Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 6 დაღუპული და 20 დაშავებული- ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში
> ინფორმაცია, ხანძრები საზღვარგარეთ > 6 დაღუპული და 20 დაშავებული- ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

6 დაღუპული და 20 დაშავებული- ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში


19-05-2015, 22:14. ავტორი: Amuri

13:19. 19-05-2015 წელი

ბაქოში, აზადლიგის გამზირზე, მრავალსართულიანი სახლი იწვის, ხანძარი უკვე რამდენიმე საათია გრძელდება და მიუხედავად იმისა რომ ცეცხლის ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენიც მუშაობს, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბაქოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვი დაშავებულთა რაოდენობა ოცზე მეტია. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 6-ს აღწევს. მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც.

ხანძრის პირველი წუთებისას, ცეცხლისგან თავის დაღწევა ერთმა ქალმა მაღალი სართულიდან გადმოხტომით ცადა . ის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადმოხტა, ორივე პირი დაცემისასა სასიკვდილოდ დაშავდა.

ამ დროისთვის შენობის იმ ნაწილში სადაც ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს, სამძებრტო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა უკვე შეძლეს 2 წლის ბავშვის ცოცხლად გადარჩენა.

წყარო:http://newposts.ge

უკან დაბრუნება