Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ალექსანდრე ოტიას ძე ბერიძე - ცეცხლოვანი ბრანდმაიორი
> ხაზზეა 01 > ალექსანდრე ოტიას ძე ბერიძე - ცეცხლოვანი ბრანდმაიორი

ალექსანდრე ოტიას ძე ბერიძე - ცეცხლოვანი ბრანდმაიორი


10-09-2015, 19:07. ავტორი: Amuri
მოამზადა გიორგი კალანდაძემ


ალექსანდრე ოტიას ძე ბერიძე - ცეცხლოვანი ბრანდმაიორიალექსანდრე ბერიძე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში, ღარიბი აზნაურის ოჯახში ფეხადგმული ყმაწვილი, გასული საუკუნის მიწურულში მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ აიძულა სამუშაოს საშოვნელად საქართველოს საზღვრებს გასცილებოდა. იგი ჯერ მტვირთავად მუშაობდა ქ. ქერჩში, ხოლო 1899 წელს გადავიდა პეტერბურგში და ქარხანა „სიმენსში“ მოეწყო მუშად. აქ პირველად გაეცნო სახანძრო საქმეს და ნებაყოფლობითი საზოგადოებაში ჩაეწერა.
ერთხელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ახალგაზრდა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობაში და ცხოვრებაში პირველი საბრძოლო ნათლობაც გამოსცადა.
ალექსანდრე გაიტაცა მეხანძრის ხიფათით აღსავსე საქმიანობამ, რომელსაც მთელი სიცოცხლე მიუძღნა. მან სწრაფად გაიარა გზა რიგითი მეხანძრიდან ქ.პეტერბურგის ნევის სახანძრო ნაწილის ბრანდმაიორამდე.
გამანადგურებელი ხანძრების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქ.ორიოლში.
რუსეთის სახანძრო დაცვის საზოგადოებამ ა.ბერიძეს ორიოლის სამოქალაქო სამმართველოში ბრანდმაიორის თანამდებობაზე სამუშაოდ რეკომენდაცია მისცა.
ორიოლში რამდენიმე წლით მუშაობის მანძილზე ალექსანდრე ბერიძემ სახანძრო ნაწილის საქმიანობა მაღალ დონეზე აიყვანა.
1920 წლის იანვრიდან ა. ბერიძე თბილისის სახანძრო რაზმში იწყებს მუშაობას ბრანდმაიორად. ხელქვეითები მასში ხედავდნენ საქმის საუკეთესო მცოდნეს.
მკაცრს, მაგრამ გულისხმიერ და სამართლიან ხელმძღვანელს.
1934 წელს ა. ბერიძე ინიშნება თბილისის სახანძრო დაცვის უფროსად და საქართველოს სსრ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
შესანიშნავმა ადამიანმა მედგარმა და მამაცმა „ცეცხლოვანმა“ ბრანდმაიორმა, რომელმაც სიყვარულის ძეგლი აიგო საქართველოს მეხანძრეთა გულებში თავისი სიცოცხლე დაასრულა 1938 წელს, გადასახლებაში.
1989წ.

გაზეთი „ხაზზეა 01 “ №4(13) 1998 წელი გვ.4


უკან დაბრუნება