ცეცხლმქრობი ფხვნილები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლმქრობი ფხვნილები

ცეცხლმქრობი ფხვნილები ხანძრის საქრობად სულ უფრო ფართოდ იყენებენ ცეცხლმქრობ ფხვნილებს. ისინი შეიძლება იქნეს სპეციალური ან ცალკეული ფხვიერი უწვი ნივთიერებანი.
ცეცხლმქრობი ფხვნილები წყვეტენ ჰაერის მოხვედრას საწვავ მასალაზე ან საწვავი პროდუქტის გამოსვლას წვის ზონაში.
ტუტოვანი შემცვლელობის მასალების ქრობისას იყენებენ ნატრიუმის ბიკარბონატისა და სისხლის ალბუმინის საფუძველზე მიღებულ ფხვნილისებურ შენარევს. აგრეთვე გრაფიტის ფხვნილს; მაგნიუმისა და მაგნიუმის შენადნობების ქრობისას - მშრალ დაფქვულ ფლუსებს, რომლებიც გამოიყენება მაგნიუმის შენადნობების დნობისას, საყალიბე ნარევს მაგნიუმის სხმულისა და მაგნიუმის ჟანგეულისათვის.
გავრცელებულია ნახშირორჟანგის და ორნახშირორჟანგის სოდის,შაბის, პოტაშის, ცარცისა და სხვათა საფუძველზე მიღებული ფხვნილები. დატკეპნის აცილების მიზნით ფხვნილის შემადგენლობას უმატებენ ტალკს, ინფუზორულ მიწას, ასბესტის მტვერს; გახურებისას გადნობის უზრუნველსაყოფად - ქლორს, ნატრიუმს და ქლორის კალციუმს.
ცალკეულ ნივთიერებათა ქრობისას იყენებენ მიწას, სილას, თიხის ხსნარს.
ცეცხლმქრობ ფხვნილებს ჩვეულებრივად იყენებენ პატარა ზომის ცალკეული დანადგარების ხანძრის ქრობის დროს და ა.შ.
496
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.