კობა ტერტერაშვილი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

კობა ტერტერაშვილი

მეხანძრე-მაშველი
46 წლის

კობა ტერტერაშვილი კობა ტერტერაშვილმა ცხოვრების ნახევარი საკუთარ პროფესიას მიუძღვნა. ზუსტად 20 წლის წინ მაშველი გახდა და მას შემდეგ, ადამიანების სამსახურშია.
"სხვა პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია, მაშველად მუშაობის დაწყების დღიდანვე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ადამიანების დახმარებით გამოწვეულ სიამოვნებას ცხოვრებაში ვერაფერი ჩაანაცვლებს. ეს არის საქმე, რომლითაც არამარტო ადამიანებს, არამედ საკუთარ თავს ეხმარები. ამ პროფესიის ადამიანები ცხოვრების ადამიანურ გზას ვირჩევთ და ეს ჩვენს ყოფასაც ამარტივებს.
ყველაზე მძიმე მომენტები 2008 წლის ომის დროს მქონდა. მახსოვს, გორში იმედდაკარგულ ადამიანებს აფეთქებული ბინებიდან გამოსვლაში ვეხმარებოდით. მათ თვალწინ საყვარელი ადამიანები იღუპებოდნენ, ეს იყო ყველაზე მძიმე გადასატანი. ამ დროს ეხმარები ადამიანს, მაგრამ თავს უსუსურად გრძნობ, რადგან ვერ უმსუბუქებ იმ სევდას, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა ჰქვია.
შეიძლება მესამე პირისთვის რთული წარმოსადგენი იყოს, რას ნიშნავს იყო მაშველი, თუმცა დამიჯერეთ, ეს არის პროფესია, რომელიც გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავს გავიწყებს და შენთვის მნიშვნელოვანი სხვისი სიცოცხლის გადარჩენა ხდება".
კობა ტერტერაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი თავდადებისთვის მიღებული აქვს პრეზიდენტის ღირსების ორდენი და ასევე, 13 ივნისის ტრაგედიის დროს გამოჩენილი გმირობისათვის, გიორგი მღებრიშვილმა მხედრული მამაცობისათვის დააჯილდოვა.

წყარო:es.gov.ge
951
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.