დაუდევრობას ყოველთვის ზიანი მოაქვს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » დაუდევრობას ყოველთვის ზიანი მოაქვს

დაუდევრობას ყოველთვის ზიანი მოაქვს

ამური მაისაია


ხანძარს პრევენცია ჭირდება, თორემ რომ გაჩნდება მერე არ არსებობს ხანძარი ზარალის გარეშე, ზოგჯერ კი სავალალო შედეგიც მოაქვს. ისტორია რომელსაც ახლა გავიხსენებთ სწორედ იმაზეა თუ რა მნიშვნელობა აქვს პრევენციული ზომების დროულ მიღებას.
ეს, 1996 წელს მოხდა. იყო 18 ოქტომბერი 11 სთ 15 წთ. ფოთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სადისპეჩერო პუნქტში შემოვიდა შეტყობინება ფოთში, კოკაიას ხეივნის №1 - ში სააქციო საზოგადოება „არგო“-ს საწყობში ხანძრის გაჩენის თაობაზე. გამოძახებაზე გავიდა ფოთის გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსხურის რაზმის 2, ნავსადგურის ხს რაზმის 2, და მუნიციპალური ხანძარსაწინააღმდეგი რაზმის 2 ათეული. ხანძართან მისვლის მომენტში ანუ 11 სთ 13 წუთზე, „არგოს“ №8 საწყობს, სადაც ინახებოდა ბამბის ბოჭკოს დაშლილი და ნახევრად დაშლილი კიპები, ცეცხლის ალში იყო გახვეული ცეცხლი ვრცელდებოდა სახურავის რბილი გადახურვითა და კედლების თბოიზოლაციის შუამფენით საწყობის დანარჩენ ნაწილში. მისვლისთანავე ოცეულის მეთაურის ამური შუბლაძის მიერ მეზობელი საწყობის შიგა ონკანებიდან მიწოდებულ იქნა წყალი. რამოდენიმე წუთში ადგილზე მოვიდა სახანძრო სამსახურის უფროსი თენგიზ ხაზალია, რაზმის სხვა ოფიცრებთან ერთად და ხანძრის ქრობის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო. დაზღვევისათვის გამოძახებულ იქნა სენაკის, აბაშისა და ხობის თითო ათეული. 13სთ. 35 წთ-ზე ცეცხლი ლოკალიზებულ იქნა ხოლო 14სთ 50 წთ-ზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებული. ამის შემდეგ ორგანიზებულ იქნა ბამბის ევაკუაცია საწყობიდან უსაფრთხო ადგილას, სპეციალური ტექნიკის დახმარებით ბამბის ბოჭკოს კიპები დაშლილ იქნა ღია ტერიტორიაზე და მისი წვის თავისებურებიდან გამომდინარე ხდებოდა ცალკეული მხრჩოლავი ადგილების წყლით გაჟღენთვა, რომელიც მიმდინარეობდა მთელი დღე-ღამის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა საწყობში მოთავსებული ბამბა, დაახლოებით 40-45 ტონა, რომელიც ეკუთვნოდა შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი არის ბამბის ბოჭკოს კიპების სალტის გადაწყობის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკალი. რაც არ უნდა დავარქვათ და რა მიზეზიც არ მოვიძიოთ მთავარი მიზეზი საქმისადმი უგულო მოპყრობაა. მერე მიზეზების ძებნა განა საქმეს შველის? ყველა სავარაუდო მიზეზს პრევენცია და სიფრთხილე სჭირდება თორემ ხომ ხედავთ, რასაც ვღებულობთ.

ჟურნალი adjaranet №4 2018 წელი
1830
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.