მეხანძრეთა გამარჯვება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

მეხანძრეთა გამარჯვება

მეხანძრეთა გამარჯვება ამას წინათ ქ.ფოთში ჩატარდა შეჯიბრება სახანძრო გამოყენებით სპორტში პროფესიონალური სახანძრო რაზმების გუნდებს შორის. შეჯიბრებაში ხუთი რაიონის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას. ჩვენი რაიონიდან შეჯიბრებაში მონაწილეობდა პროფესიონალური სახანძრო ნაწილის ათეული შემდეგი შემადგენლობით: გ.ნ.ახალაია (ათეულის მეთაური, მწვრთნელი) დ.ნ.პაპავა, ჭ.კ.თოდუა, შ.ვ. ბებია, გ. ე. ჯანჯღავა და ვ. ი. გახარია. ათეულმა პირველი ადგილი და პირველი ხარისხის დიპლომი დაისაკუთრა საბრძოლო გაშლაში პროფესიული სახანძრო ნაწილებს შორის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანის სწრაფ მანევრირებაში საუკეთესო მძღოლის მეორე ხარისხის დიპლომი დაისაკუთრა ჩვენი რაიონის წარმომადგენელმა მძღოლმა ვ.ი. გახარიამ.

ვ.პერტაია

ჩხოროწყუს პროფესიონალური სახანძრო ნაწილის უფროსი

1972 წელი



My Webpage
1608
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.