Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ვასილ ბარამიძე. სახანძრო საქმის განვითარება ძველად საქართველოში (I ნაწილი)
> საქართველოს სახანძრო ისტორია, წ.ცეცხლთან ბრძოლა > ვასილ ბარამიძე. სახანძრო საქმის განვითარება ძველად საქართველოში (I ნაწილი)

ვასილ ბარამიძე. სახანძრო საქმის განვითარება ძველად საქართველოში (I ნაწილი)


21-09-2015, 13:06. ავტორი: Amuri ვასილ ბარამიძე.   სახანძრო საქმის განვითარება ძველად  საქართველოში (I ნაწილი)XIX საუკუნემდე საქართველოში, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველა დანარჩენ ფეოდალურ მონარქიებში, ხანძართან ბრძოლის მთელი სიმძიმე მებეგრე მოსახლეობას აწვებოდა მხრებზე.
ეკლესიის ზარის საგანგაშო რეკვა, რაც ხანძრის შესახებ იუწყებოდა, ქალაქის თითოეულ მკვიდრისა და მოსახლეს ავალდებულებდა მაცნეს მითითებებით დაუყოვნებლივ მისულიყო ხანძრის ადგილას და მონაწილეობა მთელი ცეცხლის ქრონიკაში.
ასეთი ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი ხანძარსაწინააღმდეგო ბეგარა ძველთან ვრცელდებოდა აგრეთვე ქალაქის წყალმზიდებზე - თულუხჩებზე, რომლებსაც ჩვეულებითი სამართლის თანახმად, ქალაქის ყოველგვარი წყალსატევიდან, წყაროებიდან, ჭებიდან და მდინარეებიდან უნდა ეზიდათ წყალი ხანძრის ჩასაქრობად. ეს წმინდათაწმინდა ხალხური ჩვეულება თბილისელებმა და ქუთაისელებმა თულუხჩებმა თითქმის XX საუკუნის დასაწყისამდე შემოინახეს.
დაცულია ისტორიული ცნობები იმის შესახებ, რომ XVIII საუკუნის მიწურულში, მეფე ერეკლე II დროს, ამქრებად გაერთიანებულ თბილისელ ხელოსნებსა და ვაჭრებს სახელოსნო და სავაჭრო რიგებში ჰყავდათ განსაკუთრებული არჩეული პირები, რომლებიც ხანძრის ქრობაში იყვნენ დახელოვნებული ისინი კარგად იცნობდნენ ხანძრის ქრობაში იყვნენ დახელოვნებული. ისინი კარგად იცნობდნენ ხანძრის ქრობის პრიმიტიულ ხერხებსა და საშუალებებს, შეეძლოთ სწრაფად მოეგვარებინათ საზოგადოებრივი დახმარება ცეცხლთან ბრძოლაში. საშუალო საუკუნეების ამ „ბრანდმეისტერებს“ სპარსულად „ხანძარჩის“ ეძახდნენ რაც მეხანძრეს ნიშნავს. სიტყვა „ხანძარჩი“ წარმოქმნილია სიტყვა „ხანძრიდან,“ რაც ტრამალზე გაჩენილ ცეცხლს ნიშნავს.
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში რუსეთის გამგებლობის დამკვიდრების შემდეგ „ხანძარჩი“-მ თავისი დრო მოსჭამა, მაგრამ თვით სიტყვა „ხანძარჩი“ კიდევ მრავალი მრავალი ათეული წლის მანძილზე დარჩა ხალხის მეხსიერებაში. მაგალითად, ამქრებში გამოუსწორებელი და ჯიუტი ხასიათის ხელოსნებს, მოწაფეებსა და ქვეოსტატებს „ხანძარჩის“ ეძახდნენ ან უბრალოდ რუსულად - „პოჟარნის“. ეს სიტყვა გავრცელებულ იყო აგრეთვე თბილისის ძველ მემტრედეთა შორის, რომლებიც ავზნიან მტრედებს აგრეთვე „ხანზარჩის“ – „პოჟარნის“ ანუ „ტოპეს“. ე.ი. შმაგს. თავზეხელაღებულს ეძახდნენ.
