“როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს, ეს ორმაგი სტიმულია” – მაშველი მყვინთავების ხელფასები 100%-ით გაიზარდა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » “როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს, ეს ორმაგი სტიმულია” – მაშველი მყვინთავების ხელფასები 100%-ით გაიზარდა

“როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს, ეს ორმაგი სტიმულია” – მაშველი მყვინთავების ხელფასები 100%-ით გაიზარდა

ჩვენს მოქალაქეებს არაერთხელ უნახავთ მაშველი მყვინთავების თავდაუზოგავი მუშაობა და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა.


“როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს, ეს ორმაგი სტიმულია” – მაშველი მყვინთავების ხელფასები 100%-ით გაიზარდა“აიპრესი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახლადშექმნილი დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავს, მამუკა გელაშვილს დაუკავშირდა. 40 წლის მაშველ-მყვინთავს მეუღლე და ორი შვილი, 9 წლის გაბრიელი და 10 წლის გიორგი ყავს. ფოთელი მაშველი-მყვინთავი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წელს შემოუერთდა და ახალბედა მყვინთავია, თუმცა, უკვე მოასწრო არაერთ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება.

– ბოლო შემთხვევა, როცა გამოძახება გქონდათ, რა იყო?

– 9 სექტემბერს შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, დაუნახავს მდინარეში მცურავი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წყალში გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, მოხდა მყისიერი რეაგირება და შემთხვევის ადგილზე მივედით, როგორც მყვინთავები, ასევე წყალზე სამაშველო ჯგუფები. ასეთ დროს, ყველას თავისი საქმე აქვს. ჩვენ ავიღეთ კოორდინატები დაახლოებით რა ადგილას დაინახეს ბოლოს მცურავი მოქალაქე და შევუდექით საძიებო სამუშაოებს. ადგილზე იყო სპეც კატერიც. მასზე დაყენებულია ექოლოტი, რომელსაც ფსკერის სკანირება შეუძლია. როდესაც საეჭვო კონტურებს შეამჩნევს, მყვინთავები ვერთვებით საქმეში. ამ დროს აუცილებელი იყო, რაც შეიძლება მოკლე დროში შეგვესრულებინა ამოცანა, რადგან იყო საშიშროება, რომ რიონს ცხედარი ზღვაში შეეტანა, რაც გაართულებდა საძიებო სამუშაოებს. დამატებით სამუშაოებს ის ართულებდა, რომ წყალი ძალიან ამღვრეული იყო და ხილვადობა, პრაქტიკულად, ნოლის ტოლი იყო. მალევე შევძელით პოვნა.

“როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს, ეს ორმაგი სტიმულია” – მაშველი მყვინთავების ხელფასები 100%-ით გაიზარდა

– ალბათ, ასეთ დროს გაორებული გრძნობები გეუფლებათ?

– დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია. ადამიანი გარდაცვლილია, თუმცა, ოჯახებისთვის, ჭირისუფლის, შედარებით შვების მომგვრელია. მხოლოდ ამაზე ფიქრით შეიძლება გადაიტანო ის სიმძიმე, რაც მყვინთავის სამუშაოს ახლავს.

– ეს პროფესია, საკმაოდ სარისკოც არის, ალბათ ოჯახის წევრებიც ძალიან ნერვიულობენ…

– რა თქმა უნდა, ხშირად ოჯახის წევრებს არც ვუყვებით რა ხდება სამსახურში, ეს მათთვის დამატებითი სანერვიულო იქნება. ჩვენს, უკან ხომ ჩვენი ოჯახებია და მათზე ზრუნვა ბუნებირივიც არის. ამ დღეებში გაჟღერებული სიახლეები კი ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. რა თქმა უნდა, ხელფასის გაორმაგება დამატებითი სტიმულია. გაორმაგება კი არა, როდესაც მცირედი მატებაა, ეგეც მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ახლა, როცა 100%-ით გაიზარდა. ეს ჩვენ მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს, უფრო მშვიდად ვართ ოჯახებზე ზრუნვის კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ დღემდეც არასდროს დაგვიხევია უკან და ყოველთვის თავგანწირვით ვშრომობდით, თუმცა, როცა მინისტრი ჩვენს შრომას ასე აფასებს და ჩვენს წახალისებას ცდილობს, ეს ორმაგი სტიმულია და განსაკუთრებულად გვიხარია. დაფასება ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნოა.
204
    

კომენტარები -
1

Vladencam 26 სექტემბერი 2020 18:28
Кстати, хотите знать в чем отличие юриста от адвоката?
Многие считают, что юрист занимается административными делами, а адвокат уголовными делами.
Но это не так, точнее, это не совсем так.
Юрист — это любой человек с юридическим образованием. Он даже может и не заниматься юридической практикой.
Самое главное отличие юриста от адвоката в том, что юрист не может представлять интересы своего клиента в суде, а адвокат может.
Это связано с тем, что полностью введена адвокатская монополия на представительство интересов в судах.
Для юристов оставили только незначительные категории дел.
Еще одной отличительной особенностью является то, что юрист не несет никакой дисциплинарной ответственности перед клиентом. Если вдруг человек попадается «на удочку» недобросовестного юриста, к сожалению, с этим мало что можно сделать.
Адвокат же, напротив, за любое нарушение перед клиентом может быть привлечен к дисциплинарной ответственности вплоть до лишения права на занятие адвокатской деятельностью.
Адвокат в Днепре

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.