banner 240x80px



 
 

ყარაულის უფროსი

 
 

ინსტრუქცია
1.
შრომის დაცვის ინსტრუქცია ყარაულის უფროსისათვის
I. საერთო მდგომარეობა


1.1.მოცემული ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულება აუცილებელია თანამშრომლებისათვის, რომლებიც ყარაულის უფროსის მოვალეობას ასრულებენ მიუხედავად განათლებისა და სამსახურებრივი სტაჟისა.
1.2.ის არის გაფართოებული და რეგლამენტირებს შრომის დაცვის ძირითად საკითხებს სამსახურში და პირიქით, უსაფრთხოების მოთხოვნებს სამუშაოს დაწყების და დასრულების წინ (მორიგეობა), უსაფრთხოების მოთხოვნებს მომსახურებად ობიექტზე ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობისას, უსაფრთხოების მოთხოვნებს სამუშაოზე ყოფისას (მორიგეობისას).


2. უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები

2.1. უფროსის მოვალეობის დამოუკიდებლად შესრულებაზე დაიშვებიან მამრობითი სქესის პირები, რომელთაც გავლილი აქვთ სამედიცინო შემოწმება; გამოსადეგნი არიან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით სამსახურებრივი ფუნქციონალური მოვალეობების შესასრულებლად. მოსმენილი აქვთ შრომის დაცვის შესავალი ინსტრუქტაჟი ფილიალის მუშაკებისთვის და შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი სამუშაო ადგილზე, გააჩნიათ მომზადება, თანამდებობაზე დანიშნულნი არიან ფილიალის უფროსის ბრძანებით.
2.2. ყარაულის უფროსი ხელმძღვანელობს და ატარებს პასუხისმგებლობას შრომის დაცვის ორგანიზაციაზე და კონტროლზე ყარაულში.
2.3.დღის განაწესის წესების დაცვა აუცილებელია და რეგლამენტირებს სამუშაო დროის რეჟიმს, საკვების მიღების და დასვენების დროს. უფროსი სამუშაოზე ატარებს სეზონის მიხედვით დადგენილ ტანსაცმლის ფორმას.  
2.4. ყარაულის უფროსი წარმოადგენს პირდაპირ ხელმძღვანელს ყარაულის პირადი შემადგენლობისა და ექვემდებარება ნაწილის მეთაურს და ფილიალის დირექტორს. ასრულებს ფუნქციონალურ მოვალეობებს შრომის დაცვის მოთხოვნების დაცვით.
2.5. ყარაულის უფროსს უნდა გააჩნდეს შესაბამის საკვალიფიკაციო ჯგუფი უსაფრთხოების ზომების ელექტროხელსაწყოების გამოყენებისას.
2.6. ყარაულის უფროსი ვალდებულია დროულად გაიაროს განმეორებითი და არაგეგმიური შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი.
2.7. სამუშაო დღე იწყება შესაცვლელი ყარაულისგან საბრძოლო მორიგეობის მიღებით და სრულდება საბრძოლო მორიგეობის გადაცემით მორიგე ყარაულისათვის.  სიგნალ "განგაშის" გამოცხადებისას ყარაულის შეცვლის დროს სიგნალ "ოტბოის" გადაცემამდე გამოძახების ადგილზე გადის შესაცვლელი ყარაული, ხოლო მორიგეობისთვის მომზადებული ყარაული რჩება სახანძრო დეპოში ნაწილის უფროსის ( ან მისი მოვალეობის შემსრულებლის) ბრძანების მიღებამდე.
2.8. ხანძრის ჩასაქრობას (ავარიის თანმდევი მოვლენების ლიკვიდაციისთვის) მომსახურებად ობიექტზე (გასვლის რაიონში) მუშაკს გადაეცემა დამცავი საბრძოლო ტანსაცმელი და აღჭურვილობა, მაგრდება სიზოდის ქვეგანყოფილების ბრძანებით, რომელზედაც უფროსი ატარებს პასუხისმგებლობას გამართულობაზე, გამოსაცდელი ვადის გავლაზე და უხარვეზო ფუნქციონირებაზე.
2.9. ტრავმის მიღების შემთხვევაში (უბედური შემთხვევის) საბრძოლო მორიგეობის შესრულების დროს ყარაულის უფროსმა უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელებს და დახმარებისთვის უახლოეს სამედიცინო პუნქტს მიმართოს.
2.10. ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ ტრავმის მიღებისას (უბედური შემთხვევისას) საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი. მიიღოს ზომები მდგომარეობის შესანარჩუნებლად ტრავმის მიღების გამოძიებამდე. მისი შენარჩუნების შეუძლებლობის შემთხვევაში შეადგინოს სქემა; მიიღოს ზომები ავარიული სიტუაციის განვითარების საწინააღმდეგოდ და სხვა მუშაკებზე მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების გავრცელების წინააღმდეგ.
ყარაულის უფროსი ვალდებულია:
2.11. იცოდეს და სწორად გამოიყენოს ექიმამდელი დახმარების წესები, ორგანიზმის გამოცოცხლების მეთოდების ჩატარება (ხელოვნური სუნთქვა, გულის ხელით მასაჟი, ადამიანის გათავისუფლება ელექტრონული ძაბვის ზემოქმედებისგან).
2.12. იცოდეს და დაიცვას პირადი ჰიგიენის და სანიტარიის წესები, საიბანოს ხელები საკვების მიღების წინ და სანიტარული კუთხის მონახულების შემდეგ, სამუშაოზე მოვიდეს დასვენებული, ჰქონდეს სასიამოვნო შესახედაობა.
2.13. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის შემდეგ გარეცხოს საბრძოლო ტანსაცმელი და გააშროს (გაწმინოდოს ფეხსაცმელები), ჩაატაროს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესაბამისი ტექნიკური მომსახურება, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს შხაპი ( დაიბანოს ხელები და სახე).
2.14. ყოველწლიურად გაიაროს გეგმიური სამედიცინო შემოწმება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოსადეგობის განსასაზღვრად.
2.15. ხუთ წელიწადში ერთხელ გაიაროს სიზოდში მუშაობის უფლებისთვის საჭირო ატესტაცია.
2.16. დროულად მაოხდინოს ექსპლუატაციის პროცესში გამოცდა და გამოცდილი სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობით ისარგებლოს. გამოცდის შედეგებია ღწეროს "გამოცდის ჟურნალში" და თავად აღჭურვილობის ზედაპირზე შესაბამისი მარკირებით (გამოცდის ვადით).
2.17. შეამოწმოს სამაშველო თოკი თითოეული გამოყენების წინ ვარჯიშებზე. ხანძარზე სამაშველო თოკის თითოეული გამოყენების შემდეგ მისი სიმტკიცის შემოწმებას პირადად უხელმძღვანელოს.
2.18. ამ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევისთვის ან არშესრულებისთვის უფროსი ატარებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.


3. უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს (მორიგეობის) დაწყების წინ


3.1. მორიგეობაზე მოძრაობისას საქალაქო ტრანსპორტითა (პირადი ავტოტრანსპორტით) დაიცვას და შეასრულოს საგზაო მოძრაობის წესები.
3.2. დაკითხოს ყარაულის პირადი შემადგენლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მომჩივანი მუშაკები შემწომებისთვის საავადმყოფოში გადააგზავნოს.
3.3. შეამოწმონს პირადი შემადგენლობის მზადყოფნა სამუშაოსათვის, მისი გარეგნული მხარე და ტანსაცმლის ფორმის დაცვა, საბრძოლო ტანსაცმლის და აღჭურვილობის მდგომარეობა, ასევე მიიღოს ზომები გამოვლენილი ნაკლების აღსაკვეთად.
3.4. შეამოწმოს პირადი შემადგენლობის მიერ მოვალეობების ცდონა, რომელიც მათ საბრძოლო განაწესის ცხრილით ევალებათ.
3.5. შეამოწმოს მძღოლები ფლობენ თუ არა სახანძრო ავტომობილზე მუშაობის  უფლებას და მოწმობას (სპეცაგრეგატებთან მუშაობის).
3.6. ჩაატაროს შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი დაქვემდებარებულ პირებთან.
3.7. პირადად უხელმძღვანელოს პირადი შემადგენლობის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემოწმებას გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზაზე და შემოწმების შედეგები დაარეგისტრიროს " ნომერ 1 შემოწმებების რეგისტრაციის ჟურნალში".
3.8 დღის რეჟიმით დადგენილ დროში დისპეტჩერის სიგნალის მიხედვით (სამი მოკლე ზარი) ყარაულის შემადგენლობა ეწყობა სმენაზე უფროსის მიერ დადგენილ ადგილზე.
3.9. ნაწილის მეთაურის ბრძანების მიხედვით : "ყარაული, სწორდით, სმენა. საბრძოლო მორიგეობის მიღება გადაცემისთვის თავისუფლად" უფროსი იღებს მორიგე ყარაულისგან თავად და კომანდირების მეშვეობით სახანძრო ავტომობილებს და სახანძრო-ტექნიკურ აღჭურვილობას, კავშირის საშუალებებს, ამოწმებს სამსახურებრივი შენობების და ტერიტორიის მდგომარეობას, იღებს ხეკლსაწყოებს, აღჭურვილობას და დოკუმენტაციას საკონტროლო პოსტზე გდზს თანახმად აღწერისა, იღებს სამსახურებრივ დოკუმენტებს საყარაულო სამსახურის ქვეგანყოფილებისა.
მიღება გადაცემის შედეგებზე იღებს განყოფილების კომანდირების დასკვნას და უპატაკებს ქვეგანყოფილების მეთაურს. (მისი მოვალებოს შემსრულებელ პირს).
3.10. სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობის და შეიარაღების გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში მიიღება ზომები მათ აღსაკვეთად მორიგე ყარაულის პირადი შემადგენლობის მეშვეობით. მიიღოს გადაწყვეტილება სახანძრო აღჭურვილობის შეცვლის შესახებ ნაკლების დაუყოვნებლივი გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში.


4. უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს (მორიგეობის) დროს


4.1 სახანძრო დეპოს შენობებში დაცული უნდა იქნეს სისუფთავე და წესრიგი.
4.2. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება და აღჭურვილობა უნდა იმყოფებოდეს საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადყოფნაში. გაუმართაოებების გამოვლენის შემთხვევაში მიღებულ იქნას ზომები მათ აღსაკვეთად.
4.3. შესრულდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები. აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი ყარაულის პირად შემადგენლობასთან აღნიშვნით " სამუშაო ადგილზე შრომის დაცვის ინსტრუქტაჟის ჟურნალში".
4.4. სახანძრო დეპოს შენობებში შრომის დაცვის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობოს ზემდგომ პასუხისმგებელ პირს და მიღებულ იქნეს ზომები გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად.
4.6. გამოძახების ადგილზე გასვლისას მომსახურებად ობიექტზე, დაზვერზვის ჩატარებისას, ხალხის და ქონების შველისას, ხანძრის ლიკვიდაციისას, სპეციალური სამუშაოების შესრულებისას,  შეკრებისას და ქვეგანყოფილებაში დაბრუნებისას დაცული იქნეს მოთხოვნების, რომლებიც გადმოცემულია " ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვეგანყოფილებებში შრომის დაცვის რეგლამენტში", რომელიც დამტკიცებულია დზგნ დირექტორის მიგუნოვის მიერ 2006 წლის 26 სექტემბერს.
4.7. ხანძრების ჩაქრობისას სუნთქვის გამოუსადეგარ გარემოში დაცულ იქნეს და შესრულდეს მოთხოვნები, რომლებიც გადმოცემულია "რუსეთის შსს-ს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის გაზკვამლდამცავი სამსახურისა მითითებებში"
4.8. უხელმძღვანელოს გაზკვამლდამცავი ყარაულის მუშაობას ხანძრის ჩაქრობისას და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარებისას, სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
4.9. ყარაულის პირადი შემადგენლობისგან მოითხოვოს მოწყობილობების მყარი ცოდნა, სიზოდის სწორი ექსპლუატაცია, გაზსაწინააღმდეგოებთან მუშაობის წესების სწორი შესრულება.
4.10. უხელმძღვანელოს გაზკვამლდამცავებს ყარაულში და უზრუნველყოფს მათი მზადყოფნა ხანძრის ჩასაქრობ საბრძოლო მოქმედებებში სუნთქვის გამოუსადეგარ გარემოში.
4.11. ორგანიზება გაუწიოს და პირადად ჩაატაროს მოქმედებები ყარაულის პირად შემადგენლობასთან სიზოდ წესრიგში, რომელიც განსაზღვრულია " გპს ქვეგანყოფილების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამით" და "რუსეთის შსს-ს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მითითებებით გაზკვამლსაწინააღმდეგო სამსახურებისთვის".
4.12. უზრუნველყოს სწორი ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება ყარაულის პირადი შემადგენლიბისა სიზოდ, ასევე თავის დროზე და სწორად წარმოება დოკუმენტების, რომელიც განსაზღვრულია "რუსეთის შსს-ს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მითითებებით გაზკვამლსაწინააღმდეგო სამსახურებისთვის".
4.13. ხანძრის ჩაქრობისას ფეთქებადხანძარსაშიშ ცეხებში (წარმოებებში) შეასრულოს უშუალო უფროსების ბრძანებები და მითითებები, ასევე ობიექტის ადმინისტრაციის მითითებები.
4.14. ჩაატაროს ნომერ 2 სიზოდის შემოწმება გამოყენების შემდეგ და აკონტროლოს მისი ჩატარება ყარაულის გაზკვამლდამცავების მიერ,. შემოწმება ჩატარდეს გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზაზე და შედეგები რეგისტრირებულ იქნეს "შემოწმებების რეგისტრაციის ჟურნალში ნოემრი 2".
4.15 უცაბედი დაავადების შემთხვევაში აცნობის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელს და მიმართოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. ავადმყოფობის დიაგნოზის დამტკიცების შემთხვევაში ამის შესახებ აცნობის ზემდგომ პირს. ყარაულის უფროსის მოვალეობები გადაეცემა ქვეგანყოფილების ერთერთ მეთაურს ან სხვა მომზადებულ სამსახურებრივ პირს.
4.17. დაიცვას შრომის დაცვის მოთხოვნები საკუთარი პროფესიონალური მომზადების სრულყოფისას და სახანძრო-ტექნიკურ შეარაღებასთან მუშაობისას.
4.18. ყარაულის პირადი შემადგენლობიდან ვინმეს უცაბედი დაავადების შემთხვევაში გაგზავნის დაქვემდებარებული უახლოეს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების გასაწევად.  ამის შესახებ უფროსი აცნობებს ქვეგანყოფილების ხელმძღვანელობას, ხანძრისჩაქრობის სამსახურის მორიგე ოპერატორს.
4.19. სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას თავად და მოთხოვოს დაქვემდებარებულებისგან შრომის უსაფრთხოების და საწარმოო სანიტარიის დაცვა.
4.20. გახანგრძლივებული საბრძოლო მოქმედებისას უზრუნველყოს კვება და დასვენების პირობები დადგენილ რეჟიმში.
4.21. სპეციალური სახის სამუშაოების შესრულების დროს დაიცვას შრომის დაცვის მოთხოვნები მოცემული სახის სამუშაოებისთვის.