1853 წლის 27 მაისს გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე ცნობილი ქართველი პოეტის რაფიელ ერისთავის ფელეტონებში მოცემულია თბილისელი „პოჟარნოების“ ანუ „ხანძარჩების“ უაღრესად საიტერესო დახასიათება.
„თბილისში არიან განსაკუთრებით თავისებული ადამიანები, - ამბობს წერილის ავტორი, რომლებიც ჭაბუკობის წლებიდან თითქმის სიბერემდე ატარებდნენ პოჟარნის სახელს. ისინი შეიძლება შევადაროთ ევროპელ ვივერებს, მაგრამ ესენი განსაკუთრებული მოდგმის ვივერებია. მათში იმდენად ბევრია საკუთარი, თავისებური ხასიათი და ისე მკაფიოდ ვლინდება ძველი აზიური სიმამაცე, რომ ეს შედარება მეტად სუსტი, არასწორი იქნებოდა.“
„...წარმომიდგენია ისეთი მუშტი-კრივი, აყალ-მაყალი, თავშეყრა ან საზეიმო დღესასწაული, სადაც ისინი არ მონაწილეობდნენ... თუ შემთხვევა მოგეცემათ, - განაგრძობს თხრობას ავტორი, - დიდი წყალდიდობის დროს დაინახოთ ადამიანი, რომელმაც რამდენჯერმე შეუსვენებლივ გადასცურა მტკვარი, დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ: ეს ერთ-ერთი პოჟარნია. მათ ვერ წაართმევთ ვერც გამბედაობას, ვერც პატივმოყვარეობას; ასე რომ არ იყოს, ძნელია კაცმა მოისურვოს ყინვაში მტკვარში ბანაობა ან ზაფხულში ავლაბრის ხიდიდან - 6 საჟენის სიმაღლიდან მდინარეში გადახტომა, რაც ძალუძს ყოველ პოჟარნის, რომელიც ისე ავლინებს თავის სიყოჩაღეს, თავის ვაჟკაცობას, როგორც იცის და როგორც შეუძლია...“ „..პოჟარნებს ხშირად ლოთს უწოდებდნენ... მაგრამ მათი გაგებით ლოთი - ეს არის მარიფათიანი, ვაჟკაცი ადამიანი, ამიტომ ამაყობენ კიდეც ამ მეტსახელით...“
„ტყულუბრალოდ ხომ არ შეარქვეს მათ პოჟარნი, სადმე გაჩნდება თუ არა ხანძარი, ისინი მყისვე იქ არიან: ადმიანებისა და ნივთების გადასარჩენად ცეცხლში მიძვრებიან, საფრთხეში აგდებენ რა საკუთარ სიცოცხლეს, თუ ვინმე იხჩობა, პოჟარნი პირველი გადაეშვება ხოლმე წყალში (თითქმის ყოველი მათგანი კარგი მოცურავეა) და უთუოდ გადაარჩენს სასიკვდილოდ განწირულს“...
წერილის უკანასკნელი სტრიქონების საილუსტრაციოდ დავასახელებთ ჩვენი დედაქალაქის ძველ მცხოვრებთა მეხსიერებაში შემორჩენილ რამოდენიმე პირს თბილისელთა ამ კატეგორიიდან. XIX საუკუნის და XX საუკუნის მიჯნაზე იქ, სადაც იწყებოდა მტკვრის მარჯვენა ტოტი, რომლის ნაპირი იმ დროს ნაგავსყრელს წარმოადგენდა, იდგა საძაღლის მზგავსი პატარა ჯიხური. მასში მრავალი წლის მანძილზე თავს აფარებდა იმ დროს ცნობილი მემტრედე და წყალზე მაშველი მეტსახელად „ჭუკი. ზოგიერთი მას „პოჟარნი ჭუკს“, ან უბრალოდ, „ხანძარჩის“ ეძახდა.
