ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო სამგზავრო ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო. ინციდენტი ბერძნულ ბორან „ელეფთერიოს ვენიზელოსს“ შეემთხვა, რომელიც პირეოსიდან კუნძულ კრიტზე მიემართებოდა. პორტიდან გასვლიდან 40 წუთის შემდეგ ბორანზე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია ჩაირთო. ეკიპაჟმა ხანძრის ლიკვიდაცია ოპერატიულად მოახერხა და ბორანის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა
კომენტარები -0