ქიმიური და საჰაერო-მექანიკური ქაფი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ქიმიური და საჰაერო-მექანიკური ქაფი

ქიმიური და საჰაერო-მექანიკური ქაფიცეცხლმქრობი ქაფი არის გაზისა დაა სითხის დისპერსული ნარევი ბუშტების ფორმით. აქვს მცირე ხვედრითი წონა, ამიტომ ქაფი ადვილად ჩერდება ცეცხლმოკიდებული სითხის ზედაპირზე და წყვეტს წვის ზონაში სითხის ორთქლის გამოსვლას და ატმოსფერული ჰაერის დაშვებას.
ქაფწარმოქმნის ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს ქაფის ჯერადობა. ქაფის ჯერადობის ქვეშ უნდა ვივარაუდოთ მიღებული ქაფის მოცულობის მიმართება იმ სითხის მოცულობასთან, საიდანაც იგი მიიღება.
ქაფის თბო გამტარობის კოეფიციენტი უმნიშვნელოა და დაახლოებით შეადგენს 0,25 -0,35 კკალ/მ.ს.გრად.
წვის შეწყვეტისას მიწოდებული ქაფის მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალი ტემპერატურის გავლენით იშლება სპირტის ან ეთერის სახით. ქაფის დაშლის შედეგად ცეცხლმოკიდებული ნივთიერების ზედაპირზე წარმოიქმნება წყლის ნაკვეთური, რომელიც ხელს უწყობს გახურებული ფენის გაცივებას.
ხანძრის ქრობის პრაქტიკაში უფრო მეტი გამოიყენება პოვა ქიმიურმა და საჰაერო-მექანიკურმა ქაფმა.
ქიმიური ქაფი მიიღება ქიმიური რეაქციის - სიმჟავისა და ტუტეს შორის ნეიტრალიზაციის შედეგად. ამ ქაფის ბუშტების გარსი შედგება წყლის მარილების ხსნარებისა და ქაფწარმომქმნელი ნივთიერებებისაგან; ხოლო ბუშტს შიგნით არის ნახშირორჟანგის გაზი. ქიმიური ქაფის ხვედრითი წონაა 0,15-0,25. ქიმიური ქაფის ჯერადობა 5-ის ტოლია. ქიმიური ქაფი ელექტროგამტარია, მისი მიღება დაკავშირებულია ტექნიკურ სიძნელეებთან და მნიშვნელოვან ხარჯებთან. ამიტომ მას იყენებენ მხოლოდ ღია ფერის ნავთობპროდუქტების ქრობისათვის რეზერვუალებში.
საჰაერო -მექანიკური ქაფი მიიღება წყლისა და საქაფებლისაგან შემდგარი ხსნარისა და ატმოსფერული ჰაერის ერთმანეთთან მეკანიკური შერევით, საქაფებლად ხშირად იყენებენ ПО-1-ს, რომელიც იმავე დროს კარგ სასველებელს წარმოადგენს.
ქაფის ბუშტების გარსი შედგება საქაფებლის წყლის ხსნარისაგან, ხოლო ბუშტები ავსებულია ჰაერით. ქაფი ცუდი ელექტროგამტარია. ჯერადობის მიხედვით საჰაერო-მექანიკური ქაფი არის ჩვეულებრივი და მრავალჯერადი.
ჩვეულებრივ საჰაერო-მექანიკური ქაფის ჯერადობაა 10. ამ შემთხვევაში ქაფის შემადგენლობაში შედის ჰაერის 90%, წყლის 9,6% და საქაფებლის 0,4%. ქაფის ხვედრეითი წონაა 0,08 -0,2.
ჩვეულებრივი ქაფის მისაღებად და ცეცხლმოკიდებული ნივთიერების ზედაპირზე მისაწოდებლად გამოიყენება ჰაერ-ქაფის სპეციალური ლულები ВПС-4, ВПС-5, ВПС-7,5, რომელთა შესაბამისადაც იხარჯება ქაფი 4;5;7,5მ3/წუთ.
ქაფის ხვედრითი წონისა და სტრუქტურული შედეგების გადიდებისათვის მაღალ ტემპერატური პირობებში ПО-1 საქაფებლისა და წყლის ხსნარს უმატებენ წონის მიხედვით სპეციალური ბეტონიტის თიხის 40%, ამის შედეგად მიიღება მაღალი მედეგობის საჰაერო-მექანიკური ბენტონიტის ქაფი.
298
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.