ასეთსავე მეტსახელს ატარებდა მაშინდელი ვერელი პოჟარნი „ბუშტი“, რომლის სადგომიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყო, ვერის ბორანთან.
სიტყვა „ხანძარჩის“ ტრადიციული და დამახასიათებელი მნიშვ-ნელობა რამდენადმე მოწმობს პირველყოფილი ქართველი „ბრანდ-მეისტერების“ თავისებურებას, რომლებიც, უეჭველად, გამოი-რჩეოდნენ ბუნებრივი სიმამაცით, სწრაფი მოსაზრებულობითა და უშიშროებით - ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელისა და ორგანიზატორის ყველა ღირსებით.
საუკუნეთა და ათეულ საუკუნეთა მანძილზე საუკეთესო ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა ძებნისას ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც დედამიწის ყველა ხალხმა, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში თავისი არჩევანი წყალზე შეაჩერა, რომელიც ამჟამადაც ძირითადი ქმედითი საშუალებაა ცეცხლის დამანგრეველ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში.
წყალზე, სარწყავ არხებზე, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო წყლის რესურსებზე ზრუნვა მუდამ იყო უმნიშვნელოვანესი საზო-გადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანა ქართველი ხალხის ისტორიაში.
საქართველოს ბევრი გამოჩენილი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწის სახელი დაკავშირებულია სარწყავი არხების, ძველი წყალსატევების და კეთილმოწყობილი წყაროების აშენების ისტორიასთან. აღნიშნულმა არხებმა და წყაროებმა ნაწილობრივ ჩვენს დრომდე მოაღწიეს რესპუბლიკის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში.
სამწუხაროდ, თბილისში არ შემონახულა არც ერთი ძველი წყალსადენი; სამაგიეროდ დაცულია ბევრი საარქივო დოკუმენტი და აღმოჩენილია ძვირფასი არქეოლოგიური ნაშთები, რომლებიც ნათელს ფენენ წარსულში თბილისის წყალმომარაგების ისტორიას და ცხადყოფენ ფეოდალური საქართველოს საქალაქო მეურნეობის მაღალ დოონეს, ამ დარგის ძველთაძველობას და შედარებით მაღალ ტექნიკურ კულტურას.
საშუალო საუკუნეებში თბილისის წყალმომარაგების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ძველი წყალსადენის თიხის მილების მიხედვით, რომლებიც აღმოჩენილ იქნა 1912 წელს დიდუბეში მიწის სამუშაოთა შესრულებისას. XVIII საუკუნის დასაწყისში მეფე ვახტანგ VI ამ წყალსადენის ტრასა არხის მშენებლობისათვის გამოიყენა. მისი სათავო ნაგებობა მდებარეობდა სოფელ ავჭალის ზემოთ, მდინარე გლდანთან. ამ არხით მაშინ დიდუბის მინდვრები ირწყვებოდა.
ასეთივე ძველი წყალსადენი, თიხის მილების ქსელის რთული განშტოებით, საწრეტი ჭებით ანუ „ჭურებითა“ და წყალსაგროვი თიხის ჭებით, აღმოჩენილ იქნა აგრეთვე 1933 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სააბაზანო შენობის აგებისას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს წყალსადენი წყალს იღებდა კრწანისის წყაროებიდან. ამ წყალსადენით სარგებლობდნენ შუა საუკუნეებში ცეცხლის ქრობისათის.
1932 წელს ქალაქ თბილისის მილიციის სამმართველოს შენობის ეზოში, რომელსაც მეფე როსტომის (XVII საუკ.) ყოფილი სასახლის ადგილი უკავია, ახალი სასამხურო შენობისათვის საძირკვლის გათხრისას აღმოაჩინეს ქვის აუზი თიხის მილებით, რომელიც, უეჭველად, სასახლის წყალსადენს ეკუთვნოდა. იგი წყალს იღებდა ბოტანიკური ანუ წავკისის ხევის ზემო ნაწილში გამომდინარე წყაროებიდან, მას, როგორც 1957 წლის არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, მეფე ერეკლეს სახელობის მოედნის ტერიტორიაზე, უნდა ჰქონოდა ცენტრალური გამანაწილებელი სადგური.