5. შრომის დაცვის მოთხოვნები სამუშაოს (მორიგეობის) დასრულებისას


5.1. სახანძრო დეპოს შენობაში და გარემომცველ ტერიტორიაზე აკონტროლოს წესრიგი და სისუფთავე ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ. სამსახურებრივ შენობებში შეამოწმოს ქონების მდგომარეობა შეესაბამება თუ არა აღწერილობას.
5.2. მოამზადოს გადაცემისთვის სახანძრო ავტომობილები, სახანძრო-ტექნიკური  აღჭურვილობა, სახანძრო დეპოს შენობა.
5.3. განაწესით დადგენილ დროს, დისპეტჩერის სიგნალის მიხედვით უფროსი ყარაულის შემადგენლობაში ეწყობა ნაწილის მეთაურის მიერ დადგენილ ადგილას ყარაულების შეცვლისთვის.
5.4. საბრძოლო მორიგეობის მიღება გადაცემისას შესაცვლელი ყარაულის მეთაური აბარებს გამშვები  ყარაულის უფროსს სახანძრო ავტომობილებს, ხელსაწყოებს, აღჭურვილობას და დოკუმენტაციას, სახანძრო-ტექნიკურ შეიარაღებას, კავშირის საშუალებებს, სამსახურებრივ შენობებს, ასევე აღჭურვილობას, ავეჯს და ქონებას. მიღება გადაცემის შედეგების შესახებ აცნობებს ქვეგანყოფილების მეთაურობას.
5.5. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და აღჭურვილობის გაუმართაობების გამოვლენისას მიიღოს ზომები მათ აღსაკვეთად ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ, ასევე შეცვალოს სახანძრო აღჭურვილობა გაუმართაობების დაუყოვნებლივ აღკვეთის შეუძებლობის შემთხვევაში.
5.6. დისპეტჩერის სიგნალის მიხედვით "ოტბოი" შესაცვლელი ყარაულის მეთაური ხნის სახანძრო ავტომობილიდან სიზოდს, გამშვები ყარაულის კი საყენებს საბრძოლო წესრიგში. ამ მომენტიდან შესაცვლელი ყარაულის მეთაური თავისუფლად ითვლება სამსახურისგან.
5.7. შესაცვლელი ყარაულის უფროს სიგნალ "ოტბოის" მიღების შემდეგ სიზოდს აყენებს გდზს ბაზის იაჩეიკის შკაფში, ხოლო საბრძოლო ტანსაცმელი და აღჭურვილობა მიაქვს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

5.8. სახლში წასვლისას უნდა დაიცვას და შეასრულოს საგზაო მოძრაობის წესები.