Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ხანძრის შემთხვევაში მოქმედების წესი
> მოქმედებები და უსაფრთხო > ხანძრის შემთხვევაში მოქმედების წესი

ხანძრის შემთხვევაში მოქმედების წესი


11-04-2014, 17:49. ავტორი: Amuri 1. თითოეული მოქალაქე ხანძრის ან წვის ნიშნების (დაკვამლიანების, დამწვრის სუნის, ტემპერატურის აწევის და ა.შ.) აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სახანძრო დაცვის დანაყოფს (ამასთან აუცილებელია დაასახელოს ობიექტის მისამართი, ხანძრის გაჩენის ადგილი, აგრეთვე შეატყობინოს თავისი გვარი, სახელი);
ბ) შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღოს ადამიანთა ევაკუაციაში, მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობაში.
2. ხანძრის ადგილზე მისული ქონების მფლობელობაზე, სარგებლობასა ან განკარგვაზე უფლებამოსილი და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დადგენილი წესით დანიშნული პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე ობიექტების ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:
ა) შეატყობინონ ხანძრის გაჩენის შესახებ სახანძრო დაცვას, აგრეთვე ობიექტის ხელმძღვანელობასა და მორიგე სამსახურებს;
ბ) არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ადამიანთა გადასარჩენად;
გ) შეამოწმონ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემის (ხანძრის შესახებ მაუწყებლობის, ხანძრის ჩაქრობის, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის) მუშაუნარიანობა;
დ) საჭიროების შემთხვევაში გამორთონ ელექტროენერგია (გარდა ხანძარსაწინააღმდეგო დაც¬ვის სისტემებისა), შეაჩერონ გადასატანი მოწყობილობების, აგრეგატების, აპარატების მუშაობა, გადაკეტონ ნედლეულის, გაზის, ორთქლის და წყლის კომუნიკაციები, შეაჩერონ ავარიულ და მასთან მომიჯნავე სათავსებში სავენტილაციო სისტემების მუშაობა, შეასრულონ სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობის სათავსებში ხანძრის გავრცელებისა და დაკვამლიანების თავიდან აცილებას;
ე) შეწყვიტონ შენობაში ყველა სამუშაო (თუ ეს წარმოების ტექნოლოგიური პროცესით დასაშვებია), გარდა სამუშაოებისა, რომლებიც დაკავშირებულია ხანძრის ლიკვიდაციასთან;
ვ) გაიყვანონ საშიში ზონის ფაეგლებს გარეთ ყველა მუშაკი, რომელიც არ მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში;
ზ) სახანძრო დაცვის დანაყოფის მოსვლამდე განახორციელონ ხანძრის ჩაქრობის საერთო ხელმძღვანელობა (ობიექტის სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინეით);
თ) უზრუნველყონ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეთა მიერ უსაფრთხოების წესების მოთ¬ხოვნების დაცვა;
ი) ხანძრის ჩაქრობასთან ერთად ორგანიზება გაუწიონ მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციას და დაცვას;
კ) ორგანიზება გაუწიონ სახანძრო დაცვის დანაყოფების შეხვედრას და მათთვის დახმარების აღმოჩენას ხანძრის კერასთან მისასვლელი უმოკლესი გზების შერჩევაში;
ლ) პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიაწოდონ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო- სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სახანძრო დაცვის დანაყოფებს ცნობები იმ საშიში (ფეთქებადსაშიში), ფეთქებადი, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ინახება ან გადამუშავდება ობიექტზე.
3. სახანძრო დაცვის დანაყოფის მისვლისთანავე ობიექტის ხელმძღვანელი (ან მისი შემცვლელი პირი) ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს ობიექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური თავისებურებების, მომიჯნავე შენობებისა და ნაგებობების შესახებ, შენახული და გამოსაყენებელი ნივთიერებების, მასალების, ნაწარმის რაოდენობასა და ხანძარსაშიშ თვისებებზე და ხანძრის წარმატებით ლიკვიდაციისთვის საჭირო სხვა მონაცემებზე, აგრეთვე გაუწიოს ორგანიზება ობიექტის ძალებისა და საშუალებების ჩაბმას ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაში.
უკან დაბრუნება