია მოწყობილი. დაზარალებულები ახლა ხელისუფლებისგან კომპენსაციებს ელოდებიან.

სტიქიის ეპიცენტრში გურამ როგავა და ლევან ქართველიშვილი მუშაობენ.
1919
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.