ხანძარი ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ?
30-03-2014, 18:03. ავტორი: Amuri - უცნობ შენობაში შეეცადეთ დაიმახსოვროთ განვლილი გზა, მიაქციეთ ყურადღება ძირითადი და სათადარიგო გასასვლელების განლაგებას.
რა უნდა მოიმოქმედოთ თუ ხანძარმა მოგისწროთ სკოლაში, საავადმყოფოში, კინოთეატრში და ა.შ.?
- თუ თქვენ მოგესმათ ყვირილი “ხანძარია! ვიწვით”, ან თავად იგრძენით კვამლის სუნი, დაინახეთ ალი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეაფასეთ ვითარება, დარწმუნდით საშიშროების არსებობაში, გაარკვიეთ საიდან მოდის იგი და მშვიდად, პანიკის გარეშე დატოვეთ სათავსი ყველაზე უსაფრხო გზით.
- თუ მოხვდით ხალხმრავლობაში, შეაჩერეთ პანიკიორები, დაეხმარეთ შიშით შეპყრობილებს, გაესაუბრეთ წყნარად და გარკვევით, გაუკეთეთ ხელკავი.
- არ შეხვიდეთ იქ სადაც კვამლის დიდი კონცენტრაციაა;
- არ ეცადოთ თავის გადარჩენას ზედა სართულებზე ან მოშორებულ სათავსებში;
- თუ კვამლის მაღალი კონცენტრაციის და ძლიერი სიცხის გამო ვერ შეძელით შენობის დატოვება, დაელოდეთ მეხანძრის დახმარებას;
- ზოგიერთ ობიექტზე (მათ შორის ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში) ნებისმიერ ინციდენტს (ხანძარი, ტერაქტი, ავარია და ა.შ) ხშირად თან ახლავს ძაბვის გათიშვა. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს სიბნელეში ამოძრავებს თვითგადარჩენის ინსტინქტი, იქმნება პანიკა, რასაც მოსდევს ჭყლეტვა. არ ჩავარდეთ პანიკაში!
- ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველყოფის და შეზღუდული ხილვადობის (ბინდი, დაკვამლიანება და ა.შ.) ან სრული სიბნელის პირობებში ქცევის წესების ინფორმირების მიზნით ამჟამად მოწყობილია ფოტო-ლუმინისცირებული საევაკუაციო სისტემები _ მანათობელი უსაფრთხოების ნიშნები, ევაკუაციის გეგმები, საორიენტაციო ხაზები, დერეფნების, კიბეების, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების კარებების, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ადგილების ვიზუალიზაციის მანიშნებლები.
უკან დაბრუნება