ამ წყალსადენებიდან რომლებიც ქალაქის საზოგადოებრივ და კერძო აუზებს, შადრვნებსა და სარწყავ რუებსაც უწევდნენ მომსახურეობას, შეიძლებოდა წყლის ხმარება ხანძრების ქრობისათვის.
თბილისელები შადრევნებსა და აუზებს უწოდებდნენ სათანადოდ მოწყობილ წყალსატევებს, ასეთი ნაგებობები ჩვეულებრივ ქვით იყო მოპირკეთებული, მათ ჰქონდათ გამოსასვლელი მილი - წყალსაშვები, რომლებსაც ქალაქის მოედნებს და ქუჩებში, ასევე დიდებულთა სახლების ეზოებში, სამეურნეო და ხანძარსაწინააღმდეგო წყალსარგებლობისათვის იყენებდნენ.
XIX საუკუნემდე თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კიდევ იყო შემორჩენილი სამი წყალსადენი, რომლებიც მომსახურეობას უწევდნენ ავლაბრის საზოგადოებრივ წყალსატევებს. გარდა ამისა ბევრს საცხოვრებელი სახლის ეზოში, განსაკუთრებით ავლაბარში, ნავთლუღში, ჩუღურეთში, კუკიასა და დიდუბეში, ჰქონდათ ჭები.
და მაინც სასმელი და სამეურნეო წყლის ყველაზე მუდმივ და ამომწურავ წყაროს, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო რეზერვუარს, განსაკუთრებით ქალაქის სანაპირო უბნებისათვის, წარმოადგენდა მტკვარი.
1801 წელს საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთებამ მისი დედაქალაქი თბილისი რუსეთის იმპერიის საგუბერნიო ქალაქად გადააქცია. აქედან დაიწყო ქართველი ხალხის ყველა სახელმწიფო დაწესებულებების, სოციალურ-საყოფაცხოვრებო ინსტიტუტისა და ტრადიციის რღვევა, რაც რასაკვირველია, პირველყოვლისა, თბილისს შეეხო.
რუსეთის თვითმპყრობელობის განუსჯელმა კოლონიზიატორუ-ლიმა პოლიტიკამ საქართველოს თავს მოახვია უსულგულო „დებულება ქალაქებისა და სოფლების მართვის შესახებ“, რომელსაც საფუძვლად დაედო ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის დროს შედგენილი „კეთილწესიერების ანუ საპოლიციო წესდება.“
საქართველოს ძველი დედაქალაქი - ამიერკავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი და მეფის ჯარების მთავარი სადგომი პუნქტი გახდა. თბილისის ძველი საქალაქო მმართველობა, რომელსაც სათავეში მოურავი (ქალაქის მმართველი). ან მამასახლისი („ქალაქის მამა“) და ქალაქის თავი, - ვაჭარ-ხელოსანთა წოდების წარმო-მადგენელი - მელიქი ედგა, 1804 წელს ქალაქის პოლიციით, ქალაქის კომენდანტითა და პოლიცმეისტერით შეიცვალა, მათ სათავეში ედგა მეფის ნაცვალი, აი ამ პირთა განკარგულებაში იყო იასაულების, ბოქაულების, ასისთავებისა და ათისთავების მთელი არმია.
