Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 პენტაგონმა მეხანძრე-რობოტი შექმნა
> ეს საინტერესოა > პენტაგონმა მეხანძრე-რობოტი შექმნა

პენტაგონმა მეხანძრე-რობოტი შექმნა


3-04-2014, 02:07. ავტორი: Amuri პენტაგონი რობოტ-ჰუმანოიდზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც საომარ გემებზე ხანძარის გაჩენის შემთხვევაში, მისი უსაფრთხოდ ჩაქრობა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს კვლევითი ლაბორატორიის თავმჯდომარეებმა განუცხადეს.
მათი თქმით, "მეხანძრე-რობოტს" შეუძლია დამოუკიდებლად ხანძრის ჩაქრობა, დამოუკიდებლად გადაადგილება, მათ შორის, ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანიც კი ვერ გაივლის, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა და ადამიანებთან კონტაქტიც კი. რობოტის შესაქმნელად ყველაზე ბოლო და უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული, იგი აღჭურვილი იქნება უახლესი სენსორული სისტემებით, მათ შორის, ინფრაწითელი ტელეკამერით, რომელიც საშუალებას მისცემს მას კვამლშიც დაინახოს ყველაფერი.
რობოტ-ჰუმანოიდის პირველი გამოცდა შემდეგი წლის 2012 წლის სექტემბერში იგეგმება.
უკან დაბრუნება