ახალ- სენაკი. 6 ივნისი. » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ახალ- სენაკი. 6 ივნისი.

ახალ- სენაკი. 6 ივნისი. ხუთს ივნისს. ნაშუაღამევს სრული პირველი საათი იქნებოდა,რომ ცეცხლი გაუჩნდა თავ. ფარნაოზ მხეიძის შენობას, რომელშიც ამ რამდენიმე წლის წინად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი იყო მოთავსებული. ცეცხლი უცბად გადავიდა იქვე ახლო ბესარიონ ხოჭოლავა სახლზედ და ორივე სახლი ორის საათის განმავლობაში სულ ერთიანად ნაცარფერფლად იქცა. როგორც ამბობენ ორივე შენობა დაზღვეული ყოფილა. მხეიძის შენობაში არავინ ცხოვრობდა და ხოჭოლავა კი თითონ ცხოვრობდა თავის ცოლშვილით, ხოჭოლავას სტუმრები ჰყოლია ყველა ცდილობდა რაიმე გადაერჩინათ სამწუხაროა რომ ვერაფერი გადაარჩინეს. ამ ორი-- სამის წლის წინად ფული მოიკრიბა ვაჭრებისაგან ცეცხლის საქრობ მაშინის შესაძენად, მაგრამ ნაცვლად ახლისა, ძველი და ყოვლად გამოუსადეგარი ჩამოუტანიათ.
ტ. კა-შვილი

გაზ. ივერია 1894 წ. N 123
672
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.