ქალაქი დაიყო 4 ნაწილად და 8 კვადრატად, ამის გამო, რომ თბილისში 2 ათასზე მეტი, ხოლო მის გარეუბანში, რომელსაც ავლაბარი ჰქვია, 300 -ზე მეტი სახლია, ამიტომ ქალაქი უნდა დაიყოს ზემოაღნშნულ 4 ნაწილად და სახელი დაერქვას მათი ღირსსახსოვარი ძველი მიჯნების მიხედვით; თითოეული ნაწილი უნდა დაიყოს კვარტალებად, მართალია. კვარტალებში სახლების რიცხვი დიდი იქნება, მაგრამ რადგანაც აქ თითქმის ყველა სახლი მცირე მოცულობისაა და ერთმანეთზეა მიკრული, ამიტომ თითოეული ნაწილი და უბანი უაღრესად მცირე ტერიტორიას დაიკავებს.
„ქალაქის პოლიციის სამმართველოს’, ანუ „საპოლიციო კანცელარიას,“ თავმჯდომარეობდა კომენდანტი, პოლიცმეისტერთან ერთად. „კეთილწესიერების წედებით“ დეტალურად იყო განსაზღვრული თბილისის პოლიციის შტატი და წლიური ხელფასები: მაგალითად, იასულები ღებულობდნენ - 100-100 მანეთს: ასისთავები - 70-70 მანეთს, ხოლო ათისთავები - 50-50 მანეთს. საქართველოს სამზრო ქალაქებში“ გორში, დუშეთში, თელავსა და სიღნაღში, სახლების რიცხვისა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიას შესაბამისად, არსებობდა თითო ნაწილი, სამ-სამ კვარტლად დაყოფილი. სამაზრო ქალაქის პოლიციელთა შტატი და ჯამაგირები შესაბამისად მცირე იყო. მაგალითად, იასულს ხელფასად ეძლეოდა 80 მანეთი, ასისთავს - 60 მანეთი, ხოლო ათისთავს 40 მანეთი.
„კეთილწესიერების წესდებით“ კომენდატის მოვალეობაში შედიოდა აგრეთვე ქალაქის დაცვა ხანძრისაგან, „კომენდანტს, - ვკითხულობთ წესდებაში, -უფლება აქვს უბრძანოს თითოულ მეპატრონეს გულმოდგინედ ადევნოს თვალი, ხოლო თუ ქალაქში ხანძარი გაჩნდება (ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან), იგი მოვალეა ადგილზევე გაატაროს ღონისძიებანი ცეცხლის ჩასაქრობად და ამ საქმეში ჩააბას მოსახლეობა...“
თავის მხრივ იასულიც ვალდებულია „მოაგონოს მცხოვრებლებს უაღრესი სიფხიზლის გამოჩენის აუცილებლობა, რათა გაუფრთხილებლობის შედეგად (ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან) ხანძარი არ გაჩნდეს“.
ხანძრისაგან ქალაქის უშალო დაცვა და, საერთოდ, საგუშაგო სამსახურის შესრულება მოქალაქეთა ბეგარა იყო. ყოველი სახლის მცხოვრები რიგრიგობით გამოდიოდა ღამის საგუშაგოზე. პოლიციას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის არავითარი საშუალება არ გააჩნდა. საჭიროების შემთხვევაში მთელი სახანძრო მოწყობილობის ადგილზე მიტანისათის თვითონ მოსახლეობას უნდა ეზრუნა. ყოველი სახლის შესასვლელთან ეკიდა ნომრიანი ხის ფირფიტა, რომელზეც აღნიშნული იყო ხანძრის შემთხვევაში ვინ რა იარაღით, ან რომელი სახლის მცხოვრებნი უნდა გამოსულიყო.
პოლიციის რიგითი მუშაკები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ასე მაგალითად 1802 წლის 6 აგვისტოს თბილისის კომენდანტი მაშინდელ მთავარსარდალს საქართველოში გენერალ-ლეინტენანტ კნორინგს აცნობდა, რომ „საშტატო რაზმში ჩარიცხული დაბალი ჩინის პოლიციელებს დღემდე არ მიუღია ტანსაცმელი, ამის გამო თითქმის ტიტველნი არიან და არ შეუძლიათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება“...
უკან დაბრუნება