Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ცეცხლის კონტროლი – 1 მილიონი წლის წინ
> ეს საინტერესოა > ცეცხლის კონტროლი – 1 მილიონი წლის წინ

ცეცხლის კონტროლი – 1 მილიონი წლის წინ


2-04-2014, 21:57. ავტორი: Amuri მიუხედავად იმისა, რომ არის ცნობები, როგორ ასრულებდნენ რიტუალურ ცეკვებს ცეცხლის გარშემო ჩვენი ევოლუციური ნათესავები – შიმპანზეები და ხანდახან ცეცხლმოკიდებულ ტოტებსაც იყენებდნენ, ადამიანი რჩება ერთადერთ არსებად, რომელმაც ცეცხლის დანთების ხელოვნება აითვისა. ცეცხლს მოაქვს სითბო და კომფორტი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკვების მომზადების ფუნქციაა. ჩვენმა წინაპრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ გზით დამზადებული საჭმელი უფრო უსაფრთხო და ადვილად გადასამუშავებელი იყო, რამაც მათი დიეტა უფრო მეტად დატვირთა ხორცეულით. მძლავრი და მცენარეულის ღეჭვაზე მორგებული ყბები თანდათან ზომაში შემცირდა, ტვინმა კი ზრდა დაიწყო, რათა ნადირობა უფრო მეტად ეფექტური ყოფილიყო. მსხვერპლის გამოჭერისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის ხელოვნება მეტ ინტელექტს მოითხოვდა. ცეცხლმა შეცვალა ადამიანთა კვების სტილი, შესაბამისად – საჭმლის მომნელებელი სისტემა, ყბების ფორმა, კბილები და იქცა ერთ-ერთ უდიდეს ფაქტორად თანამედროვე ინტელექტუალური ადამიანის ჩამოყალიბებაში. ქვის იარაღებმა ხელი შეუწყო ტვინის ზრდას, ცეცხლის კონტროლის უნარმა კი ეს პროცესი გაცილებით დააჩქარა. ამის შემდგომ არც ისე დიდ პერიოდში ადამიანის ტვინის ზომა ორჯერ გაიზარდა.
უკან დაბრუნება